bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 32
Exodus 32
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 31
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 33 →
1
როცა დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებს მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბა აარონთან, და უთხრა მას: ადექ, გაგვიკეთე ჩვენ ღმერთები, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ამოგვიყვანა ეგვიპტიდან, არ ვიცით, რა შეემთხვა.
2
და უთხრა მათ აარონმა: „ჩამოხსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს და მოიტანეთ ჩემთან.“
3
და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურებიდან, და მიუტანეს აარონს.
4
გამოართვა აარონმა და გააკეთა მისგან ჩამოსხმული ხბო, და გამოკვეთა იგი საჭრეთლით. და მათ თქვეს: „ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტიდან!“
5
როცა დაინახა აარონმა ეს, ააშენა სამსხვერპლო ხბოს წინ, და თქვა აარონმა: „უფლის დღესასწაულია ხვალ!“
6
და ადგნენ დილაადრიანად მეორე დღეს, და მოიტანეს სრულადდასაწველნი, და მიიყვანეს სამშვიდობო მსხვერპლები. და დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. და შემდეგ ადგნენ სალაღობოდ.
7
და უთხრა უფალმა მოსეს: „აბა, ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე.
8
მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე: ჩამოასხეს ხბო, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ. ამბობენ: ‘ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან.’“
9
და უთხრა უფალმა მოსეს: „ვხედავ მე ამ ხალხს და ჯიუტია იგი.
10
ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო ისინი, შემდეგ კი გაქცევ შენ დიდ ხალხად.“
11
და ევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: „რად უნდა აღეგზნოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც ეგვიპტიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით გამოიყვანე?
12
რად უნდა ათქმევინო ეგვიპტეს, დასაღუპავად გაიყვანაო ისინი, რომ მთებში ამოეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო. დაიცხრე რისხვა და გადაიფიქრე ამ ხალხის დაღუპვა.
13
გაიხსენე აბრაამი, ისააკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შეჰფიცე შენი თავით და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებთ შთამომავლობას და მივცემ მთელს ამ აღთქმულ მიწას თქვენს შთამომავლობას, რომ საუკუნოდ დაიმკვიდრონ.“
14
და გადაიფიქრა უფალმა ბოროტების გაკეთება, რომელზეც თქვა, რომ დაატეხდა თავის ხალხს.
15
და მობრუნდა, და ჩავიდა მოსე მთიდან. და ქვის ორი დაფა მოწმობისა ეჭირა ხელში, თითოეულზე ორივე მხრიდან დაწერილი.
16
ღვთის ნაკეთები იყო ეს დაფები და წარწერაც ღვთის მიერ იყო ამოკვეთილი.
17
და მოესმა იესოს ხმა მშფოთვარე ხალხისა, და უთხრა მოსეს: „საომარი ყიჟინაა ბანაკში.“
18
და თქვა მოსემ: „ეს არც გამარჯვების ყიჟინაა და არც დამარცხების ზარი, სიმღერის ხმა მესმის.“
19
როგორც კი მიუახლოვდა მოსე ბანაკს და იხილა ხბო და როკვა, რისხვით აღინთო და გაიქნია დაფები და მთის ძირას მიამსხვრია.
20
აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, მტვრად აქცია, წყალს მოაფრქვია და ასვა ის წყალი ისრაელიანთ.
21
და უთხრა მოსემ აარონს: „რა დაგიშავა ამ ხალხმა, ასეთ დიდ ცოდვაში რომ ჩააგდე?“
22
და უთხრა აარონმა: „რისხვით ნუ აინთება ჩემი ბატონი. შენც იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი.
23
მითხრეს: ‘გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, რომელიც წაგვიძღვება წინ, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტიდან, არ ვიცით რა შეემთხვა.’
24
და მე ვუთხარი მათ, ვისაც ოქრო აქვს, ჩამოიხსნას, და მე მომცეს-მეთქი. და ჩავყარე ის ცეცხლში და გამოვიდა ეს ხბო.“
25
და იხილა მოსემ, რომ მიშვებულია ეს ხალხი, რომ მიუშვა იგი აარონმა და მასხარად ასაგდები გახადა მტრის წინაშე.
26
და დადგა მოსე ბანაკის კარიბჭესთან და თქვა: „ვინც უფლისაა, ჩემთან!“ და შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე.
27
და უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი კარიბჭიდან კარიბჭემდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი.“
28
მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, 3 ათასამდე კაცი გაწყდა იმ დღეს.
29
და უთხრა მათ მოსემ: „ხელი აივსეთ დღეს უფლისათვის, რადგან თითოეულმა თავის ძეზე და ძმაზე აღმართა ხელი და მოგენიჭებათ დღეს კურთხევა.“
30
მეორე დღეს უთხრა მოსემ ხალხს: „დიდი ცოდვა გაქვთ ჩადენილი. ახლა ავალ უფალთან, ვინძლო გამოვისყიდო თქვენი ცოდვა.“
31
და გაბრუნდა მოსე უფალთან, და უთხრა: „დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: გაიკეთეს ოქროს ღმერთი.
32
ახლა თუ მიუტევებ მათ ამ ცოდვას? თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან.“
33
უთხრა უფალმა მოსეს: „ვინც შემცოდა, მას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.
34
ახლა წადი, გაუძეხი ხალხს იქით, საითკენაც გითხარი. აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ. და როცა განკითხვის ჟამი მოაწევს, დავსჯი მათ ამ ცოდვისათვის.“
35
და მოსრა უფალმა ხალხი ხბოსთვის, რომელიც აარონმა გააკეთა.
← Chapter 31
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 33 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40