bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 29
Exodus 29
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 30 →
1
აი, რა უნდა გააკეთო შენ მათ გასაწმედად, რომ მღვდლობა გამიწიონ: აიყვანე ერთი მოზვერი და ორი უხინჯო ვერძი.
2
და აიღე უფუარი პურები, ზეთში მოზელილი უფუარი კვერები და ზეთნაცხები უფუარი ხმიადები, ხორბლის გამტკიცული ფქვილისაგან გამოაცხვე ისინი.
3
და მოათავსე ერთ კალათაში, და მოიტანე ისინი კალათით. და მოიყვანე მოზვერი და ორი ვერძი.
4
აარონი და მისი ძენი მიაახლე საკრებულო კარვის კარს და განბანე ისინი წყლით.
5
და აიღე სამოსელი და შემოსე აარონი კვართით და ეფოდის მოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით. წელზე ეფოდის სარტყელი შემოარტყი.
6
თავსაბურველი დაახურე თავზე და სიწმიდის გვირგვინი მიუმაგრე თავსაბურველზე.
7
და აიღე მირონი, დაასხი მას თავზე და სცხე მას.
8
და მიაახლე მისი ძენი და შემოსე ისინი კვართებით.
9
და შემოარტყი სარტყელი აარონსა და მის ძეებს, და დაახურე მათ დოლბანდები, და იყოს მათი მღვდლობა საუკუნო წესად. და აუვსე ხელი აარონსა და მის ძეთ.
10
და მიიყვანე მოზვერი საკრებულო კარავთან, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები თავზე.
11
და დაკალი მოზვერი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან.
12
და აიღე მოზვრის სისხლი და თითებით სცხე სამსხვერპლოს რქებს, ხოლო დანარჩენი სისხლი დაღვარე სამსხვერპლოს ძირში.
13
და აიღე მთელი ქონი, რაც აკრავს შიგნეულს, და ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათივე ქონითურთ და დაწვი სამსხვერპლოზე საკმევად.
14
ხოლო მოზვრის ხორცი და მისი ტყავი და მისი ნეხვი დაწვი ცეცხლში ბანაკის გარეთ. ცოდვის მსხვერპლია იგი.
15
და აიყვანე ერთი ვერძი, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე.
16
და დაკალი ვერძი, და აიღე მისი სისხლი, და მოაპკურე სამსხვერპლოს ირგვლივ.
17
ვერძი ნაჭრებად აქენი და გარეცხე მისი შიგნეული და მისი კანჭები, და დაადე ისინი მის გაკვეთილ ნაწილებს და მის თავს.
18
დაწვი საკმევად მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს უფლის სრულადდასაწველი მსხვერპლია, კეთილსურნელება, საცეცხლო მსხვერპლია უფლისათვის.
19
და აიყვანე მეორე ვერძი და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე.
20
და დაკალი ვერძი, და აიღე მისი სისხლი, და სცხე აარონის მარჯვენა ყურის ბიბილოს და მის ძეთა მარჯვენა ყურის ბიბილოებს, და მათი მარჯვენა ხელის ცერს და მათი მარჯვენა ფეხის ცერს. და სამსხვერპლოს ირგვლივ მოაპკურე სისხლი.
21
აიღე სამსხვერპლოზე დაღვრილი სისხლი და მირონი და მიაპკურე აარონსა და მის შესამოსელს, და მის ძეებსა და მის ძეთა სამოსელს მასთან ერთად. და განიწმიდება იგი და მისი შესამოსელი, და მის ძეთა შესამოსელი მასთან ერთად.
22
და აიღე ვერძის ქონი და დუმა, და ქონი, რომელიც აკრავს შიგნეულს, და ღვიძლის ქონის ბადე, და ორივე თირკმელი, და ქონი, რომელიც მათ აკრავს, და მარჯვენა ბეჭი (რადგან ეს ვერძი ხელავსებისაა),
23
და ერთი მთელი პური, და ერთი ზეთიანი ნამცხვარი და ერთი კვერი ხმიადების კალათიდან, რომელიც უფლის წინაშეა.
24
და დაუწყვე ყოველივე აარონს და მის ძეთ ხელისგულებზე, და შეარხიე ისინი შესარხეველ შესაწირავად უფლის წინაშე.
