bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 1
Isaiah 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 2 →
1
ხილვა ესაიასი, ამოცის ძისა, რომელიც იხილა იუდეასა და იერუსალიმზე, იუდას მეფეების: ყუზიას, იოთამის, ახაზისა და ხიზკიას დღეებში.
2
ისმინე ცაო და ყურადიღე, მიწაო, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი დავზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ.
3
ხარი იცნობს თავის ბატონს და ვირი – თავისი პატრონის ბაგას; ისრაელი კი ვერ ცნობს, ჩემი ერი ვერ იგებს.
4
ვაი, ცოდვილო ხალხო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა მოდგმავ, წარწყმედილო ძენო! მათ მიატოვეს უფალი, ისრაელის წმიდა ღმერთი დაგმეს, განუდგნენ!
5
რამდენიღა უნდა გცემონ, ურჩობას რომ აგრძელებთ? თავი მთლიანად დაგისნეულდათ და გული დაგიუძლურდათ.
6
თავით ფეხთამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, სალბუნით დაუამებელი.
7
აოხრებულია თქვენი ქვეყანა, ცეცხლითაა გადამწვარი თქვენი ქალაქები; თქვენს მინდვრებს თქვენს თვალწინ ჭამენ უცხონი; ყველაფერი გაუდაბურებულია, როგორც უცხოთა შემოსევებისას.
8
და დარჩა სიონის ასული, როგორც კარავი ვენახში, როგორც ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.
9
ცაბაოთ უფალს რომ მცირე ნატამალი არ დაეტოვებინა ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით, გომორას დავემსგავსებოდით.
10
ყურად იღეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყური დაუგდეთ ჩვენი ღმერთის რჯულს, თქვე გომორას ხალხო!
11
რად მინდა მე თქვენი შესაწირავები? – ამბობს უფალი, – გავძეხი სრულადდასაწველი ვერძებით და მსუქანი მოზვრების ლურთებით; აღარ მსურს კურატების, ცხვრებისა და ვაცების სისხლი.
12
როდესაც მოდიხართ ჩემს წინაშე წარსადგომად, ვინ დაგავალათ, რომ ჩემს ეზოებს თელავთ?
13
არ მომიტანოთ მეტად ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ახალმთვარობების და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები მძულს – ურჯულოება და დღესასწაული?!
14
თქვენი ახალმთვარობები და დღესასწაულები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა ისინი, დავიღალე მათი ზიდვით.
15
და, როცა ხელს გამომიშვერთ, მე თვალს აგარიდებთ, და რამდენიც არ უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ, რადგან სისხლითაა დასვრილი თქვენი ხელები.
16
განიბანეთ, განიწმიდეთ, მოაშორეთ თქვენი ბოროტი საქმეები ჩემს თვალთაგან, შეწყვიტეთ ბოროტება.
17
ისწავლეთ სიკეთის კეთება, ეძიეთ სამართალი; გაამხნვეთ ჩაგრული, სამართლიანად განიკითხეთ ობოლი, გამოესარჩლეთ ქვრივს.
18
მოდით და ვიკამათოთ, – ამბობს უფალი. – ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გახდება.
19
თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ,
20
მაგრამ თუ უარს იტყვით და ურჩობას გასწევთ, მახვილით მოისპობით, რადგან უფლის პირმა თქვა ეს.
21
როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სავსე იყო სამართლიანობით, სიმართლე დაივანებდა იქ, ახლა კი მკვლელები არიან.
22
შენი ვერცხლი წიდად იქცა, შენი ღვინო გაწყალდა.
23
შენი მთავარნი განდგომილნი არიან და მპარავთა მეგობრები. ქრთამები უყვართ და საზღაურს ელტვიან, ობოლს არ განიკითხავენ სამართლიანად და ქვრივის საჩივარს არ უყურებენ.
24
ამიტომ ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი, ისრაელის ძლიერი: რისხვას გადმოვანთხევ ჩემს მოწინააღმდეგეებზე და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე!
25
ხელს შემოგიბრუნებ და გამოგადნობ, გაგწმედ ხენჯისგან, და მოგაცილებ ყველა მინარევს.
26
და დაგიბრუნებ შენს მსაჯულებს, როგორც თავდაპირველად იყო და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში იყო; ამის შემდეგ გეწოდება შენ სამართლიანობის ქალაქი, სარწმუნო დედაქალაქი.
27
სიონი სამართლით გამოისყიდება და მისკენ მოქცეულნი – სიმართლით.
28
ყველა განდგომილი და ცოდვისმქნელი ერთად შეიმუსრება და უფლის მიმტოვებელნი მოისპობიან.
29
რადგან შერცხვებით მუხათა გამო, რომლებსაც თქვენ შენატროდით, და შერცხვებათ ბაღებისა, რომლებიც თქვენ ამოირჩიეთ;
30
რადგან იქნებით შიშველ მუხასავით და უწყლო ბაღივით.
31
და ძენძად იქცევა ძლიერი, და მისი საქმე – ნაპერწკლად; და ორივე ერთად აბრიალდება, და ჩამქრობი არავინ იქნება.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66