bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 54
Isaiah 54
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 53
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 55 →
1
გაიხარე, ბერწო, უშობელო; შესძახე და იკიჟინე უტანჯველო მშობიარობით; მიტოვებულს მეტი ძენი ეყოლება, ვიდრე ქმრიანსო, – ამბობს უფალი.
2
განავრცე ადგილი შენი კარვისა და შენი ჩარდახების ფარდაგები გააფართოვე; ნუ ერიდები, დააგრძელე შენი საბელები და ღრმად დასხი შენი პალოები,
3
რადგან მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობი და შენი მოდგმა ხალხებს დაიპყრობს და გაუკაცრიელებულ ქალაქებს დაასახლებს.
4
ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები; ნუ შეძრწუნდები, რადგან არ გაილანძღები: დაგავიწყდება სიჭაბუკის დღეთა დაცინვა, და შენს სამარცხვინო დაქვრივებას არ გაიხსენებ.
5
რადგან შენი შემქმნელი ქმარია შენი; ცაბაოთ უფალია მისი სახელი; და შენი მხსნელი – ისრაელის წმიდა; ქვეყნიერების ღმერთი ეწოდება მას.
6
რადგან როგორც მიტოვებულ და სულგამწარებულ ქალს, ისე მოგიხმობს შენ უფალი, და როგორც სიყრმის ცოლს, რომელიც მოძულებული ჰყავდა ქმარს! – ამბობს შენი ღმერთი.
7
მცირე ხნით მიგატოვე, მაგრამ დიდი მოწყალებით შეგკრებ შენ.
8
რისხვის გზნებაში დაგიფარე დროებით ჩემი სახე, მაგრამ საუკუნო წყალობით შეგიწყალებ! – ამბობს შენი მხსნელი უფალი.
9
რადგან ეს ჩემთვის ნოეს წყლებივით არის: როგორც დავიფიცე, რომ ნოეს წყლები მეტად აღარ გადაუვლიან დედამიწას, ისე დავიფიცე, რომ აღარ განვრისხდე შენზე და არ გაგკიცხო.
10
რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ მოგცილდება შენ, და ჩემი სამშვიდობო აღთქმა არ შეირყევა, – ამბობს შენი მწყალობელი უფალი.
11
წამებულო, ქარიშხლით წაღებულო, უნუგეშებელო! აჰა, შემოგიშენებ კედლებს ანთრაკის ქვით და საძირკვლად საფირონს დაგიდებ.
12
ბადახშით გაგიკეთებ ქონგურებს და კარიბჭეებს – ლალის ქვით, და შენს ყველა ზღუდეს – პატიოსანი ქვით.
13
შენს ყველა ძეს უფალი განსწავლის და დიდი იქნება მათი კეთილდღეობა.
14
სიმართლით განმტკიცდები, შორს იქნები ჩაგვრისაგან, არ შეძრწუნდები და შიშის ზარი არ აგიტანს შენ.
15
აჰა, მოგიხდებიან, მაგრამ არა ჩემგან; ვინც კი შეგებრძოლება, შენს წინ დაეცემა.
16
მე გავაჩინე მჭედელი, რომელიც ნახშირს აღვივებს ცეცხლში და იარაღს ჭედავს თავისი საქმისათვის; და მე ვქმნი დამღუპველს, რომელსაც განადგურება მოაქვს.
17
ყოველი იარაღი, შენს წინააღმდეგ რომ იჭედება, გაცუდდება; და ყოველ ენას, რომელიც შენს წინააღმდეგ წარსდგება სამსჯავროში, შენ დასძლევ. ეს არის ხვედრი უფლის მონათა, და მათი გამართლება ჩემგან არის, – ამბობს უფალი.
← Chapter 53
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 55 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66