bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 45
Isaiah 45
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 44
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 46 →
1
ასე ეუბნება უფალი თავის ცხებულს, კიროსს: შენი მარჯვენა მე მიჭირავს, რათა დაგიმორჩილო ხალხები, სარტყლები შევხსნა მეფეებს წელზე, რათა გაიღოს შენს წინაშე ყველა კარი და კარიბჭენი აღარ დაიკეტოს.
2
მე წაგიძღვები და მთებს დავავაკებ, ბრინჯაოს კარებებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ.
3
და მოგცემ შენ ბნელში დაცულ საუნჯეთ და საიდუმლოდ დამარხულ თვალ-მარგალიტს, რათა მიხვდე, რომ მე, უფალი, მოგიხმობ სახელით, მე, ისრაელის ღმერთი!
4
ჩემი მონის, იაკობის, და ისრაელის, ჩემი რჩეულის გულისათვის მოგიხმე ჩემი სახელით, პატივი დაგდე, თუმცა შენ არ მიცნობდი მე.
5
მე ვარ უფალი, და სხვა არავინაა, ჩემს გარდა არ არიან სხვა ღმერთები; თუმცა შენ მე არ მიცნობდი, მაგრამ მე მაინც შემოგარტყი სარტყელი,
6
რათა იცოდნენ მზის აღმოსავლეთში და დასავლეთში, რომ არავინაა ჩემს გარდა; მე ვარ უფალი და სხვა არავინაა.
7
მე გამვსახავ ნათელს და ვქმნი ბნელს, ვაგზავნი მშვიდობას და უბედურებას მოვავლენ; მე, უფალი, ვიქმ ყოველივე ამას.
8
ჩამოასხურე, ზეცავ, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე გადმოღვარონ; გაიხსნას მიწა და გამოიღოს ხსნა, და სამართალი აღმოცენდეს მასთან ერთად. მე, უფალმა, შევქმენი ეს ყოველივე.
9
ვაი, თავის უფალთან მოშუღარს, ერთ ნატეხს თიხის ნამსხვრევთაგან! განა ეტყვის თიხა თავის გამომსახველს: რას აკეთებო? ან შენი ნაკეთობა თუ გეტყვის: ხელი არ გივარგაო?
10
ვაი, მას, ვინც თავის მამას ეუბნება: რისთვის გამაჩინეო ქვეყანაზე? ან დედას: რისთვის ეწამეო ჩემი შობით?
11
ასე ამბობს უფალი, ისრაელის წმიდა ღმერთი, მისი გამომსახველი: „ჩემს მომავალ ძეებზე მეკითხებით და ჩემი ხელის ნაკეთებზე მიმითითებთ?
12
მე შევქმენი მიწა და ადამი გავაჩინე მასზე; ჩემმა ხელებმა, გარდაართხეს ცა და მთელი მისი მხედრობა განვაწესე.
13
მე აღვძარი კიროსი სიმართლით და მის ყველა გზებს მე მოვასწორებ. ის ააშენებს ჩემს ქალაქს და ჩემს დევნილთ ის გაუშვებს უსასყიდლოდ!“ – ამბობს ცაბაოთ უფალი.
14
ასე ამბობს უფალი: „ეგვიპტის ჭირნახული, ქუშის ნავაჭრი და საბეანელნი – ტანადი ხალხი, შენთან გადმოვლენ და შენი იქნებიან; შენ შემოგიდგებიან, ბორკილასხმულნი წამოვლენ და შენ გცემენ თაყვანს, შენ მოგძახებენ: ‘მხოლოდ შენთან არის ღმერთი და სხვა ღმერთები არ არის!’“
15
ჭეშმარიტად შენა ხარ დაფარული ღმერთი, ისრაელის ღმერთი, მხსნელი.
16
შერცხვებიან და გაწბილდებიან ყველანი. ერთიანად ჩაცვივიან სირცხვილში კერპთა მკეთებელნი.
17
უფალი იხსნის ისრაელს საუკუნო ხსნით; არ შერცხვებით და არ გაწბილდებით უკუნითი უკუნისამდე.
18
რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი, (ის არის ღმერთი, დედამიწის გამომსახველი და მისი შემქმნელი; მან დაამყარა იგი; იმად არ შეუქმნია, რომ უკაცრიელი ყოფილიყო, არამედ დასასახლებლად გამოსახა): – „მე ვარ უფალი, და სხვა არ არის!
19
ფარულად არ მილაპარაკია დედამიწის ბნელ ადგილზე; არ მითქვამს მე იაკობის თესლ-ტომისთვის: ამაოდ მეძებეთ-მეთქი. მე ვარ უფალი, სიმართლის მთქმელი, ჭეშმარიტების გამომცხადებელი.
20
შეიკრიბეთ და მოდით, ერთად მოდექით, წარმართთაგან გადარჩენილნო! არაფერი იციან მათ, თავიანთ ხის კერპს რომ ატარებენ და ევედრებიან ღმერთს, რომელსაც არ შეუძლია მათი ხსნა.
21
გამოაცხადეთ და თქვით, ითათბირეთ ერთმანეთში. ვინ გვასმინა მოსახდენი ძველთაგან, წინასწარ ვინ თქვა ეს? განა მე არა, უფალმა? და არ არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა, ღმერთი მართალი და მხსნელი ღმერთი არაა ჩემს მეტი.
22
მოიქეცით ჩემსკენ და გადარჩებით, დედამიწის ყოველო კიდევ, რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა ღმერთი.
23
ჩემს თავს ვიფიცებ: ჩემი პირიდან სიმართლე გამოდის, გადაუთქმელი სიტყვა, რომ ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და მე დამიფიცებს ყოველი ენა.
24
იტყვიან ჩემზე: მხოლოდ უფალშიაო სიმართლე და ძალა.“ შერცხვენილნი წარდგებიან უფლის წინაშე ისინი, ვინც მას მტრობდნენ.
25
უფლის წყალობით გამართლდება და განდიდდება ისრაელის მთელი მოდგმა.
← Chapter 44
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 46 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66