bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 63
Isaiah 63
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 62
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 64 →
1
„ვინ არის ის, ედომიდან რომ მოდის, ბოცრადან – მეწამული სამოსლით? ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსლით თავისი ძალის სიდიადით მომავალი?“ – „მე ვარ, სიმართლის მთქმელი, ხსნის შემძლებელი.“
2
„რატომ არის წითელი შენი სამოსელი და შენი მოსასხამი საწნახლის შხეფებით დასვრილივით?“ –
3
„მე მარტო ვწურავდი საწნახელში, და ჩემიანი კაცი არ იყო ჩემთან. ვწურავდი განრისხებული და ვწნეხავდი გულისწყრომით; მათი სისხლი ეშხეფებოდა ჩემს მოსასხამს, და მთელი ჩემი სამოსელი დავსვარე.
4
რადგან შურისგების დღეა ჩემს გულში და ჩემს გამოსყიდულთა წელიწადი დადგა.
5
ვიყურებოდი და არ იყო ჩემი შემწე; მიკვირდა, რომ არ იყო მხარდამჭერი; და მიხსნა მე ჩემმა მარჯვენამ, და ჩემმა რისხვამ მიშველა.
6
და დავთრგუნე მე ხალხები ჩემი მძვინვარებით და დავათვრე ჩემი რისხვით, და მიწაზე დავღვარე მათი სისხლი.“
7
მადლს მივაგებ უფალს, ქება-დიდებას უფალს ყველა წყალობისთვის, რაც მოიმოქმედა ჩვენთვის უფალმა, და დიდი სიკეთისთვის, ისრაელის სახლზე რომ მოიმოქმედა თავისი მოწყალებით და, მრავალი წყალობით რომ მიაგო.
8
მან თქვა: „ის ჭეშმარიტად ჩემი ერია, ძენი, რომლებიც არ მიღალატებენ.“ და იყო ის მათი მხსნელი.
9
მათი ყველა ტანჯვები მისი ტანჯვები იყო, და მისი სახის ანგელოზი შველოდა მათ; თავისი სიყვარულითა და თავისი მოწყალებით გამოისყიდა ისინი, აიყვანა და ხელით ატარებდა მათ ძველ დღეთაგან.
10
მაგრამ ისინი ეურჩნენ და დაამწუხრეს მისი წმიდა სული; ამიტომაც მტრად ექცა იგი მათ და თავად ებრძოდა.
11
და გაიხსენა მისმა ხალხმა მოსეს ძველი დღეები. სად არის ახლა ის, ვინც ამოიყვანა ისინი ზღვიდან თავისი სამწყსოს მწყემსებთან ერთად? სად არის ის, ვინც დადო მათზე თავისი წმიდა სული,
12
ვინც წარმართა მოსეს მარჯვენა თავისი დიდებული მკლავით? ვინც გააპო წყლები მათ წინაშე, რათა გაეთქვა თავისი საუკუნო სახელი?
13
მორევში მათი გამომყვანი წაუფორხილებლად უდაბნოს ცხენებივით?
14
ხეობაში ჩასული ნახირივით დაავანა ისინი უფლის სულმა. ასე ატარებდი შენს ერს, რათა მოგეპოვებინა შენთვის დიდებული სახელი.
15
გადმოიხედე ზეციდან და შეხედე შენი წმიდა და დიადი სავანიდან: სად არის შენი შურისგება და შენი ძლევამოსილება? შენი გულის ძვრა და შენი მოწყალება არ მოვიდა ჩემამდის.
16
მხოლოდ შენა ხარ ჩვენი მამა; რადგან აბრაამი არ გვცნობს და ისრაელი თავისებად არ გვაღიარებს. შენა ხარ, უფალო, ჩვენი მამა. ჩვენი მხსნელია შენი სახელი დასაბამიდან.
17
რატომ გვაცდენ ჩვენ, უფალო, შენი გზებიდან, ასასტიკებ ჩვენს გულებს, რათა არ გვეშინოდეს შენი? მოხედე შენს მონებს, შენს წილხვედრ შტოთ.
18
მცირეხანს მბრძანებლობდა აქ შენი წმიდა ერი, მტრები შემოიჭრნენ შენს საწმიდარში.
19
ისე ვართ, როგორც დასაბამს, როცა არ ხელმწიფებდი ჩვენზე, როცა არ ვიწოდებოდით შენი სახელით.
← Chapter 62
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 64 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66