bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 33
Exodus 33
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 34 →
1
და უთხრა უფალმა მოსეს: „წადით აქედან შენ და ეგ ხალხი, ეგვიპტიდან რომ გამოიყვანე, იმ ქვეყნისაკენ, რომელიც აღვუთქვი აბრაამს, ისააკს და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი.
2
წინ წაგიმძღვარებ ანგელოზს და გავდევნი ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს.
3
იარეთ იმ ქვეყნისაკენ, სადაც მოედინება რძე და თაფლი. მე აღარ ვივლი თქვენთან ერთად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ და, რომ არ მოგსპო გზაში.“
4
ისმინა ხალხმა ეს მრისხანე სიტყვა და იგლოვეს, არავინ მორთულა სამკაულებით.
5
და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელიანთ: ‘ჯიუტი ხალხი ხართ თქვენ. ერთი წამითაც რომ გავიაროთ თქვენს შორის, მოგსპობთ. ახლა მოიხსენით სამკაულები და მე ვიცი, როგორ უნდა მოგექცეთ.’“
6
ჩამოიხსნეს ისრაელიანთ სამკაულები ხორების მთასთან.
7
და აიღო მოსემ კარავი და გაშალა თავისთვის ბანაკს გარეთ, მის მოშორებით, და უწოდა მას საკრებულო კარავი. და ყველა, ვინც ეძიებდა უფალს, გადიოდა საკრებულო კარავთან, ბანაკს გარეთ რომ იდგა.
8
და როცა გამოდიოდა მოსე კარავთან, ადგებოდა მთელი ხალხი და ჩერდებოდა თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან, და თვალს ადევნებდა მოსეს, ვიდრე იგი კარავში შევიდოდა.
9
როგორც კი კარავში შევიდოდა მოსე, ეშვებოდა სვეტი ღრუბლისა და იდგა კარვის შესასვლელთან, და უფალი ელაპარაკებოდა მოსეს.
10
და ხედავდა მთელი ხალხი ღრუბლის სვეტს, კარვის შესასვლელთან აღმართულს, და ადგებოდა მთელი ხალხი და თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან სცემდა თაყვანს.
11
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს პირისპირ, როგორც კაცი ელაპარაკოს თავის მეგობარს. მერე ბრუნდებოდა ბანაკში. ხოლო მსახური მისი იესო, ნავეს ძე, ჭაბუკი, არ შორდებოდა კარავს.
12
და უთხა მოსემ უფალს: „შეხედე, შენ მითხარი, გაუძეხიო ამ ხალხს, და არ მაუწყე, ვის გამოგზავნი ჩემთან ერთად. შენ მითხარი, რომ სახელით მიცნობ და მადლიც მაქვს ნაპოვნი შენს თვალში.
13
და თუ მართლაც მადლი მიპოვია შენს თვალში, მაუწყე შენი გზები, რომ შეგიცნო, რათა ვპოვო მადლი შენს თვალში; და ნუ დაივიწყებ, რომ შენი ერია ეს ხალხი.“
14
თქვა უფალმა: „მე თავად წამოვალ და დაგასვენებ.“
15
უთხრა მოსემ: „თუ შენ თავად არ წამოხვალ, ნუ გაგვიყვან აქედან.
16
რით გახდება საცნაური, რომ ვპოვეთ მადლი შენს თვალში მე და შენმა ხალხმა? განა იმით არა, რომ ჩემთან ერთად ივლი და გამორჩეული ვიქნებით მე და შენი ერი ყველა სხვა ხალხისგან, რაც კი დედამიწის ზურგზეა.“
17
და უთხრა უფალმა მოსეს: „მაგ შენ ნათქვამსაც ავასრულებ, რადგან მადლი ჰპოვე ჩემს თვალში და სახელით გიცნობ.“
18
და თქვა მოსემ: „მახილვინე შენი დიდება.“
19
და თქვა ღმერთმა: „ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინაშე და წარმოვთქვამ უფლის სახელს შენს წინაშე. და შევიწყალებ, ვისაც შევიწყალებ, და შევიბრალებ, ვისაც შევიბრალებ.“
20
და თქვა: „ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს, მიხილოს და ცოცხალი დარჩეს.“
21
და თქვა უფალმა: „აჰა, ადგილია ჩემთან. დადექი ამ კლდეზე.
22
როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში ჩაგაყენებ და დაგფარავ ჩემი ხელით, ვიდრე ჩავივლიდე.
23
როცა ხელს მოგაშორებ, იხილავ ჩემს ზურგს, ხოლო ჩემი სახე არ გამოჩნდება.“
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 34 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40