bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 37
Isaiah 37
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 36
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 38 →
1
და როდესაც მოისმინა ეს მეფე ხიზკიამ, შემოიხია ტანსაცმელი და ჯვალოთი შემოსილი მივიდა უფლის ტაძარში.
2
და გაგზავნა ეზოსმოძღვარი ელიაკიმი, მწიგნობარი შებნა და უხუცესი მღვდლები, ჯვალოთი ჩაცმულნი, წინასწარმეტყველ ესაიასთან, ამოცის ძესთან.
3
და უთხრეს მას: „ასე თქვა ხიზკიამ: უბედურების, დასჯისა და შეგინების დღეა ეს დღე, რადგან მშობიარობის სალმობა დაიწყო, მაგრამ ღონე არაა შობისა.
4
იქნებ მოისმინოს შენმა უფალმა ღმერთმა რაბშაკეს სიტყვები, რომელიც მისმა ბატონმა, აშურის მეფემ, შემოთვალა ცოცხალი ღმერთის საგინებლად და იმ სიტყვებით სათრევად, რომლებიც მოისმინა უფალმა, შენმა ღმერთმა; აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.“
5
მივიდნენ მეფე ხიზკიას მსახურნი ესაიასთან,
6
და უთხრა მათ ესაიამ: „ასე უთხარით თქვენს ბატონს: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინია იმ სიტყვებისა, რომლებიც მოისმინე, რომლებითაც მე მლანძღავდნენ აშურის მეფის მსახურნი.
7
აჰა, მე მივუვლენ მას სულს, მოისმენს ამბავს და დაბრუნდება თავის მიწაზე, და მახვილით დავცემ მის ქვეყანაში.“
8
რადგან შეეტყო, რომ ლაქიშიდან აიყარაო მეფე, დაბრუნდა რაბშაკე და ნახა, რომ აშურის მეფე ლიბნას ებრძოდა.
9
და ქუშის მეფეზე, თირჰაკაზე შეიტყო აშურეთის მეფემ: გამოვიდაო შენთან საომრად. გაიგო და გაგზავნა მაცნენი ხიზკიასთან და დააბარა:
10
„ასე უთხარით ხიზკიას, იუდას მეფეს: ნუ გაცდუნებს შენი ღმერთი, რომლის იმედიც გაქვს და ფიქრობ: არ ჩაუვარდებაო იერუსალიმი აშურის მეფეს ხელში.
11
აჰა, შენ გაგონილი გექნება, რაც აშურის მეფეებმა უყვეს მთელ ქვეყნებს, რომ ცეცხლსა და მახვილს მისცეს ის. შენ რა გიხსნის?
12
თუ იხსნეს ისინი ღმერთებმა იმ ხალხებისა, რომლებიც ჩემმა მამებმა ააოხრეს? თუ იხსნეს გოზანი და ხარანი, რეცეფი, და ყედენელნი – თელასარში რომ ცხოვრობდნენ?
13
სად არიან ახლა ხამათის, არფადის და ქალაქ სეფარვაიმის მეფეები? სად არიან ჰენაყისა და ღივას მეფეები?“
14
გამოართვა ხიზკიამ გრაგნილი მაცნეებს და წაიკითხა. მერე ავიდა უფლის ტაძარში და გაშალა იგი უფლის წინაშე.
15
და ევედრებოდა ხიზკია უფალს და ამბობდა:
16
„ცაბაოთ უფალო, ღმერთო ისრაელისაო, ქერუბიმებზე მჯდომო! მხოლოდ შენა ხარ ღმერთი ქვეყნიერების ყველა სამეფოსი; შენ შეჰქმენი ცა და მიწა.
17
ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე; თვალი გაახილე, უფალო, და მოიხილე! ისმინე სიტყვები სენახერიბისა, რომელმაც გამოგზავნა მაცნეები ცოცხალი ღმერთის საგინებლად.
18
ეს მართალია, უფალო, რომ აშურის მეფეებმა გაანადგურეს ყველა ქვეყანა და მათი მიწა-წყალი;
19
ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები; თუმცა ისინი ღმერთები არ იყვნენ, არამედ ადამიანის ხელით ნაკეთები ხე და ქვა, ამიტომაც გაანადგურეს ისინი.
