bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 3
Exodus 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 4 →
1
მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, ითროს, მიდიანელი მღვდლის, ცხვარს. წაასხა მან ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორებს.
2
და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი, როგორც ცეცხლის ალი შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს, ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ ბუჩქი არ იწვის.
3
თქვა მოსემ: „მივალ და ვნახავ, რა სასწაულია, რატომ არ იწვის ბუჩქი?“
4
დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად, დაუძახა მას ღმერთმა შუაგული მაყვლოვნიდან: „მოსე! მოსე!“ და მიუგო მან: „აქა ვარ.“
5
და უთხრა მას უფალმა: „ახლოს ნუ მოხვალ! გაიძვრე სანდლები ფეხთაგან, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა.“
6
და კვლავ უთხრა მან: „მე ვარ მამაშენის ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა.“ და დაიფარა მოსემ სახე, რადგან შეეშინდა ღმერთის ხილვისა.
7
და უთხრა უფალმა: „დავინახე ტანჯვა ჩემი ხალხისა ეგვიპტეში, და ვისმინე მისი კვნესა ზედამხედველთაგან. და რაკი ვიცი მისი სატკივარი,
8
ჩამოვედი, რათა ვიხსნა ეგვიპტელთაგან და გამოვიყვანო იმ ქვეყნიდან, და შევიყვანო კარგსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი – ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსელთა ქვეყანაში.
9
ისრაელიანთა კვნესამ უკვე მოაწია ჩემამდე, და ვიხილე კიდეც მათი ჩაგვრა, როგორ ჩაგრავენ მათ ეგვიპტელნი.
10
ახლა კი წადი, მიგავლენ ფარაონთან, რომ გამოიყვანო ჩემი ხალხი, ისრაელიანები, ეგვიპტიდან.“
11
და უთხრა მოსემ ღმერთს: „მე ვინა ვარ, რომ წავიდე ფარაონთან და გამოვიყვანო ისრაელიანები ეგვიპტიდან?“
12
და თქვა: „მე ვიქნები შენთან და ეს გექნება ნიშნად, რომ მე მიგავლინე: როცა გამოიყვან ამ ხალხს ეგვიპტიდან, ემსახურეთ ღმერთს ამ მთაზე.“
13
და უთხრა მოსემ ღმერთს: „კარგი, მივედი ისრაელის ძეებთან და ვუთხარი: თქვენი მამების ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და მკითხეს, რა არის მისი სახელიო, რა ვუთხრა მათ?“
14
და უთხრა ღმერთმა მოსეს: „მე ვარ, რომელიც ვარ.“ და თქვა: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ – ‘მე ვარ’ მგზავნის-თქო თქვენთან.“
15
კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ: ‘უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაამის ღმერთმა, ისააკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან.’ ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
16
წადი და შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი მათ: ‘უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გამომეცხადა; ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა და მითხრა: მოგხედეთ თქვენ და დავინახე, რა ხდება თქვენს თავს ეგვიპტეში.
17
და ვთქვი: წაგიყვანთ ეგვიპტის სატანჯველიდან ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი.’
18
მოისმენენ შენს სიტყვას, და მიხვალ ისრაელის უხუცესებითურთ ეგვიპტის მეფესთან, და ეტყვით: ‘უფალი, ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა ჩვენ. გაგვიშვი უდაბნოში სამი დღის სავალზე და მსხვერპლს შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს.’
19
ვიცი, არ გაგიშვებთ ეგვიპტის მეფე, თუ ძლიერმა ხელმა არ აიძულა.
20
და გავიწვდი ხელს, და ვგვემ ეგვიპტეს ყოველი ჩემი სასწაულით, რომელთაც მოვახდენ იქ. მხოლოდ ამის შემდეგ გაგიშვებთ იგი.
21
მადლს ვაპოვნინებ ეგვიპტელთა თვალში ამ ხალხს და როცა წახვალთ, ხელცარიელნი არ წახვალთ.
22
და ითხოვოს ყოველმა ქალმა თავისი მეზობლისა და თავისი ხიზანი ქალისაგან ვერცხლისა და ოქროს ნივთები, და სამოსელი. და შემოსეთ თქვენი ძენი და ასულნი, და გაძარცვეთ ეგვიპტელნი.“
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40