bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 13
Isaiah 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 14 →
1
წინასწარმეტყველება ბაბილონზე, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ.
2
შიშველ ბორცვზე აღმართეთ ბაირაღი, ხმამაღლა გასძახეთ, მათ; ხელი დაუქნიეთ: დაე, შემოვიდნენ მთავართა კარიბჭით.
3
მე ვუბრძანე ჩემს განწმედილთ, აღეგზნო ჩემი რისხვა, და მოვუხმე ჩემს გმირებს, ჩემი სიამაყით მოზეიმეთ.
4
დიდი გუგუნია მთებში – მსგავსად მრვალრიცხოვანი ხალხისა, ერთად შეკრებილთა, ხალხთა და სამეფოთა, ცაბაოთ უფალი ათვალიერებს საბრძოლო ლაშქარს.
5
მოდიან შორეული ქვეყნიდან, ცის კიდიდან უფალი და მისი რისხვის იარაღი მთელი ქვეყნის დასაქცევად.
6
ღაღადებდით, რადგან მოახლოებულია უფლის დღე, ყოვლადძლიერის ნებით გამოგზავნილი ეს დღე, განადგურებას მოიტანს.
7
ამიტომ ყოველი მარჯვენა დაუძლურდება და ყოველი კაცის გული დადნება.
8
შიში დაეცემა ყველას, ტანჯვა და ტკივილები შეიპყრობს მათ, მშობიარესავით გაწამდებიან, განკრთომილნი შეხედავენ ერთმანეთს, აეჭარხლებათ სახეები.
9
აი, მოდის უფლის დღე – სასტიკი, გულისწყრომითა და რისხვით, რათა იავარჰყოს ქვეყანა, მოსპოს მისი ცოდვილნი.
10
ცის ვარსკვლავები და თანავარსკვლავედნი აღარ გამოსცემენ ნათელს, ჩაბნელდება ამომავალი მზე და მთვარე არ მოაფენს ნათელს.
11
მე დავსჯი ქვეყნიერებას ცოდვებისათვის, უკეთურთ – მათი დანაშაულებისათვის, ბოლოს მოვუღებ ბოროტისმზრახველთა ზვიადობას და მტარვალთა ამპარტავნებას დავცემ.
12
ისე ვიზამ, რომ კაცი ბაჯაღლოზე იშვიათი იყოს და ადამიანი – ოფირის ოქროზე.
13
ვაიძულებ ცას, შეიძრას, და დედამიწა შეზანზარდება თავისი ადგილიდან ცაბაოთ უფლიის წყრომის გამო, მისი მძვინვარე რისხვის დღეს.
14
და მაშინ ადამიანები გაიქცევიან დამფრთხალი ქურციკებივით, მეცხვარის გარეშე დარჩენილი გაფანტული ცხვრებივით, და თითოეული თავის ხალხს მიაშურებს და თითოეული თავის ქვეყანას.
15
ყოველი, ვისაც წამოეწევიან, ხანჯლით განიგმირება, და ყოველი, ვისაც დაიჭერენ, მახვილით დაეცემა.
16
მათ ჩვილებს თვალწინ დაუხოცავენ, სახლებს გაუძარცვავენ, და მათ ცოლებს ნამუსს ახდიან.
17
აჰა, მე აღვძრავ მათზე მიდიელთ, რომელთაც ვერცხლი არაფრად უღირთ და ოქრო არ ახარებთ.
18
ჭაბუკებს მშვილდით შემუსრავენ; და მუცლის ნაყოფს არ შეიბრალებენ, და ყმაწვილებს არ დაზოგავს მათი თვალი.
19
და ბაბილონს, სამეფოთა მშვენებას, ქალდეველთა სიამაყის სახელსა და დიდებას, დაამხობს ღმერთი, ვითარცა დაამხო სოდომი და გომორა.
20
აღარასოდეს დასახლდება იგი და თაობიდან თაობამდე არავინ იცხოვრებს იქ, არაბნი არ გაშლიან იქ კარვებს, და მწყემსები არ დაყრიან იქ თავიანთ ფარებს.
21
ბუნაგს გაიჩენენ იქ უდაბნოს მხეცები, მათი სახლები ბუკიოტებით გაივსება, სირაქლემები დაიდებენ ბინას და ჭინკები იხტუნავებენ იქ.
22
აფთრები იჩხავლებენ მის კოშკებში, და ტურები იკივლებენ დიდებულ სასახლეებში. ახლოს არის მისი ჟამი და მისი დღეები დათვლილია.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66