bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 30
Exodus 30
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 31 →
1
და გააკეთე სამსხვერპლო საკმევლის საკმევად. აკაციის ხისაგან გააკეთე იგი.
2
სიგრძით ერთი წყრთა და სიგანით ერთი წყრთა. ოთხკუთხედი იყოს და სიმაღლე ორი წყრთა ჰქონდეს. სამსხვერპლოსთან მთლიანობაში იყოს რქები.
3
მოჭედე იგი ხალასი ოქროთი – მისი სახურავი, მისი კედლები და მისი რქები. ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ.
4
ოქროს ორი რგოლი გაუკეთე გვირგვინის ქვემოთ, ორთავე გვერდზე. და იქნება ისინი კეტების გასაყრელად, რათა მათი მეშვეობით ატარონ.
5
გათალე კეტები აკაციის ხისაგან და მოჭედე ოქროთი.
6
დადგი იგი ფარდის წინ, მოწმობის კიდობნის პირდაპირ რომ არის, სარქვლის წინ, მოწმობის კიდობანს რომ ახურავს, სადაც მე გამოგეცხადები შენ.
7
აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი. დილდილობით, კანდელთა მომზადების ჟამს აკმიოს იგი.
8
და როცა აანთებს აარონი კანდელებს მწუხრის ჟამს, აკმიოს იგი. ეს იყოს მუდმივ საკმევად უფლის წინაშე თაობიდან თაობამდე.
9
ნუ დაყრით მასზე უცხო საკმეველს, ნურც სრულადდასაწველს და ნურც პურეულის ძღვენს, და საღვრელს ნუ დაღვრით მასზე.
10
და შეასრულებს გამოსყიდვის წესს აარონი მის რქებზე წელიწადში ერთხელ. ცოდვის გამოსასყიდი სისხლით წელიწადში ერთხელ გამოისყიდის მასზე თაობიდან თაობამდე. წმიდათა წმიდა არის ეს უფლისათვის.
11
და უთხრა უფალმა მოსეს:
12
როცა შეუდგები ისრაელიანთა აღრიცხვას მათი სათვალავის გასაგებად, მაშინ, აღრიცხვისას, მისცეს თითოეულმა გამოსასყიდი თავისი სულისა უფალს, და არ გაჩნდება მათში ჭირი აღრიცხვისას.
13
ყველამ, ვინც გაივლის აღრიცხვას, გაიღოს ნახევარი შეკელი საწმიდრის შეკელით, რომელიც იწონის 20 გერას. ნახევარშეკელი შესაწირავია უფლისა.
14
ყველამ, ვინც გაივლის აღრიცხვას, 20 წლიდან და ზევით, მიართვას შესაწირავი უფალს.
15
მდიდარმა არ გადაამეტოს და ღარიბმა არ დააკლოს ნახევარ შეკელს, რასაც სწირავთ უფალს თქვენი სულების გამოსასყიდად.
16
აკრიფე გამოსასყიდი ვერცხლი ისრაელიანთაგან და მიეცი ის საკრებულო კარვის სამსახურისათვის. და ეს იქნება ისრაელიანთათვის სამახსოვროდ უფლის წინაშე თქვენი სულების გამოსასყიდად.
17
და უთხრა უფალმა მოსეს:
18
გააკეთე ბრინჯაოს საბანელი და ბრინჯაოს კვარცხლბეკი მისთვის. და დადგი იგი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და წყალი ჩაასხი შიგ.
19
და აარონმა და მისმა ძეებმა განიბანონ მასში ხელ-ფეხი.
20
საკრებულო კარავში შესვლისას განიბანონ წყლით, რათა არ დაიხოცონ, ან მაშინ, როცა სამსხვერპლოსთან მივლენ მსახურებისათვის, უფლის საცეცხლო შესაწირავის საკმევად.
21
და განიბანონ ხელ-ფეხი, რათა არ დაიხოცონ. საუკუნო წესად ჰქონდეთ ეს მას და მის შთამომავლობას, თაობიდან თაობამდე.
22
და უთხრა უფალმა მოსეს:
23
აიღე შენთვის საუკეთესო სურნელებანი: თხევადი მური 500 შეკელი და სურნელოვანი დარიჩინი მისი ნახევარი – 250, და სურნელოვანი ლერწამი – 250.
24
კასია – საწმიდრის 500 შეკელი და ერთი ჰინი ზეითუნის ზეთი.
25
და დაამზადე ყოველივე ამისგან წმიდა მირონი, მენელსაცხებლის ხელოვნებით შეზავებული. წმიდა მირონი იქნება იგი.
26
და სცხე იგი საკრებულო კარავს და გამოცხადების კიდობანს,
27
ტაბლას და ყოველ მის ჭურჭელს, და სასანთლეს და ყოველ მის ჭურჭელს, და საკმევლის სამსხვერპლოს,
28
და სრულადდასაწველის სამსხვერპლოს და ყოველ მის ჭურჭელს, და საბანელს და მის კვარცხლბეკს.
29
და განწმიდე ისინი და ყველა გახდება წმიდათა წმიდა. განიწმიდება ყველა, ვინც კი მათ შეეხება.
30
სცხე აარონსა და მის ძეებს, და განწმიდე ისინი, რათა მღვდლობა გამიწიონ.
31
ისრაელიანთ კი უთხარი, რომ ეს იქნება ჩემთვის წმიდა საცხებელი ზეთი თაობიდან თაობამდე.
32
უცხო კაცის სხეულს არ ეცხოს, და მის მსგავს ნაზავს ნუ გაიკეთებთ თქვენთვის. წმიდაა იგი, სიწმიდე იყოს თქვენთვის.
33
ვინც შეაზავოს მისი მსგავსი და ვინც სცხოს იგი უცხოს, მოიკვეთოს თავისი ერისაგან.“
34
და უთხრა უფალმა მოსეს: „აიღე შენთვის სურნელებანი: შტახსი, შეხელეთი, ქალბანა. სურნელებანი და წმიდა გუნდრუკი ტოლად უნდა იყოს.
35
და გააკეთე მათგან საკმევლის ნაზავი, მენელსაცხებლის ხელოვნებით შეზავებული, მარილნარევი, სუფთა, წმიდა.
36
წვრილად დანაყე და დადე მოწმობის წინ საკრებულო კარავში, სადაც გამოგეცხადები. წმიდათა წმიდა იყოს ეს თქვენთვის.
37
არ დაამზადოთ ამგვარად შეზავებული საკმეველი მოსახმარად. სიწმიდედ გქონდეს იგი უფლისათვის.
38
ვინც ამის მსგავსს დაამზადებს საყნოსავად, მოიკვეთოს თვისი ერიდან.“
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 31 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40