bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 36
Exodus 36
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 37 →
1
ბეცალელს, აჰოლიაბს და ყველა ხელოვან ოსტატს უფალმა მიანიჭა სიბრძნე და გამჭრიახობა, რათა შეეცნოთ და ეკეთებინათ საწმიდრის ყველა სამუშაო, ყველაფერი ისე, როგორც უფალმა ბრძანა.
2
და მოუხმო მოსემ ბეცალელს, აჰოლიაბს და ყველა ხელოვან ოსტატს, რომელთაც უფალმა უნარი მისცა, ყველას, ვისაც გული ერჩოდა შესდგომოდა საქმეს და ემუშავა.
3
ჩაიბარეს მოსესგან მთელი შემოწირულობა, რაც კი მოტანილი ჰქონდათ ისრაელიანთ საწმიდრის საქმის საკეთებლად. და კვლავაც მიჰქონდათ მასთან ნებაყოფლობითი ძღვენი ყოველ დილას.
4
და მოვიდა ყველა ხელოვანი ოსტატი საწმიდრის ყოველი სამუშაოს საკეთებლად, თითოეული თავის სამუშაოზე, ვის რისი გაკეთებაც შეეძლო.
5
და უთხრეს მოსეს: „ხალხს მოაქვს მეტი, ვიდრე საჭიროა სამუშაოს შესასრულებლად, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა.“
6
მაშინ ბრძანა მოსემ და გამოაცხადეს ბანაკში: „ნურც მამაკაცი, ნურც დედაკაცი ნუღარაფერს გაამზადებს საწმიდრისათვის შესაწირავად.“ და შეწყვიტა ხალხმა მოტანა.
7
მარაგი საკმაო იყო ყველა საქმისათვის, რაც უნდა ეკეთებინათ, და ზედმეტიც კი დარჩა.
8
ხელოვანმა ოსტატებმა, რომლებიც სავანის საქმეზე მუშაობდნენ, გააკეთეს ქსოვილის 10 ნაჭერი გრეხილი ბისონისა და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა. ამოქარგეს ქერუბიმები მათზე ოსტატური ნაკეთობით.
9
თითოეული ნაჭრის სიგრძე 28 წყრთა იყო, და სიგანე – ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომისა იყო.
10
ხუთი ნაჭერი ერთმანეთს გადააკერეს, სხვა ხუთი ნაჭერიც – ერთმანეთს.
11
და გაუკეთეს ცისფერი კილოები განაპირა ნაჭერს კიდეზე, და ასევე გააკეთეს მეორე ნაჭრის კიდეს.
12
50 კილო გაუკეთეს ერთი ნაჭრის კიდეს, 50 კილო – მეორე ნაჭრის კიდეს. კილოები ესადაგებოდნენ ერთმანეთს.
13
და გააკეთეს 50 დუგმა ოქროსი, და შეაერთეს ნაჭრები ურთიერთთან დუგმებით, და მთლიანი გამოვიდა სავანე.
14
და გააკეთეს გადასაფარებელი თხისურისგან, სავანის გადასახურავად. 11 ასეთი ნაჭერი გაამზადეს.
15
სიგრძე თითოეული გადასაფარებლისა იყო 30 წყრთა, ხოლო სიგანე – ოთხი წყრთა. თერთმეტივე გადასაფარებლი ერთი ზომისა იყო.
16
და შეაერთეს ხუთი გადასაფარებელი ცალკე და ექვსი ცალკე.
17
და გაუკეთეს 50 კილო ერთ გადასაფარებელს კიდეზე, და 50 მეორე გადასაფარებელს კიდეზე.
18
და გააკეთეს ბრინჯაოს 50 დუგმა სავანის შესაერთებლად, რათა ყოფილიყო ერთიანი.
19
და გააკეთეს საფარველი კარვისათვის ვერძის დათრიმლული ტყავისა და გამოყვანილი ტყავის საფარი ზემოდან.
20
და გააკეთეს კეტები სავანისათვის აკაციის ხისაგან.
21
10 წყრთა იყოს სიგრძე თითოეული ძელისა და წყრთანახევარი – სიგანე,
22
ორ-ორი რიკი თითოეული ძელისათვის, ერთიმეორეზე მიერთებული. ასე გაუკეთეს სავანის ყოველ ძელს.
23
და გააკეთეს კეტები სავანისათვის: 20 ძელი სამხრეთის მხარეს.
24
და ვერცხლის 40 კვარცხლბეკი გააკეთეს ოცივე ძელის დასადგმელად: ორი კვარცხლბეკი თითო ძელისთვის, მისი ორი რიკისთვის და ორი კვარცხლბეკი ყველა სხვა ძელისთვის მისი ორი რიკისთვის.
25
და სავანის მეორე გვერდისათვის, ჩრდილოეთ მხარეს, გაუკეთეს 20 ძელი
26
და მათთვის ვერცხლის 40 კვარცხლბეკი: ორ-ორი კვარცხლბეკი თითო ძელისთვის.
27
სავანის უკანა, დასავლეთი მხარისათვის, გააკეთეს ექვსი ძელი.
28
და ორი ძელი გააკეთეს სავანის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს.
29
იყო ისინი შეკრული ქვემოდან და ზემოდან თითო რგოლით. ასე გაუკეთეს ორივეს ორივე კუთხეში.
30
და იყო რვა ძელი და ვერცხლის 16 კვარცხლბეკი, ორ-ორი კვარცხლბეკი თითოეული ძელისთვის.
31
და გააკეთეს ლარტყები აკაციის ხისაგან: ხუთი – სავანის ერთი გვერდის კეტებისათვის,
32
და ხუთი ლარტყი სავანის მეორე მხარის კეტებისათვის, და ხუთი – სავანის უკანა მხარის კეტებისათვის, დასავლეთით.
33
და გააკეთეს შუა ლარტყი კეტების ერთი ბოლოდან მეორემდე.
34
მოჭედეს კეტები ოქროთი, ლარტყების გასაყრელი რგოლები ოქროსი გააკეთეს და ლარტყებიც ოქროთი მოჭედეს.
35
და გააკეთეს ფარდა ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა, და გრეხილი ბისონისა. ოსტატური ნაკეთობით ამოქარგეს მასზე ქერუბიმები.
36
და ჩამოკიდეს იგი ოქროთი მოჭედილ აკაციის ოთხ ბოძზე, მოჭედეს ისინი ოქროთი, ოქროსი იყო მათი დუგმები. და ჩამოასხეს მათთვის ოთხი კვარცხლბეკი ვერცხლისა.
37
და გააკეთეს ჩამოსაფარებელი სავანის შესასვლელთან ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა, და გრეხილი ბისონისაგან, მქარგავის ნაკეთობით,
38
და ხუთი სვეტი მათივე დუგმებით. და მოჭედეს მათი თავები და სალტეები ოქროთი. მათი ხუთი კვარცხლბეკი კი ბრინჯაოსაგან იყო.
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 37 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40