bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 47
Isaiah 47
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 46
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 48 →
1
ჩამოდი და ჩაჯექი მტვერში, ქალწულო, ბაბილონის ასულო! დაჯექი მიწაზე უტახტოდ, ქალდეველთა ასულო, რადგან მეტად აღარ გიწოდებენ შენ ნაზსა და სათუთს.
2
აიღე დოლაბი და დაფქვი ფქვილი, მოიხადე პირბადე, აიკრიფე კალთები, გაიშიშვლე წვივები, გადაიარე მდინარეები.
3
გამოჩნდება შენი სიშიშვლე და დანახულ იქნება შენი სირცხვილი. შურს ვიძიებ და ვერავინ დამაბრკოლებს, –
4
ჩვენი მხსნელი ისრაელის წმიდა ღმერთია. ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
5
უხმოდ იჯექი და ჩაიძირე წყვდიადში, ქალდეველთა ასულო, რადგან აღარ გიწოდებენ სამეფოთა დედოფალს.
6
მე განვურისხდი ჩემს ხალხს, გავანადგურე ჩემი სამკვიდრებელი და შენ ჩაგიგდე ხელში ისინი, მაგრამ შენ არ მოიღე მათზე წყალობა, მოხუცს მეტისმეტად დაუმძიმე უღელი.
7
შენ ამბობდი: საუკუნოდ ვიქნებიო დედოფალი! არ მიიტანე ეს ამბები შენს გულთან, არ გიფიქრია, ბოლო რა იქნებოდა.
8
ახლა კი, ისმინე, ფუფუნების მოყვარულო, უზრუნველად რომ ცხოვრობ და გულში ფიქრობ: „სხვა არავინაა ჩემს გარდა; არ დავქვრივდები და შვილები არ დამეკარგებიან.“
9
მაგრამ გეწვევა ეს ორივე ერთ დღეს, უეცრივ: ძეთა დაკარგვაცა და სიქვრივეც; სრულად დაგატყდება თავს, ვერ გიშველის შენი ურიცხვი გრძნეულებები, შენი მაგარი ჯადოები.
10
რადგან დაიმედებული ხარ ბოროტის ქმნაზე, შენ გაიძახი: „ვერავინ მხედავს!“ შენმა სიბრძნემ და შენმა ცოდნამ გაცდუნა; შენ ამბობ გულში: „მე ვარ და არავინ არის ჩემს გარდა!“
11
თავს დაგატყდება საშინელება, შენ ვერ გაიგებ, საიდან მოდის ის; და დაგეცემა უბედურება, ვერ შეძლებ მის უკუგდებას; უეცრივ მოვა შენს თავს განადგურება, რასაც არ ელი.
12
იდექი ახლა შენს გრძნეულებებზე და შენს უამრავ ჯადოქრობაზე, რაზეც ზრუნავდი შენი სიყმაწვილიდან; იქნებ გიშველოს, იქნებ გაუმაგრდე.
13
დაქანცული ხარ მრავალი თათბირებით; დაე, მოდგნენ ცისმზომელნი, ვარსკვლავთმეტყველნი, ახალმთვარეთა მაუწყებელნი, და გიხსნან იმისგან, რაც უნდა დაგატყდეს თავს.
14
აჰა, ჩალასავით გახდნენ, ცეცხლმა შთანთქა ისინი, თავი ვერ დააღწიეს ალს, ნაკვერჩხალიც არ დარჩა გასათბობად, არც ცეცხლი – მის პირას ჩამოსაჯდომად.
15
ასეთები გახდნენ შენთვის ისინი, რომლებთანაც შრომობდი, ვისთანაც ვაჭრობდი სიყმაწვილიდან; ყველა თავისი გზით წახეტიალდა; აღარავინაა შენი მხსნელი!
← Chapter 46
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 48 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66