bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 34
Exodus 34
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 35 →
1
უთხრა უფალმა მოსეს: „გამოთალე შენთვის პირველთა მსგავსი ქვის ორი დაფა და მე დავწერ ამ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირველ დაფებზე, შენ რომ დაამსხვრიე.
2
იყავი მზად განთიადისას. დილას სინაის მთაზე ახვალ და იქ, მთის თხემზე დამიდგები.
3
ნურავინ ამოგყვება და ნურც ნურავინ გამოჩნდება მთელ მთაზე, ნურც ცხვარი და ძროხა მოსძოვს ამ მთის ახლოს.“
4
და გამოთალა მოსემ ქვის ორი დაფა, იმ პირველთა მსგავსი. ადგა დილაადრიანად და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უფალმა უბრძანა. მას ქვის ორი დაფა ეჭირა ხელში.
5
და ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა მასთან იქ, და წარმოთქვა სახელი უფლისა.
6
და გაიარა უფალმა მის წინ და წარმოთქვა: „უფალი, უფალი, ღმერთი შემბრალებელი და მოწყალე, სულგრძელი და დიდმადლიანი, და ჭეშმარიტი,
7
შემნახავი წყალობისა ათასეულებისათვის, შემნდობი ბრალისა, დანაშაულისა და ცოდვისა. ის დასასჯელს არ გაუშვებს დაუსჯელად. მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილთაშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე.“
8
მაშინვე მდაბლად მოიდრიკა მოსე და თაყვანი სცა.
9
და თქვა: „თუ მადლი მიპოვია შენს თვალში, მეუფეო, აბა წამოვიდეს მეუფე ჩვენთან ერთად, რადგან ჯიუტია ეს ხალხი, შეგვინდე დანაშაული და ცოდვები, და გვაქციე შენს სამკვიდროდ.“
10
თქვა უფალმა: „აჰა, მე ვდებ აღთქმას. მთელი შენი ხალხის წინაშე მოვახდენ სასწაულებს, რომელნიც არ მომხდარა მთელ დედამიწაზე არც ერთ ხალხში. და იხილოს ყოველმა ხალხმა, რომელთა შორისაც შენ ხარ, უფლის საქმე, რადგან ზარდამცემია, რასაც მე შენთვის გავაკეთებ.
11
დაიცავი, რასაც გიბრძანებ დღეს: აჰა, მე გავრეკავ თქვენგან ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს.
12
გაფრთხილდი, არ დაუდო კავშირი იმ ქვეყნის მკვიდრთ, სადაც შეხვალ, რომ მახეში არ გაება.
13
დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები, დალეწეთ მათი სვეტები, აჩეხეთ მათი აშერები.
14
თაყვანს არ უნდა სცემდეთ სხვა ღმერთს, გარდა უფალი ღმერთისა. შურისმგებელია მისი სახელი, შურისმგებელი ღმერთია იგი.
15
არ დაუდო კავშირი იმ ქვეყნის მკვიდრთ, თორემ როცა იმეძავებენ თავიანთი ღმერთების კვალდაკვალ და შესწირავენ მსხვერპლს თავიანთ ღმერთებს, შენც მიგიწვევენ და შეჭამ მათ ნაკერპავს,
16
მოიყვან მათ ასულებს შენი ვაჟებისთვის და რადგან მეძაობენ ისინი თავიანთი ღმერთების კვალზე, გარყვნიან შენს ვაჟებსაც თავიანთი ღმერთების კვალზე.
17
ნუ გაიკეთებ ღმერთების ქანდაკებებს.
18
უფუარობის დღესასწაული დაიცავი: აბიბის თვის დაწესებულ დროს შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, როგორც გამოგიცხადე, რადგან აბიბის თვეში გამოხვედი ეგვიპტიდან.
19
შემომწირე ყოველი პირმშო ძე და ასევე ყოველი მამალი შენი ცხვარ-ძროხიდან, პირველმოგებული ხბოცა და კრავიც.
20
პირველმოგებული ჩოჩორი გამოისყიდე კრავით და, თუ არ გამოისყიდი, ქედი გადაუმტვრიე. პირმშო შენს ძეთა შორის გამოისყიდე. და ნუ გამოჩნდებით ჩემს წინაშე ხელცარიელნი.
21
ექვსი დღე იმუშავე და მეშვიდე დღეს დაისვენე. ხვნისა და მკის დროსაც შეისვენე.
22
იზეიმე შვიდეულის დღესასწაული, ალოობის დაწყების დღესასწაული და რთვლობის დღესასწაული წლის დამლევს.
23
წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამაკაცი მეუფის, უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე,
24
რადგან გავდევნი ერებს შენგან და განვავრცობ შენს საზღვრებს, და ვეღარავინ მოინდომებს შენი ქვეყნის წართმევას, თუ გამოცხადდები უფლის, შენი ღმერთის წინაშე წელიწადში სამჯერ.
25
საფუარიანთან ერთად ნუ შესწირავ ჩემი შესაწირავის სისხლს, ნურც პასექის სადღესასწაულო ქონს ნუ დატოვებ დილამდე.
26
შენი მიწის პირველნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში.“
27
და უთხრა უფალმა მოსეს: „დაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენ და ისრაელს.“
28
და იყო იქ უფალთან 40 დღე და 40 ღამე. პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია. და დაწერა ქვის დაფებზე აღთქმის სიტყვები – ათი მცნება.
29
ორივე დაფა მოწმობისა ხელთ ეპყრა მოსეს სინაის მთიდან ჩამოსვლისას. და არ იცოდა მან, რომ ასხივებდა მისი სახე ღმერთთან ლაპარაკის გამო.
30
იხილეს აარონმა და ყველა ისრაელიანმა მოსე და აჰა, ასხივებდა მისი სახე, და ვერ გაბედეს მასთან მიახლოება.
31
და მოუხმო მათ მოსემ და დაბრუნდნენ მასთან აარონი და თემის ყველა მთავარი, და ელაპარაკა მათ მოსე.
32
შემდეგ მიეახლა ისრაელის ყველა ძე და ამცნო მათ ყველაფერი, რასაც ელაპარაკა უფალი მას სინაის მთაზე.
33
და როცა დაასრულა მოსემ მათთან ლაპარაკი, დაიდო სახეზე რიდე.
34
როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე მასთან სალაპარაკოდ, ჩამოიხსნიდა ხოლმე რიდეს გარეთ გამოსვლამდე. და გამოვიდოდა და ამცნობდა ისრაელიანებს, რაც ნაბრძანები ჰქონდა.
35
და ხედავდნენ ისრაელიანები, რომ ასხივებდა მოსეს სახე, და კვლავ იდებდა მოსე რიდეს სახეზე, სანამ უფალთან სალაპარაკოდ შევიდოდა.
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 35 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40