bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 24
Isaiah 24
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 25 →
1
აჰა, უფალი გააპარტახებს დედამიწას და უნაყოფოდ აქცევს მას; სახეს შეუცვლის და გაფანტავს მის მცხოვრებთ.
2
ერთი ბედი ელის ერსა და ბერს, მონასა და მის ბატონს, მხევალსა და მის ქალბატონს, მყიდველსა და გამყიდველს, გამსესხებელსა და მსესხებელს, მევახშესა და მოვალეს.
3
გაპარტახდება ქვეყანა და გაიძარცვება, რადგან უფალმა თქვა ეს სიტყვა.
4
გლოვობს, იღუპება ქვეყანა, სასოწარკვეთილებაში მიილია ქვეყნიერება, იღუპებიან ქვეყნის ძლიერნი.
5
დედამიწა შეიბილწა მის მკვიდრთა მიერ, რადგან გადაუხვიეს რჯულს, შეცვალეს წესი, დაარღვიეს საუკუნო აღთქმა.
6
ამის გამო წყევლა ჭამს დედამიწას და ისჯებიან მისი მკვიდრნი; ამიტომ ქრებიან ქვეყნის მკვიდრნი, სულ ცოტაღა დარჩა ხალხი.
7
მაჭარი დამწარდა, გახმა ვაზი, ოხრავს ყველა გულმხიარული,
8
შეწყდა დაფდაფებით ლხინი, მიწყდა მოლხინეთა ჟრიამული, გაცუდდა ქნარების ჟღერა.
9
სიმღერით აღარ სვამენ ღვინოს; ემწარებათ თაფლუჭი მის მსმელებს.
10
დანგრეულია დაცლილი ქალაქი, დაიკეტა ყველა სახლი, ვეღარ შეხვალ.
11
ღვინოზე ტირიან ქუჩებში; ჩაჟამდა ყოველგვარი მხიარულება; განიდევნა ქვეყნიდან სიხარული.
12
გაუდაბურდა ქალაქი. ნანგრევებად იქცა კარიბჭე.
13
რადგან ასე იქნება შუაგულ ქვეყანაში, ხალხებს შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყისას, როგორც მომცვრევისას, როცა მთავრდება მოსავლის აღება.
14
ხმამაღალი, მხიარული ხმა ისმის – დასავლეთში უფლის დიდებას უმღერიან.
15
აქეთ უფალი, აღმოსავლეთის მკვიდრნო! ზღვისპირეთის მკვიდრნო ადიდეთ უფლის სახელი, ისრაელის ღმერთისა.
16
ქვეყნის კიდიდან ვისმინეთ სიმღერა: დიდება მართალს! და მე ვამბობ: ვაგლახ მე! ვაგლახ მე! ვაი მე! მზაკვარნი მზაკვრობენ, ზაკვით იმოსებიან მზაკვარნი.
17
შიში, ორმო და მახეა შენთვის, ქვეყნის მკვიდრო!
18
შიშის ხმაზე გაქცეული ხაროში ჩავარდება, და ხაროდან ამოსული მახეში გაებმება; რადგან გახსნილია ცის სარკმელნი და ქვეყნის საფუძვლები ირყევიან.
19
ძლიერ დაილეწა ქვეყანა, სრულად დაიმსხვრა ქვეყანა, საშინლად შეირყა ქვეყანა.
20
მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და აკვანივით ირწევა; ცოდვამ დაამძიმა; დაეცემა და ვეღარ აღდგება.
21
და იქნება იმ დღეს: დასჯის უფალი ზეცაში ციურ მხედრობას და მიწაზე მიწის მეფეებს.
22
ტყვეებს ერთად შეკრებენ, და ორმოში ჩაყრიან, ჩაკეტავენ, და მრავალი დღის შემდეგ მოვა სასჯელი.
23
გაწბილდება მთვარე და შერცხვება მზეს, როცა ცაბაოთ უფალი გამეფდება სიონის მთაზე და იერუსალიმში. და თავის დიდებას მოუვლენს თავის უხუცესთ.
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 25 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66