bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 31
Exodus 31
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 32 →
1
და უთხრა უფალმა მოსეს:
2
„აჰა, მე მოვუხმე სახელით ბეცალელს, ძეს ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან.
3
და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გამჭრიახობით, ცოდნითა და ყოველგვარი ხელოვნებით,
4
ოსტატურად რომ შეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და ბრინჯაოზე მუშაობა.
5
მოსაოჭველი ქვების გათლა და ხეზე კვეთა, რათა შეასრულოს ყოველგვარი სახელოვნო საქმე.
6
აჰა, მივუჩინე მას აჰოლიაბი, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, და ყოველი ბრძენის გულს მივეცი მე სიბრძნე. მათ გააკეთონ ყოველი, რაც მე გიბრძანე შენ:
7
საკრებულო კარავი და კიდობანი მოწმობისა და სარქველი, რომელიც მასზეა, და ყოველი ნივთი კარვისა,
8
ტაბლა და მისი ჭურჭელი და ხალასი ოქროს სასანთლე მთელი მისი ხელსაწყოებით, და სამსხვერპლო საკმევლისა,
9
და სამსხვერპლო სრულადდასაწველისა მთელი მისი ხელსაწყოებით, და საბანელი და მისი კვარცხლბეკი,
10
და საწესო შესამოსელნი, და წმიდა სამოსელნი აარონ მღვდლისათვის და მის ძეთა შესამოსელნი სამღვდელმსახუროდ,
11
მირონი და სურნელოვანი საკმეველი წმიდისათვის. როგორც მე გიბრძანე, ყველაფერი ისე გააკეთონ.“
12
და უთხრა უფალმა მოსეს:
13
„გამოუცხადე ისრაელიანთ ასე: ჩემი შაბათები დაიცავით, იგი ნიშანია მე და თქვენს შორის თაობიდან თაობამდე, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი განმწმედელი.
14
დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა იგი თქვენთვის. მისი შემბღალავი უნდა მოკვდეს. შაბათობით საქმის მკეთებელი უნდა მოიკვეთოს თავის ხალხიდან.
15
ექვს დღეს აკეთონ საქმე, მეშვიდე დღეს დასვენების შაბათია, უფლის წმიდა. ყველა, ვინც საქმეს გააკეთებს შაბათს, უნდა მოკვდეს.
16
და დაიცვან ისრაელიანთ შაბათი, იზეიმონ შაბათი თაობიდან თაობამდე საუკუნო აღთქმად.
17
ეს იყოს საუკუნო ნიშნად ჩემსა და ისრაელიანთა შორის, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა. “
18
და მისცა მან მოსეს, როცა დაასრულა ლაპარაკი მასთან სინაის მთაზე, ორი დაფა მოწმობისა, ქვის დაფები, ღვთის თითით დაწერილი.
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 32 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
Recommended Reading
Commentary
Exodus Commentaries
→
Devotional
Exodus Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→