bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 11
Isaiah 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 12 →
1
და გამოვა ყლორტი იესეს მოჭრილი ძირკვიდან და ნორჩი ამონაყარი მისი ფესვებიდან.
2
და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა.
3
უფლის მოშიშება აავსებს მას. დანახულით არ განსჯის, და გაგონილით არ გადაწყვეტს.
4
ღარიბთა საქმეებს პატიოსნად განსჯის, და სისწორით განიკითხავს ამ ქვეყნის ჩაგრულთ. ქვეყანას დასჯის თავისი სიტყვების კვერთხით, თავის ბაგეთა ქარით მოკლავს უკეთურს.
5
შემოისარტყლება ჭეშმარიტებით და სიმართლე იქნება მისი სარტყელი.
6
მგელი იცხოვრებს კრავთან ერთად, ჯიქი თიკნის გვერდით წამოწვება, ხბო და ლომი ერთად გამოიკვებებიან, და პატარა ბიჭი დამწყემსავს მათ.
7
ძროხა და დათვი ერთად დაიმწყემსება, და მათი შვილები გვერდი-გვერდ წამოწვებიან, და ლომი ხარივით დაიწყებს ჩალის ჭამას.
8
ძუძუთა ბავშვი ასპიტის ხვრელთან ითამაშებს და ბიჭუნა ხელს ჩაყოფს გველგესლას ბუნაგში.
9
არ იბოროტებენ და არ იბილწებენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, რადგან ქვეყანა აივსება უფლის ცოდნით, როგორც წყალი ავსებს ზღვას.
10
და იქნება იმ დღეს: იესეს ფესვი ბაირაღად იდგება ხალხთათვის, და მისკენ გაემართებიან ერები; მისი ქვეყანა იქნება დიდებაში.
11
და იქნება იმ დღეს: უფალი მეორედ გაიწვდენს ხელს და დაიბრუნებს თავისი ხალხის ნატამალს, დაიბრუნებს გადარჩენილთ აშურიდან, ეგვიპტიდან, ფათროსიდან და ქუშიდან, ყელამიდან და შინყარიდან, ხამათიდან და ზღვისპირეთის მიწიდან.
12
ბაირაღს აღუმართავს ერებს, შეკრებს ისრაელიდან დევნილთ, და იუდადან გაფანტულთ შემოიკრებს ქვეყნის ოთხივე კიდიდან.
13
დაცხრება ეფრემის სიძულვილი, გაქრება იუდას მტრობა: ეფრემი აღარ შეიძულებს იუდას და იუდა აღარ დაემტერება ეფრემს.
14
და დააცხრებიან ისინი ფილისტიმელთა ქვეყანას დასავლეთში, და ერთიანად ყველას გაძარცვავენ, ვინც აღმოსავლეთში ცხოვრობს. ედომსა და მოაბს ხელს დაადებენ, და ყამონელნი დაემორჩილებიან მათ.
15
მაშინ უფალი ამოაშრობს ეგვიპტის ზღვის ყურეს, ხელს დააღერებს მდინარეზე, და გაგზავნის იქ თავის ძლიერ ქარს, და დაყოფს მდინარეს შვიდ ნაკადად, რომლის გადალახვაც ფეხგაუხდელად იქნება შესაძლებელი.
16
და გზას გაუშლის წინ თავისი ხალხის ნატამალს, მათ, ვინც გადარჩა, – გზას აშურიდან, ისე, როგორც მისცა ისრაელიანთ ეგვიპტიდან მათი გამოსვლის დღეს.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
Recommended Reading
Commentary
Isaiah Commentaries
→
Devotional
Isaiah Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→