bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 60
Isaiah 60
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 59
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 61 →
1
ადექი, განათდი, იერუსალიმ, რადგან მოვიდა შენი ნათელი და უფლის დიდება შენზე ამობრწყინდა.
2
რადგან, აჰა, წყვდიადი დაფარავს დედამიწას, და ბნელი – ხალხებს; შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება შენზე გამოჩნდება.
3
და მოვლენ ხალხები შენს ნათელზე და მეფენი – შენი სხივების ნათებაზე.
4
თვალი მოატარე ირგვლივ და იხილე: ყველანი იკრიბებიან, შენთან მოდიან; შენი ძენი შორიდან მოდიან და შენი ასულნი მხრებით მოჰყავთ.
5
მაშინ დაინახავ და გაიხარებ, აგიძგერდება გული და გაგეხსნება, რადგან შენსკენ მოიქცევა ზღვის სიმდიდრე, ხალხთა დოვლათი შენთან მოვა.
6
აქლემთა სიმრავლე დაგფარავს შენ – მიდიანისა და ეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოიტანენ და უფლის დიდებას გააცხადებენ.
7
კედარის მთელ ფარებს შენთან მორეკავენ; ვერძნი ნებაიოთისა შენს ხელთ იქნებიან: სასურველ მსხვერპლად ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე, და ჩემი დიდების სახლს გავუთქვამ სახელს.
8
ვინ არიან ესენი, რომ ღრუბლებივით დაცურავენ, და ფრენენ, როგორც მტრედები, თავიანთ სამტრედესთან?
9
მე მელიან კუნძულები და თარშიშის ხომალდები პირველნი მოცურავენ აქეთ! შორიდან მოჰყავთ შენი ძენი, მოაქვთ მათი ოქრო-ვერცხლი – შენი უფალი ღმერთისა და ისრაელის წმიდის სასახელოდ, რადგან მან განგადიდა შენ.
10
უცხოტომელთა ძენი აგიშენებენ გალავნებს და მათი მეფენი მოგემსახურებიან, რადგან ჩემი მრისხანებისას გგვემდი შენ, ხოლო ჩემი სათნოებისას მოწყალე ვიქნები შენს მიმართ.
11
და ღია იქნება მუდამ შენი კარიბჭე, არც დღისით და არც ღამით არ დაიკეტება, რათა მოიტანონ შენთან ხალხთა დოვლათი და შემოიყვანონ მათი მეფეები.
12
რადგან ხალხი და სამეფონი, რომელნიც არ დაგემორჩილებიან, – დაიღუპებიან; და ის ხალხები სრულიად გაქრებიან.
13
ლიბანის დიდება შენთან მოვა, კვიპაროსი და ნეკერჩხალი და ფიჭვი მათთან ერთად, რათა დამიმშვენონ ჩემი საწმიდრის ადგილი, და მე განვადიდებ ჩემს კვარცხლბეკს.
14
მოგივლენ ქედმოდრეკილნი შენს შემაჭირვებელთა ძენი, და თაყვანს სცემენ შენს ფერხთა მტვერს ყველა შენი მოძულენი, და გიწოდებენ საუფლო ქალაქს, ისრაელის წმიდის სიონს.
15
იმის წილ, რომ მიტოვებული და მოძულებული იყავი და არავინ გადიოდა შენს გზებზე, მე გაქცევ საუკუნო სიამაყედ, სიხარულად თაობიდან თაობამდე.
16
შენ გაძღები ხალხების რძით და მეფეთა ძუძუს მოსწოვ, და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი – შენი მხსნელი და შენი გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.
17
ბრინჯაოს ნაცვლად მოგიტან ოქროს და რკინის ნაცვლად ვერცხლს, ხის ნაცვლად – ბრინჯაოს და ქვის ნაცვლად – რკინას; და განმგებლად დაგიყენებ მშვიდობას და შენს ზედამხედველად – სიმართლეს.
18
ვეღარ გაიგონებენ ძალადობის ხმას შენს ქვეყანაში, ძარცვისა და ნგრევისას – შენს საზღვრებში; და უწოდებ შენს გალავნებს ხსნას და შენს კარიბჭეებს – დიდებას.
19
მზე აღარ გექნება დღის სინათლედ და მთვარის ციალი არ გაგინათებს, არამედ უფალი იქნება შენი საუკუნო ნათელი, და შენი ღმერთი – შენი დიდება.
20
აღარ ჩავა მეტად შენი მზე და შენი მთვარე არ დაცხრება, რადგან უფალი იქნება შენი საუკუნო ნათელი, და დასრულდება დღენი შენი გლოვისა.
21
და შენი ერი ერთიანად მართალი იქნება; საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას, ყლორტს – ჩემი მორჩისას, ჩემი ხელის ქმნილებას, ჩემს სადიდებლად.
22
მცირედი ათასეულად იქცევა და უმრწემესი – ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას.
← Chapter 59
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 61 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66