bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 28
Exodus 28
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 29 →
1
და მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, და მისი ძენი მასთან ერთად, ისრაელიანთაგან, რათა მღვდლობა გამიწიონ აარონმა და მისმა ძეებმა: ნადაბმა, აბიჰუმ, ელეაზარმა და ითამარმა.
2
და დაუმზადე წმიდა სამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისათვის და დასამშვენებლად.
3
და ელაპარაკე ყველა ხელოვან ოსტატს, რომელნიც მე ავავსე სიბრძნის სულით, რომ დაუმზადონ სამოსელი აარონს, რათა ჩემს მღვდლად იკურთხოს იგი.
4
და აჰა, სამოსელი, რაც უნდა დაუმზადონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი და ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. და დაუმზადონ წმიდა სამოსელი აარონს, შენს ძმას, და მის ძეთ, რათა მღვდლობა გამიწიონ.
5
აიღონ ოქრო, ცისფერი და ძოწეული და ჭიაფერი ნართი და ბისონი.
6
და დაამზადონ ეფოდი ოქროსაგან და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისაგან, ოსტატურად ნახელავი.
7
ორი მისამაგრებელი სამხრე უნდა ჰქონდეს ორსავე ბოლოში, კიდეებზე, და იკვრებოდეს.
8
და სარტყელი ეფოდისა, რომელიც მასზეა, იყოს ასეთივე ნახელავი – ოქროსაგან და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისაგან.
9
და აიღე სარდიონის ორი ქვა, და ამოკვეთე მათზე ისრაელიანთა სახელები.
10
ექვსი ამ სახელთაგან ერთ ქვაზე და დანარჩენი ექვსი სახელი მეორე ქვაზე, მათი წარმომავლობის მიხედვით.
11
ქვაზე მკვეთელის ხელოვნებით, როგორც ბეჭდის ტვიფარს აკეთებენ, ამოტვიფრე ორივე ქვაზე ისრაელიანთა სახელები. და ოქროს ბუდეებში ჩასვი.
12
მიამაგრე ეს ორი ქვა ეფოდის სამხრეებზე – ისრაელიანთა სამახსოვრო ქვები. და ატაროს ეს სახელები აარონმა თავის ორ სამხრეზე უფლის წინაშე სამახსოვროდ.
13
ბუდეები ოქროსი გააკეთე,
14
და ორი ძეწკვიც ხალასი ოქროსი, წნულ თასმებად გააკეთე ისინი და მიამაგრე ძეწკვები ბუდეებს.
15
დაამზადე განკითხვის სამკერდული, ოსტატურად ნახელავი, ისევე როგორც ეფოდია. ოქროსაგან და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართსა და გრეხილი ბისონისაგან დაამზადე იგი.
16
ოთხკუთხედი იყოს იგი, ორკეცი, მტკაველი მისი სიგრძე და მტკაველი მისი სიგანე.
17
ოთხრიგად გააწყვე მასზე ქვები თავის ბუდეებით: ლალი, ტოპაზი და ბივრილი – ერთი მწკრივი.
18
მეორე მწკრივი: ზურმუხტი, საფირონი და ალმასი.
19
მესამე მწკრივი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო.
20
და მეოთხე მწკრივი: ქრიზოლითი, სარდიონი, იასპი. ოქროს ბუდეებში უნდა ჩაისვას ისინი.
21
ქვები 12 იყოს ისრაელიანთა სახელების მიხედვით, და თითოეულზე 12 ტომიდან თითოს სახელი იყოს ამოტვიფრული.
22
გაუკეთეს სამკერდულს გრეხილი ძეწკვები წნული ნაკეთობით, ხალასი ოქროსი.
23
და გაუკეთე სამკერდულს ოქროს ორი რგოლი, და მიამაგრე ორივე რგოლი სამკერდულის ორ კიდეს.
24
და გაუყარე ოქროს წნული ორივე რგოლში სამკერდულის კიდეებზე.
