bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 55
Isaiah 55
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 54
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 56 →
1
წყლებთან მოდით მწყურვალნო! თქვენც უვერცხლონო, მოდით, მიიღეთ საჭმელი და ჭამეთ. მოდით და მიიღეთ ღვინო და რძე უვერცხლოდ და უსასყიდლოდ.
2
რატომ უწონით ვერცხლს იმაში, რასაც პურს ვერ დაარქმევ? რატომ აძლევთ თქვენი კირთებით ნაშოვნს იმაში, რაც მაწიერი არ არის? მე თუ მომისმენთ, ნუგბარს შეჭამთ, და სიმსუყეში განცხრება თქვენი სული.
3
ყური მომაპყარით და მოდით ჩემთან, მისმინეთ და იცოცხლებს თქვენი სული; და დავდებ თქვენთან საუკუნო აღთქმას, როგორც სარწმუნო წყალობას, დავითს რომ აღვუთქვი.
4
აჰა, ერების მოწმედ განვაწესე იგი, ხალხების წინამძღოლად და მბრძანებლად.
5
აჰა, ხალხს, რომელსაც არ იცნობდი, მოუხმობ შენ! და ხალხები, რომელნიც არ გიცნობდნენ, მოგაშურებენ, შენი უფალი ღმერთის და ისრაელის წმიდის გამო, რადგან მან განგადიდა შენ.
6
ეძიეთ უფალი, ვიდრე შეიძლება მისი პოვნა, მოუხმეთ მას, სანამ ახლოსსა.
7
დატოვოს ბოროტმა თავისი გზა, ცოდვილმა – თავისი ზრახვები; დაუბრუნდეს უფალს და ის შეიწყალებს მას; მიუბრუნდეს ჩვენს ღმერთს, რადგან მრავალმოწყალეა ის.
8
ჩემი ფიქრები თქვენი ფიქრები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის, – ამბობს უფალი. –
9
როგორც ცაა დედამიწაზე მაღლა, ისე ჩემი გზებია თქვენს გზებზე მაღლა, და ჩემი ზრახვებია – თქვენს ზრახვებზე მაღლა.
10
რადგან, როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან აღარ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს.
11
ასევეა ჩემი სიტყვაც, რომელიც გამოდის ჩემი ბაგეებიდან, – ის უკან არ მიბრუნდება უნაყოფოდ, რადგან იმას აკეთებს, რაც მე მწადია, და იმას აღასრულებს, რისთვისაც მე მივავლენ მას.
12
სიხარულით გახვალთ, და მშვიდობის გზით ივლით. მთები და ბორცვები მხიარულ ყიჟინას დასცემენ თქვენს წინაშე და ველის ყველა ხე ტაშს დაგიკრავთ.
13
ძეძვის ნაცვლად კვიპაროსები დაიზრდება და ქაცვის წილ – მირტი. და იქნება ეს უფლის დიდების საუკუნოდ წარუშლელ ნიშნად.
← Chapter 54
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 56 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66