25
და აიღე ისინი მათი ხელიდან და აკმიე სამსხვერპლოზე სრულადდასაწველად, კეთილსურნელებად უფლის წინაშე. იგი საცეცხლო შესაწირავია უფლისა.
26
და აიღე ხელავსების ვერძის მკერდი, რომელიც აარონისაა, და შეარხიე იგი შესარხეველ შესაწირავად უფლის წინაშე. და ეს იქნება შენი წილი.
27
და განწმიდე მკერდი შესარხეველი შესაწირავისა და ბეჭი აღსამართავი შესაწირავისა, რომელიც შერხეულ და აღმართულ იქნა ხელავსების ვერძისა, რომელიც აარონისა და მისი ძეებისაა.
28
და ეს იყოს აარონისა და მისი ძეებისთვის საუკუნო წესად ისრაელიანთაგან, რადგან ეს აღმართვაა და აღსამართავი შესაწირავი უნდა იყოს ისრაელიანთაგან. მათი სამშვიდობო მსხვერპლებიდან აღიმართოს იგი უფლისათვის.
29
და წმიდა შესამოსელი, აარონს რომ ეკუთვნის, დარჩეს მის ძეებს მის შემდგომ, რათა მასში მიიღონ ცხება და ხელის ავსება.
30
შვიდი დღე ემოსოს იგი მღვდელს, ვინც მის ნაცვლად იქნება მის ძეთაგან, რომელიც შევა საკრებულო კარვის წმიდაში მსახურებისთვის.
31
ხელავსების ვერძი აიყვანე და მოხარშე მისი ხორცი წმიდა ადგილზე.
32
და ჭამონ აარონმა და მისმა ძეებმა ხორცი ვერძისა და პური, რომელიც კალათშია, საკრებულო კარვის შესასვლელთან.
33
და ჭამონ ის, რომლითაც მიღებული აქვთ მათ გამოსყიდვა ხელავსებისათვის და განწმედისათვის. უცხომ არ უნდა შეჭამოს, რადან წმიდაა იგი.
34
და თუ დარჩება ხელავსების ხორცისაგან და პურისაგან დილამდე, მაშინ დაწვი მონარჩენი ცეცხლში. აღარ ჭამოთ, რადგან წმიდაა იგი.
35
და ყველაფერი ისე გაუკეთე აარონსა და მის ძეებს, როგორც მე გიბრძანე: შვიდ დღეში აუვსე მათ ხელი.
36
ცოდვის მოზვერი შესწირე ყოველდღე გამოსასყიდად და განწმიდე სამსხვერპლო შენი გამოსყიდვისას მასზე, და სცხე მას, რათა განწმიდო იგი.
37
შვიდ დღეს ასრულებდე გამოსყიდვას სამსხვერპლოსთვის და განწმედდე მას. და იქნება სამსხვერპლო უწმიდესი. რაც კი მას მიეკარება, წმიდა გახდება ყველაფერი.
38
აი რას შესწირავ სამსხვერპლოზე: წელგამოვლილ ორ კრავს ყოველდღე, მუდმივად.
39
ერთი კრავი შესწირე დილით, ხოლო მეორე კრავი შესწირე საღამოთი,
40
და მეათედი ეფა, გამტკიცული ფქვილი, მეოთხედ ჰინ ზეთში შერეული, და მეოთხედი ჰინი ღვინო საღვრელად თითო კრავზე.
41
მეორე კრავი შესწირე მწუხრის ჟამს, მსგავსად დილის შესაწირავისა, და ასეთივე საღვრელით შესწირე იგი უფალს კეთილსურნელებად, საცეცხლო შესაწირად.
42
ეს სრულადდასაწველი მუდმივად იყოს თაობიდან თაობამდე საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადებით თქვენ, რათა გელაპარაკო.
43
იქ გამოვეცხადები ისრაელიანთ და განიწმიდება ეს ადგილი ჩემი დიდებით.
44
და განვწმედ საკრებულო კარავს და სამსხვერპლოს, და აარონს და მის ძეებსაც განვწმედ, რათა მღვდლობა გამიწიონ.
45
და დავივანებ ისრაელიანთა შორის და ვიქნები მათი ღმერთი.
46
და შეიგნებენ, რომ მე ვარ უფალი, ღმერთი მათი, რომელმაც გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა დავივანო მათ შორის. მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40