bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 29
Isaiah 29
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 30 →
1
ვაი, არიელ, არიელ, დავითის ქალაქო! დრო გაივლის წლითიწლობით, დღესასწაულს მოჰყვება დღესასწაული.
2
მე შევაჭირვებ არიელს, და გამეფდება იქ ვაი და ვიში; და იქნება ის ჩემთვის არიელი.
3
დავბანაკდები შენს ირგვლივ, გოდლებს ავაგებ შენს გარშემო, საალყო სიმაგრეებს აღგიმართავ წინ.
4
დაბლა, მიწაში აღმოჩნდები, იქიდან ილაპარაკებ, მიწა-მტვრიდან გაისმება შენი ნათქვამი და, როგორც ხმა გარდაცვლილისა, მიწიდან გაისმება, ჩურჩულივით წამოვა შენი სიტყვები მიწა-მტვრიდან.
5
მტვრის კორიანტელივით მრავალი მტერი მოგადგება და ბზესავით ურიცხვი – მრისხანე ურდო; უეცრად მოხდება ეს, წამიერად.
6
ცაბაოთ უფალი გამოგეცხადება ქუხილით, მიწისძვრითა და დიდი ხმით, ქარიშხლით, გრიგალითა და შემჭმელი ცეცხლით.
7
და, როგორც სიზმარი, როგორც ღამის მოჩვენება იქნება არიელთან მებრძოლი ხალხების სიმრავლე, და ყველა მის წინააღმდეგ გალაშქრებულის, მის სიმაგრეთა წინააღმდეგ გამოსულთა და მის შემავიწროებელთა,
8
როგორც მშიერს ესიზმრება, რომ ვითომ ჭამს, მაგრამ როცა გამოიღვიძებს, ხედავს, რომ შია; როგორც მწყურვალს ესიზმრება, რომ ვითომ სვამს, მაგრამ როცა გამოიღვიძებს, ხედავს, რომ დაქანცულია და ყელი უშრება. ასე მოუვა ყველა ურდოებს, სიონის მთის წინააღმდეგ გალაშქრებულთ.
9
შეყოვნდით და გაოცდით: მათ სხვებიც დააბრმავეს და თავადაც დაბრმავდნენ; მთვრალები არიან, მაგრამ არა ღვინით, – ბარბაცებენ, მაგრამ არა სასმელით.
10
რადგან გადმოგაღვარათ უფალმა ძილქუშის სული და თვალი დაგიხუჭათ, წინასწარმეტყველნო, გონება დაგიხშოთ, მისნებო.
11
ყოველგვარი ხილვა თქვენთვის გახდა, როგორც სიტყვები ბეჭედდასმული გრაგნილისა, რომელსაც აძლევენ წერა-კითხვის მცოდნეს და ეუბნებიან: წაიკითხეო; მაგრამ ის პასუხობს: „არ შემიძლია, რადგან ბეჭედდასმულია.“
12
და გადასცემენ იმ გრაგნილს წერა-კითხვის უცოდინარს და ეუბნებიან: წაიკითხეო; მაგრამ ის პასუხობს: არ ვიციო წერა-კითხვა.
13
და თქვა უფალმა: ეს ხალხი მხოლოდ სიტყვით არის ჩემთან ახლოს, მხოლოდ სიტყვით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან. მათი შიში ჩემს წინაშე – მხოლოდ მცნებაა, კაცთაგან რომ აუთვისებიათ.
14
ამიტომ, აჰა, კვლავ მოვახდენ ამ ხალხზე გასაოცარ, არნახულ საქმეებს. და დაიკარგება მის ბრძენთა სიბრძნე, გონება არ შერჩებათ გონიერთ.
15
ვაი მათ, ვინც ღრმად დამალვას ფიქრობენ, რათა უფალს დაუმალონ თავისი განზრახვა, წყვდიადში აკეთებენ თავის საქმეებს და ამბობენ: ვინ დაგვინახავსო?
16
რა უგუნურებაა! განა მეთუნე და თიხა ერთია? განა ნაკეთობა იტყვის თავის გამკეთებელზე: არ გავუკეთებივარო? და ქმნილება იტყვის თავის შემქმნელზე: არაფერი გაეგებაო?
17
ცოტაც, სულ ცოტაც და ლიბანი ბაღნარად იქცევა, და ბაღნარი, ტყედ არ დაფასდება.
18
იმ დღეს ყრუები გაიგონებენ გრაგნილიდან ამოკითხულ სიტყვებს, და ბრმათა სიბნელითა და წყვდიადით დახშული თვალები იხილავენ.
19
წამებულნი მეტად და მეტად გაიხარებენ უფალში, და ღარიბ-ღატაკნი ისრაელის წმიდაში იზეიმებენ.
20
რადგან აღარ იქნება მტარვალი, და ბოლო მოეღება მაგინებელს, და მოისპობიან ურჯულოებისთვის თავდადებულნი,
21
სიტყვით რომ აცდუნებენ ადამიანს და კარიბჭესთან მოსულ მომჩივანს მახეს უგებენ, და მართალს დევნიან.
22
ამიტომ ასე ამბობს იაკობის სახლზე უფალი, აბრაამის გამომსყიდველი: აღარ მოუწევს იაკობს შერცხვენა და ამიერიდან აღარ გაუფითრდება მას სახე.
23
რადგან როცა თავისთან დაინახავს თავის შვილებს, ჩემს ხელთა ქმნილებას, – და ყველა ისინი წმიდა ჰყოფენ ჩემი სახელის სიწმიდეს, წმიდა ჰყოფენ იაკობის წმიდა ღმერთს, ისრაელის ღმერთის წინაშე შეშინდებიან.
24
სულით ცთომილნი გონს მოეგებიან და ჭირვეულნი დაიმოძღვრებიან.
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66