bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 20
Exodus 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 21 →
1
და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:
2
„მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
3
არ გაიჩინო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.
4
არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
5
თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობამდე,
6
და წყალობის მყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა მრავალ ათასეულ თაობებისათვის.
7
არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ფუჭად, რამეთუ უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ფუჭად ახსენებს.
8
დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდა-ყო იგი.
9
ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე,
10
ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის, შაბათია. არა საქმე არ აკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს.
11
რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყოველი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ამისათვის აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდა-ყო იგი.
12
პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
13
არა კლა.
14
არ იმრუშო.
15
არ იქურდო.
16
არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
17
არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც სხვა რამ, რაც შენი მოყვასისაა.“
18
და ხედავდა მთელი ხალხი ჭექა-ქუხილს და ცეცხლის ალს, და ბუკის ხმას და აკვამლებულ მთას. და შეძრწუნდა ხალხი და დადგა მოშორებით.
19
და უთხრეს მოსეს: „გველაპარაკე შენ და მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ გველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.“
20
და უთხრა მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ.“
21
და იდგა ხალხი მოშორებით, და მივიდა მოსე ბნელ ღრუბელთან, სადაც ღმერთი იყო.
22
და უთხრა უფალმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელიანთ: ‘თქვენ დაინახეთ, რომ ზეციდან გელაპარაკებოდით.
23
არ გააკეთოთ ჩემს გვერდით სხვა ღმერთები. ვერცხლის ან ოქროს ღმერთები არ გაიკეთოთ.
24
მიწისაგან გამიკეთე სამსხვერპლო და შესწირე მასზე შენი სრულადდასაწველები და შენი სამშვიდობო მსხვერპლები, შენი ცხვარ-ძროხა; ყველგან, სადაც დავადგენ ჩემი სახელის ხსენებას, მე მოვალ შენთან და გაკურთხებ.
25
და თუ ქვის სამსხვერპლოს ამიგებ, არ ააშენო იგი გათლილი ქვით, რადგან როგორც კი კვერს მოუღერებ, წაბილწავ ქვას.
26
და ნუ ახვალ საფეხურებით ჩემს სამსხვერპლოზე, რათა არ გამოჩნდეს მასზე შენი სარცხვინელი.’
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
Recommended Reading
Commentary
Exodus Commentaries
→
Devotional
Exodus Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→