bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 3
Isaiah 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 4 →
1
რადგან, აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, წაართმევს იერუსალიმსა და იუდას არძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა,
2
მამაც მეთაურსა და მებრძოლს, მსაჯულსა და წინასწარმეტყველს, მისანსა და უხუცესს,
3
ორმოცდაათის თავსა და დიდებულს, მრჩეველს, ბრძენ გრძნეულსა და ოსტატ ჯადოქარს.
4
და დავაყენებ ყმაწვილებს მათ მეთაურებად და ბავშვები იბატონებენ მათზე.
5
ხალხი ერთმანეთს დათრგუნავს, თითოეული – თავის მოყვასს, გაუთავხედდება ყმაწვილი მოხუცს და უღირსი – პატივდებულს.
6
დაიჭერს კაცი თავის ძმას თავისი მამის სახლში და ეტყვის: „სამოსელი გაქვს, გახდი ჩვენი უფროსი და იყოს ეს ნანგრევები შენს ხელთ!“
7
ხოლო ის მაშინათვე უპასუხებს ფიცით: „ვერ ვიქნები მე ხალხის მკურნალი, როცა ჩემს სახლში არც პურია და არც სამოსელი, ნუ დამაყენებთ მე ხალხის მთავრად!“
8
რადგან წაბორძიკდა იერუსალიმი და დაეცა იუდა, რაკი მათი სიტყვა და საქმე უფლის წინააღმდეგაა, უპატიებელი მისი დიდების თვალში.
9
მათი სახის გამომეტყველება მოწმობს მათ წინააღმდეგ, და თავიანთ ცოდვებს ღიად აცხადებენ, როგორც სოდომელნი, არ ფარავენ; ვაი, მათ სულს, რადგან თავს ბოროტება მიაგეს!
10
უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რადგან თავის შრომის ნაყოფს შეჭამს.
11
ვაი ურჯულოს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს!
12
ბავშვები არიან ჩემი ხალხის მჩაგვრელნი, ქალები ბატონობენ მათზე; ჩემო ხალხო, შენი მეგზურები გაცდუნებენ და გზა-კვალს გირევენ.
13
აღდგა უფალი სამსჯავროზე – და დგას ხალხთა განსასჯელად.
14
უფალი მსჯავრს სდებს მისი ხალხის უხუცესებს და მთავრებს: თქვენ ააოხრეთ ვენახი; ღარიბ-ღატაკთა ნაძარცვით სავსეა თქვენი სახლები.
15
რატომ ავიწროებთ ჩემს ხალხსა და ჩაგრავთ ღარიბ-ღატაკთ? – ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი.
16
და თქვა უფალმა: „რადგან გამედიდურდნენ სიონის ასულნი და დადიან ყელმოღერებით და ურცხვი მზერით, გამოდიან ცუნდრუკით და ფერხთა რგოლების ჟღარუნით,
17
თხემებს გაუქაჩლებს უფალი სიონის ასულთ და გაუშიშვლებს სარცხვინელს.“
18
იმ დღეს შემოაცლის მათ უფალი ფეხსამკაულ შიბებს, შუბლსაკრავებსა და ყელსაბამებს,
19
საყურეებს, სამაჯურებსა და პირბადეებს,
20
თავსაბურავებს, ხელსამკაულებს და სარტყლებს, სუნამოს ჭურჭლებს და ავგაროზებს,
21
ბეჭდებსა და ნესტოს რგოლებს,
22
მოხდენილ ტანსაცმელსა და მოსასხამებს, ხელმანდილებსა და ქისებს,
23
სარკეებს, პერანგებს, დოლბანდებსა და ხალათებს.
24
და იქნება სუნამოს ნაცვლად – სიმყრალე, სარტყლის ნაცვლად – ჯვალო, კულულთა ნაცვლად – სიქაჩლე, მშვენიერი მოსასხამის ნაცვლად – ჯვალო, სილამაზის ნაცვლად – დაღი.
25
შენი ვაჟკაცები მახვილით დაეცემიან და შენი მამაცები – ბრძოლის ველზე.
26
და მოჰყვებიან მოთქმას და გოდებას მისი ბჭენი; თავად კი მტვერსა და ნაცარში იჯდება იავარქმნილი.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66