20
და ახლა, ჩვენო უფალო ღმერთო, გვიხსენ მისი ხელიდან; და შეიტყობს ქვეყნის ყველა სამეფო, რომ მხოლოდ შენა ხარ უფალი ღმერთი!“
21
და გაგზავნა ესაიამ, ამოცის ძემ, ხიზკიასთან მაცნენი და შეუთვალა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, პასუხად იმისა, რასაც მევედრებოდი სენახერიბის, აშურის მეფის, წინააღმდეგ, –
22
აი, სიტყვა, რომელსაც ამბობს უფალი მასზე: აბუჩად აგიგდებს, დაგცინებს, ქალწული, ასული სიონისა! თავს გააქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა.
23
ვის ძრახავდი და ვის აგინებდი? და ვისზე აიმაღლე ხმა? შენ ზემოდან დაჰყურებდი ისრაელის წმიდას.
24
შენი მონების პირით აგინებდი უფალს და ამბობდი: ‘ჩემი მრავალი ეტლით ავედი მთების სიმაღლეზე, ლიბანის კალთებზე და ავჩეხე მისი მაღალი კედრები, მისი რჩეული კვიპაროსები, მივაღწიე მის მწვერვალამდე, მის უღრან ტევრამდე.
25
ჭები დავთხარე და ვსვი წყალი, და ჩემი ტერფებით ამოვაშრე ეგვიპტის ყველა მდინარე.’
26
განა არ გსმენია, რომ ადრიდანვე ვამზადებდი ამას? და, რაც ძველთაგანვე მქონდა დასახული, ახლა მოვაწიე იმით, რომ ციხე-ქალაქებს ანადგურებ შენ, ნანგრევების გროვებად აქცევ.
27
და მათ მცხოვრებთ ღონე მიეხადათ, ძრწიან და შერცხვენილნი სხედან; ხორშაკით გამომხმარ მინდვრის ბალახს დაემსგავსნენ, მწვანე მოლს, ერდოებსა და კლდეებზე მოდებულ ხავსს.
28
ვიცი შენი ჯდომა და დგომა, შენი გამოსვლა და შესვლა, და შენი გაცოფება ჩემს წინააღმდეგ.
29
რადგან შენ გაცოფებულხარ ჩემს წინააღმდეგ და შენი ურდოების ხმაურმა ამოაღწია ჩემს ყურამდე, ნესტოებში ჩემს რგოლს გაგიყრი და ჩემს ლაგამს ამოგდებ ყბებში, და უკან გაგაბრუნებ იმავე გზით, რომლითაც მოხვედი.
30
და ეს იქნება, ეზეკია, ნიშანი შენთვის: ამ წელს ნაგერალი ჭამეთ, და მომდევნო წელს – ველურად გაზრდილი; მესამე წელს კი დათესეთ და მომკეთ, გააშენეთ ვენახები და ჭამეთ მათი ნაყოფი.
31
იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი კვლავ გაიდგამს დაბლა ფესვს და ნაყოფს გამოიღებს მაღლა.
32
რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნატამალი და გადარჩენილი – სიონის მთიდან ჩამოვლენ, ცაბაოთ უფლის რისხვით აღსრულდება ეს.
33
ამიტომ ასე ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ ამოვა ის ამ ქალაქში და ვერ ისვრის აქ ისარს, ვერ მიადგება მას ფარით და ვერ მიწაყრილს ვერ მოაწყობს მის წინ.
34
იმავე გზით გაბრუნდება უკან, რომლითაც მოვიდა, და ვერ შემოვა ის ამ ქალაქში, – ამბობს უფალი. –
35
მე დავიცავ ამ ქალაქს, რათა ვიხსნა ის ჩემთვის და ჩემი მსახურის, დავითისთვის.“
36
გავიდა უფლის ანგელოზი და დასცა აშურელთა ბანაკში 185 ათასი მებრძოლი. ადგნენ დილით და, აჰა, ირგვლივ უსულო გვამები ყრია.
37
აიყარა და წავიდა სენახერიბი, აშურის მეფე და ცხოვრობდა ნინევეში.
38
და ერთხელ, როდესაც თაყვანს სცემდა ნისროქს, თავის ღმერთს, მის სახლში, ადრამელექმა და სარეცერმა, მისმა ძეებმა, დასცეს ის მახვილით, და გაიქცნენ არარატის ქვეყანაში, და მის ნაცვლად გამეფდა ესარხადონი, მისი ძე.
← Chapter 36
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 38 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66