bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 7
Isaiah 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 8 →
1
იუდას მეფის, ახაზის, იოთამის ძის, ყუზიას ძის დღეებში იყო, რომ გამოვიდნენ არამელთა მეფე რეცინი და ისრაელის მეფე ფეკახი, რემალიას ძე, იერუსალიმის წინააღმდეგ საომრად, მაგრამ ვერ დაიპყრეს.
2
და ეუწყა დავითის სახლს ასე: ეფრემის მიწაზე დაბანაკდაო არამი. და გული შეერყა ახაზსა და მის ხალხს, როგორც ხეები ირყევიან ტყეში ქარისაგან.
3
და უთხრა უფალმა ესაიას: წადით შენ და შენი ძე შეარ-იაშუბი, ახაზის შესახვედრად ზემო ტბორის წყალსადენის ბოლოს, მრეცხავთა ველის გზაზე რომ არის,
4
და უთხარი მას: „მშვიდად იყავი, ნუ შეშინდები, ნუ წახდები იმის გამო, რომ რისხვით აინთო ეს ორი მხრჩოლავი მუგუზალი – არამელი რეცინი და რემალიას ძე.
5
იმის გამო, რომ ბოროტი განიზრახეს შენს წინააღმდეგ არამელებმა, ეფრემელთ და რემალიას ძემ, როცა თქვეს:
6
‘ავიდეთ იუდაში და შევაშინოთ ის, და დავიმორჩილოთ, და დავსვათ იქ მეფედ ტაბეელის ძე.’
7
მაგრამ ასე ამბობს უფალი ღმერთი: არ გამოვა! ასე არ მოხდება!
8
რადგან არამზე დამასკო მბრძანებლობს, დამასკოზე კი – რეცინი. კიდევ 65 წელი – და გაქრებიან ეფრემელნი.
9
ეფრემზე მბრძანებლობს სამარია და სამარიაზე – რემალიას ძე. თუ თქვენი რწმენა მერყევია, თქვენც მერყევნი ყოფილხართ.“
10
კვლავ ლაპარაკობდა უფალი ახაზთან და უთხრა:
11
„მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, ნიშანი: ქვესკნელიდან ან მაღლა ზეციდან.“
12
და თქვა ახაზმა: „არ ვკითხავ და არ გამოვცდი უფალს.“
13
მაშინ ესაიამ თქვა: „ისმინე, დავითის სახლო, არ გეყოთ ადამიანები რომ გასარჯეთ, ახლა ჩემი ღმერთის გარჯაც გინდათ?
14
ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: აჰა, ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს.
15
სანამ ისწავლიდეს ბოროტისა და კეთილის გარჩევას, მისი საჭმელი ნაღები და თაფლი იქნება.
16
და კიდევ, ვიდრე ისწავლიდეს ის ბოროტისა და კეთილის გარჩევას, იმ ორი მეფის მიწაზე, რომლებისაც შენ გეშინია, კაცი აღარ დარჩება.
17
უფალი მოაწევს შენზე და შენს ხალხზე და შენი მამისსახლზე ისეთ დღეებს, როგორიც არ ყოფილა იუდასაგან ეფრემის განდგომის შემდეგ – აშურის მეფეს მოგივლენს.“
18
იმ დღეს იქნება რომ სტვენით მოუხმობს უფალი ბუზს, რომელიც ეგვიპტის მდინარეების შესართავთანაა, და ფუტკარს, რომელიც აშურის ქვეყანაშია,
19
და მოფრინდებიან და შეესევიან დაცლილ ველებსა და კლდეთა ნაპრალებს და ყოველ ეკლიან ბუჩქსა და ყოველ ღელეს.
20
იმ დღეს უფალი მოავლენს თქვენზე მდინარის გაღმიდან აშურის მეფისგან ნაქირავებ სამართებელს და გაგპარსავთ თავსა და ფეხის ბალანს, და წვერსაც მოგაკვეცთ.
21
და იმ დღეს გამოზრდის კაცი ერთ დეკეულსა და ორ ცხვარს.
22
და იმდენს მოიწველიან ისინი, რომ ნაღებით გამოიკვებება ის, და ყველა ამ ქვეყანაზე გადარჩენილს ნაღები და თაფლი ექნება საკვებად.
23
და მაშინ იქნება, რომ ნავენახარი, სადაც ათასი ვაზი ათას ვერცხლად ფასობდა, ნარ-ეკლით დაიფარება.
24
მშვილდ-ისრით ივლიან იქ ადამიანები, რადგან მთელი ქვეყანა ნარ-ეკლით იქნება დაფარული.
25
იმ ფერდობებზე აღარ გახვალ, რომლებსაც თოხით ანარნარებდი, რადგან შეგეშინდება ნარ-ეკლისა და ჯაგნარის; საძოვრად გარეკავენ იქ ცხვარ-ძროხას, და საქონელი გადაჯეგავს მას.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66