bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 22
Isaiah 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 23 →
1
წინასწარმეტყველება ხილვათა ხეობაზე. რა დაემართათ შენს მცხოვრებთ, რომ მთლიანად ერდოებზე გამოშლილან?
2
ხმაურით სავსე, მშფოთვარე ქალაქო, მოზეიმე ქალაქო! შენი დამარცხებულნი მახვილით არ დაცემულან და არც ბრძოლაში დაღუპულან.
3
ყველა შენი მხედართმთავარი ერთად გაიქცა, მშვილდები დაყარეს, ტყვედ ჩაცვივდნენ; ყველა, ვინც გადარჩა, ერთად არიან დატყვევებულნი, თუმცა შორს გარბოდნენ ისინი.
4
ამიტომ ვთქვი მე: პირი შემაქციეთ, მწარედ უნდა ვიტირო. ნუ შეეცდებით ჩემს ნუგეშისცემას, ჩემი ერის ასულის შემუსვრის გამო.
5
რადგან აურზაურის, მარცხის და დაბნეულობის დღეა ცაბაოთ უფალისაგან ხილვათა ველზე! კედელს ანგრევენ და ყვირილი მთის მწვერვალამდე აღწევს.
6
ყელამის მებრძოლებმა კაპარჭები მოიმარჯვეს, საომარი ეტლები და მხედრები გაემზადნენ ბრძოლისათვის, კირელმა მებრძოლებმა ფარები ასწიეს.
7
შენი ულამაზესი ველები სავსეა ეტლებით, მხედრები კარიბჭის პირდაპირ დაეწყვნენ.
8
ახდილია იუდას საფარველი! იმ დღეს თქვენ შეხედეთ მაღნარის სასახლის საჭურველს.
9
თქვენ იხილეთ, რომ მრავალი ნაპრალია დავითის ქალაქის კედლებში, და აგროვებდით წყალს ქვემო ტბორში;
10
და ათვალიერებდით იერუსალიმის სახლებს და ანგრევდით ზოგიერთს გალავნის გასამაგრებლად.
11
და მოაწყვეთ წყლის საცავი ორ კედელს შუა ძველი საგუბრის წყლისთვის. მაგრამ არად აგდებთ მის შემქმნელს, ძველთაგან მის დამსახველს.
12
მოუხმობს ცაბაოთ უფალი იმ დღეს სატირლად და საგლოვად, თმის გადასაპარსად და წელზე ჯვალოს შემოსასარტყლად.
13
მაგრამ თქვენ ილხენთ და მხიარულობთ, კლავთ ზვარაკებსა და ყელს ჭრით ცხვრებს, ჭამთ ხორცსა და სვამთ ღვინოს. ამბობთ: ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებითო.
14
და ყურში გამიმხილა ცაბაოთ უფალმა: „არ მიგეტევებათ თქვენ ეს ურჯულოება სიკვდილამდე!“ თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა.
15
ასე თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა: წადი და უთხარი ამ სამეფოს ეზოსმოძღვარს – შებნას:
16
რა გაქვს აქ და ვინა გყავს აქ, რომ ამოგიკვეთავს შენთვის სამარხი? – ის კვეთს თავის სამარხს მაღლობზე, კლდეში ჭრის თავის სავანეს.
17
აჰა, უფალი მოგისვრის შენ, როგორც მოისვრის ძლიერი კაცი და დაგჭმუჭნის,
18
დაგგორგლავს და მოგისვრის ვრცელ ქვეყანაში. იქ იქნება შენი და შენი ბრწყინვალე ეტლების ბოლო, შემარცხვენელო შენი ბატონის სახლისა!
19
გადაგისვრი შენი ადგილიდან და შენი მდგომარეობიდან დაგამხობ.
20
და იქნება იმ დღეს: მოვიხმობ ჩემს მონას ელიაკიმს, ხილკიას ძეს,
21
და შევმოსავ შენი სამოსით, და შენს ქამარს შემოვარტყამ წელზე, და შენს ხელმწიფებას გადავცემ მას; და იქნება ის იერუსალიმის მცხოვრებთა და იუდას მოდგმის მამა.
22
გადავკიდებ მხარზე დავითის სახლის გასაღებს, დაკეტავს და ვერავინ გააღებს, გააღებს და ვერავინ დაკეტავს.
23
პალოსავით ჩავარჭობ მას მყარ ადგილზე, და იქნება ის თავისი მამისსახლისათვის დიდების ტახტი.
24
და ჩამოჰკიდებენ მას მამამისის სახლის მთელ დიდებას – მოდგმას და ნაშიერს, სახლის მთელ ჭურჭელს – თასიდან დაწყებული უკანასკნელ ჭინჭილამდე.
25
იმ დღეს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – მოირყევა მყარ ადგილზე ჩარჭობილი პალო, გადატყდება და დაეცემა, და მოწყდება ტვირთი, რომელიც მას აწვა, რადგან უფალმა თქვა ეს.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66