25
და მიამაგრე ორივე წნულის ორივე ბოლო ორივე ბუდეს, და მიაბი ეფოდის სამხრეებს წინიდან.
26
და გააკეთე ორი რგოლი ოქროსი და მიამაგრე ისინი სამკერდულის ორ კიდეს, ნაპირზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული.
27
და გააკეთე ოქროს ორი რგოლი და მიამაგრე ისინი ეფოდის ორივე სამხრეზე ქვემოდან, წინა მხარეს, შესაკრავთან, ზემოთ, ეფოდის სარტყელზე.
28
და მიამაგრონ სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ცისფერი ზონრით, რათა იყოს ეფოდის სარტყელზე და მჭიდროდ ეკვროდეს სამკერდული ეფოდს.
29
თან ატაროს აარონმა ისრაელიანთა სახელები განკითხვის სამკერდულზე, თავის გულზე, წმიდაში შესვლისას, მუდმივ სამახსოვროდ უფლის წინაშე.
30
და ჩასვი განკითხვის სამკერდულში ურიმი და თუმიმი. და იქნება ისინი აარონის მკერდზე მისი მისვლისას უფლის წინაშე; და ატაროს აარონმა ისრაელიანთა განკითხვა თავის მკერდზე უფლის წინაშე მარადის.
31
და დაამზადე მოსასხამი ეფოდისათვის მთლიანად ცისფერი.
32
შუაში თავის გასაყოფი ჭრილი უნდა ჰქონდეს. არშია ჰქონდეს მის ჭრილს ირგვლივ, ნაქსოვისგან, ჯავშნის ჭრილივით ჰქონდეს მას, რომ არ გაიხეს.
33
და ამოქარგე მის კალთებზე ირგვლივ ბროწეულები ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართით. და ოქროს ეჟვნები შეაბი ბროწეულთა შორის მოსასხამის კალთებს ირგვლივ.
34
ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთებზე, ირგვლივ.
35
იგი იყოს აარონზე მსახურებისას, რათა ისმოდეს მისი ხმა მისი შესვლისას წმიდაში უფლის წინაშე, და მისი გამოსვლისას, რომ ის არ მოკვდეს.
36
და გააკეთე გვირგვინი ხალასი ოქროსი, და ამოკვეთე მასზე ბეჭდის ტვიფარივით: სიწმიდე უფლისა.
37
და მიამაგრე იგი ცისფერი ზონრით თავსაბურველს, თავსაბურველის წინა მხარეს იყოს იგი.
38
იყოს ის აარონის შუბლზე, და იტვირთოს აარონმა ნაკლი შესაწირავთა, რომლებსაც შესწირავენ ისრაელიანები და ყოველი მათი წმიდა საბოძვარისთვის, და იყოს იგი მის შუბლზე მუდამ, რათა სასურველი იყოს ისინი უფლის წინაშე.
39
და მოქსოვე კვართი ბისონისა, და გააკეთე ბისონის თავსაბურველი, სარტყელიც გააკეთე, ნაყშიანი.
40
დაუმზადე აარონის ძეთ კვართი და გაუკეთე მათ სარტყელნი, და თავსამკაულნი გაუკეთე მათ სადიდებლად და დასამშვენებლად.
41
შემოსე მათით აარონი, შენი ძმა, მისი ძენი მასთან ერთად, და სცხე მათ, და აუვსე მათ ხელი, და აკურთხე ისინი, რომ მღვდლობა გამიწიონ.
42
და დაუმზადე მათ სელის საწმერთული შიშველი ხორცის დასაფარავად. წელიდან წვივამდე უნდა იყოს.
43
ჩაიცვამენ მას აარონი და მისი შვილები, როცა სადღესასწაულო კარავში შევლენ ან როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდებიან წმიდაში მსახურებისთვის, რათა ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცნენ. ეს საუკუნო წესია მისთვის და მის შთამომავალთათვის მის შემდეგ.
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 29 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40