bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 62
Isaiah 62
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 61
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 63 →
1
სიონის გამო არ დავდუმდები და იერუსალიმის გამო არ დავმშვიდდები, ვიდრე ნათელივით არ გამოვა მისი სიმართლე და მისი ხსნა ანთებული ჩირაღდანივით.
2
და დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს და ყოველი მეფე – შენს დიდებას, და გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც წარმოსთქვამენ უფლის ბაგენი.
3
და იქნები დიდების გვირგვინად უფლის ხელში და სამეფო დიადემად შენი ღმერთის მარჯვენაში.
4
აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება: „ჩემი სასურველი“, და შენს ქვეყანას – „დაწინდული“, რადგან შენ მოგისურვა უფალმა და შენს ქვეყანას „დამწინდავი“ გაუჩნდება.
5
როგორც ჭაბუკი ქორწინდება ქალწულზე, ისე დაქორწინდებიან შენზე შენი ძენი; და როგორც ნეფე ხარობს თავის საპატარძლოთი, ისე შენი ღმერთი იხარებს შენით.
6
იერუსალიმ, შენს კედლებზე მეციხოვნენი დავაყენე, რომლებიც არასოდეს დადუმდებიან, არც დღე და არც ღამე. და თქვენ, უფლის გამხსენებელნო, ნუ დადუმდებით, –
7
ნუ დადუმდებით მის წინაშე, ვიდრე არ აღადგენს იერუსალიმს და არ აქცევს მას ქვეყნის დიდებად.
8
დაიფიცა უფალმა თავისი მარჯვენა და ძალა თავისი მკლავისა: „არ მივცემ მეტად ხორბალს საზრდოდ შენს მტრებს და არ შესვამენ უცხოთა შვილები შენს ღვინოს, რომელიც ოფლით მოიწიე,
9
რადგან მისი მომკელნი შეჭამენ მას და მადლს შესწირავენ უფალს, და მისი დამკრეფნი შესვამენ მას ჩემი საწმიდრის ეზოებში.“
10
შედით, შედით კარიბჭეებში, განუმზადეთ გზა ხალხს! მოასწორეთ, მოასწორეთ სავალი, წამოკრიფეთ ქვები, ბაირაღი აღუმართეთ ხალხებს!
11
აჰა, უფალი იუწყება დედამიწის კიდეებამდე: „უთხარით სიონის ასულს: ‘ჰა, მოდის შენი ხსნა! და მისი საზღაური მასთანაა და მისი მისაგებელი მის წინაშეა.’“
12
და უწოდებენ მათ წმიდა ერს, უფლის მიერ გამოსყიდულს; შენ კი გიწოდებენ სასურველ ქალაქს, მიუტოვებელს.
← Chapter 61
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 63 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66