bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 39
Exodus 39
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 38
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 40 →
1
ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისაგან შეკერეს საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისათვის, და წმიდა შესამოსელი შეუკერეს აარონს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
2
და დაამზადა ეფოდი ოქროსაგან და ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისაგან.
3
და გამოჭედეს ოქროს ფურცლები, და დაჭრეს ძაფებად, რათა შეეგრიხათ ცისფერ, ძოწეულ, ჭიაფერ ნართთან და გრეხილ ბისონთან. და მოქსოვეს ოსტატურად.
4
მისამაგრებელი სამხრეები გაუკეთეს მას. მის ორივე კიდეზე იყო შეერთებული.
5
მასზე შემოსაკრავი სარტყელი იმავე მასალისა და ნაკეთობისა იყო: ოქროსაგან, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისაგან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
6
და დაამუშავეს სარდიონის ქვები, ჩასხეს ისინი ოქროს ბუდეებში და ზედ ამოტვიფრეს ისრაელის ძეთა სახელები.
7
და მიამაგრა ისინი ეფოდის სამხრეებს – ისრაელის ძეთა სამახსოვრო ქვებად, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
8
და გააკეთა სამკერდული, ოსტატურად ნახელავი, მსგავსი ეფოდის ნაკეთობისა ოქროსაგან, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისაგან.
9
ოთხკუთხედი იყო იგი. ორკეცი გააკეთეს სამკერდული – სიგრძით მტკაველი და სიგანით მტკაველი, ორკეცი.
10
და ოთხ რიგად განალაგეს მასზე ძვირფასი ქვები: ლალი, ტოპაზი და ბივრილი – ერთი რიგი.
11
მეორე რიგი: ზურმუხტი, საფირონი და ალმასი.
12
მესამე რიგი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო.
13
მეოთხე რიგი: ქრიზოლითი, სარდიონი და იასპი; ისინი ჩასხმული იყო ოქროს ბუდეებში.
14
12 ქვა იყო ისრაელის ძეთა სახელების მიხედვით, და თითოეულზე 12 ტომიდან თითოს სახელი იყო ამოტვიფრული.
15
გაუკეთეს სამკერდულს გრეხილი ჯაჭვები წნული ნაკეთობით, ხალასი ოქროსი.
16
და გააკეთეს ოქროს ორი ბუდე და ოქროს ორი რგოლი, და მიამაგრეს ორივე რგოლი სამკერდულის ორ კიდეს.
17
და გაუყარეს ოქროს ორივე წნული ორივე რგოლში სამკერდულის კიდეებზე.
18
და ორივე წნულის ორივე ბოლო მიამაგრეს ორივე ბუდეს, და მიამაგრეს ისინი ეფოდის სამხრეებს წინიდან.
19
და გააკეთეს ორი რგოლი ოქროსი და მიამაგრეს სამკერდულის ორ კიდეს იმ არშიაზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული.
20
და გააკეთეს ოქროს ორი რგოლი და მიამაგრეს ისინი ეფოდის ორივე სამხრეზე ქვემოდან, წინა მხარეს, შესაკრავთან, ზემოთ, ეფოდის სარტყელზე.
21
და მიამაგრეს სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ცისფერი ზონრით, რათა იყოს ეფოდის სარტყელზე და მჭიდროდ ეკვროდეს სამკერდული ეფოდს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
22
და გაუკეთა მოსასხამი ეფოდისათვის, მთლიანად ცისფერი ქსოვილისაგან.
23
თავის გასაყოფი ჭრილი მოსასხამს შუაზე ჰქონდა, ჯაჭვის პერანგის ჭრილივით, არშია გასდევდა ჭრილს ირგვლივ, რომ არ შემორღვეულიყო.
24
და ამოქარგეს მოსასხამის კალთებზე ბროწეულები ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ნართით და გრეხილი ბისონით.
25
და გააკეთეს ხალასი ოქროს ეჟვნები, და შეაბეს ეჟვნები ბროწეულთა შორის მოსასხამის კალთებს ირგვლივ.
26
ეჟვანი და ბროწეული, ეჟვანი და ბროწეული მსახურების მოსასხამის კალთებს ირგვლივ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
27
მოუქსოვეს კვართები ბისონისა აარონსა და მის ძეებს,
28
და თავსაბურველი ბისონისა, და თავსამკაულნი ბისონისა, და სელის შარვალი გრეხილი ბისონისა,
29
და სარტყელი გრეხილი ბისონისა და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა, ნაქარგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
30
და გაუკეთეს სიწმიდის გვირგვინი – ხალასი ოქროს ფირფიტა, და ამოკვეთეს მასზე წარწერა ბეჭდის ტვიფარივით: „სიწმიდე უფლისა.“
31
და მოაბეს მას ცისფერი ზონარი, რათა მიებნიათ იგი თავსაბურველზე ზემოდან, როგორც უბრძანმა უფალმა მოსეს.
32
ასე დასრულდა საკრებულო სავანის მთელი სამუშაო. ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
33
და მიიტანეს მოსესთან სავანე და ყოველი მისი მოწყობილობა, მისი დუგმები, მისი კეტები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები,
34
საბურველი ვერძთა დათრიმლული ტყავისა და საბურველი გამოყვანილი ტყავისა და ფარდა,
35
კიდობანი მოწმობისა და კეტები მისი, და სარქველი,
36
ტაბლა, მთელი მისი მოწყობილობა და საწინაშეო პურები,
37
ხალასი ოქროს სასანთლე, მისი კანდელები, ზედ გამწკრივებული კანდელები, და მთელი მისი მოწყობილობა და ზეთი სანათებლად,
38
ოქროს სამსხვერპლო და საცხები ზეთი, და კეთილსურნელება საკმევლისა და ფარდა კარვის შესასვლელისა,
39
ბრინჯაოს სამსხვერპლო და მისი ბრინჯაოს ცხაური, მისი კეტები და ყოველი მისი მოწყობილობა და საბანელი და მისი კვარცხლბეკი,
40
ეზოს ფარდები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები, ეზოს კარიბჭის ფარდები, მისი საბელები და მისი პალოები და ყოველი მოწყობილობა სავანეში – საკრებულო კარავში მსახურებისათვის,
41
საწესო სამოსელი წმიდაში მსახურებისათვის და წმიდა შესამოსელი აარონ მღვდლისათვის და მის ძეთათვის.
42
როგორც უფალმა უბრძანა მოსეს, ისე გააკეთეს ისრაელიანთ ყველაფერი.
43
და ნახა მოსემ ყოველი საქმე, და აჰა, გაუკეთებიათ იგი. როგორც უბრძანა უფალმა, ისე გააკეთეს. და აკურთხა ისინი მოსემ.
← Chapter 38
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 40 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40