bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 9
Isaiah 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 10 →
1
როგორც წინა დროებამ დაამცირა ზებულუნის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ასე უკანასკნელ დროს განადიდებს ზღვისპირეთს, გაღმა-იორდანეს და წარმართთა გალილეას.
2
ბნელში მოარულმა ხალხმა იხილა დიდი სინათლე; ნათელი გამოუბრწყინდათ წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებთ.
3
შენ მიეცი მათ დიდი სიხარული, უძღვენი დიდი მხიარულება: ხარობენ ისინი შენს წინაშე, როგორც მხირულობენ მოსავლის აღებისას, როგორც ილხენენ ნადავლის გაყოფისას.
4
უღელი მისი ტანჯვისა, ტვირთი, მათ მხრებს რომ აწვა, სახრე ზედამხედველისა – ეს ყველაფერი შენ შემუსრე, როგორც მიდიანის დღეს.
5
რადგან ბრძოლაში ნატარები ყოველი ფეხსაცმელი, ხმაურით რომ დააბიჯებდა და სისხლით დასვრილი მუნდირი ცეცხლის კერძი გახდება.
6
რადგან ყრმა შეგვეძინა, ძე გვებოძა! და მის მხრებზეა ძალაუფლება; და უწოდებენ მას სახელად: საკვირველმოქმედს, ძლევამოსილ ღმერთს, საუკუნო მამას, მშვიდობის მეუფეს,
7
მისი მტკიცე ხელმწიფება და კეთილდღეობა არ დასრულდება: ის დააფუძნებს და გაამყარებს დავითის ტახტსა და სამეფოს სამართლიანობითა და ჭეშმარიტებით ამიერიდან და სამარადისოდ. ცაბაოთ უფლის შური იზამს ამას.
8
სიტყვა მიავლინა უფალმა იაკობის წინააღმდეგ და სიტყვა ისრაელს ეწია!
9
და გაიგებს მთელი ხალხი ეფრემისა და სამარიის მცხოვრებნი, გაზვიადებულნი და გადიდგულებულნი რომ ამბობენ:
10
„დაინგრა აგურის კედლები, მაგრამ გათლილი ქვით ავაშენებთ; სიკომორი გაიჩეხა და კედარით შევცვლით მათ.“
11
და აღძრავს უფალი მის წინააღმდეგ რეცინის მტრებს და მის მოშურნეებს შეაგულიანებს:
12
არამელთ აღმოსავლეთიდან და ფილისტიმელთ დასავლეთიდან, და შეჭამენ ისინი ისრაელს შეუბრალებლად! მაგრამ მაინც არ დაცხრება მისი რისხვა, მისი ხელი კვლავ მოღერებული იქნება მათზე.
13
იგი ურტყამდა მათ, მაგრამ ხალხი არ შებრუნდა მისიკენ, არ მოუხმობდა ცაბაოთ უფალს.
14
და წააცლის უფალი ისრაელს თავსაც და კუდსაც, გაკაფავს ფინიკსაც და ლერწამსაც ერთ დღეს.
15
თავი – უხუცესნი და წარჩინებულნი არიან, ხოლო კუდი – წინასწარმეტყველნი, რომლებიც სიცრუეს ქადაგებენ.
16
ამ ხალხს მისი წინამძღოლნი გზა-კვალს ურევენ და მათგან გაძღოლილნი იკარგებიან.
17
ამის გამო მის ჭაბუკებზე არ გაიხარებს უფალი, და მის ობლებსა და მის ქვრივებს არ შეიწყალებს; რადგან ყველა ურჯულო და უკეთურია, და ყოველი ბაგე სიცრუეს ამბობს; ამიტომაც არ შებრუნდება მისი გულისწყრომა, მისი ხელი კვლავ დაღერებულია მათზე.
18
ცეცხლივით გიზგიზებს ურჯულოება, ჭამს ეკალ-ბარდებს, ძეძვისა და ქაცვის ჯაგნარს, ცეცხლს უკიდებს უღრან ტყესა და ამოდის კვამლის ბოლქვები.
19
ცაბაოთ უფლის წყრომისაგან იბუგება მიწა: ხალხი ცეცხლის ლუკმა გახდა, ადამიანები აღარ ინდობენ ერთმანეთს.
20
მარჯვნივ შეჭამენ და მშივრები დარჩებიან, მარცხნივ მოჭამენ და ვერ გაძღებიან. ყოველი მათგანი თავისი მკლავის ხორცსა ღრღნის!
21
მანაშე ეფრემსა ჭამს, ეფრემი – მანაშეს, და ორივე ერთად – იუდას. მაგრამ არც ამის გამო შებრუნდა მისი რისხვა და მისი ხელი კვლავ დაღერებულია.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66