bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 40
Isaiah 40
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 39
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 41 →
1
ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ერი! – ამბობს თქვენი ღმერთი. –
2
გული მოუოხეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ტყვეობა, რომ გამოსყიდულია მისი ცოდვები, რადგან ორმაგად მიუზღო უფალმა ყველა მისი ცოდვების გამო.
3
ხმა მღაღადებლისა: „უდაბნოში განუმზადეთ გზა უფალს, ბილიკები მოუსწორეთ ტრამალებზე ჩვენს ღმერთს!
4
ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, ფერდობები დავაკდება და მთაგრეხილები – დასწორდება.
5
გამოჩნდება უფლის დიდება და იხილავს ამას ყოველი ხორციელი ერთად, რადგან უფლის ბაგემ თქვა ეს.“
6
ხმა ამბობს: „უქადაგე!“ მე ვკითხე: „რა ვუქადაგო?“ – „უქადაგე, რომ ყოველი ხორციელი ბალახია და მთელი მისი მშვენება – მინდვრის ყვავილი.
7
ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, როდესაც უფალი დაუბერავს მას. ასეა, ბალახია ხალხი!
8
ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი მარად რჩება.“
9
მაღალ მთაზე ადი, სიონო, მაცნეო სიხარულისა! იერუსალიმ, მაცნეო სიხარულისა, დაიგრგვინე! აღიმაღლე, ნუ ძრწი! დასძახე იუდას ქალაქებს: „აჰა, თქვენი ღმერთი!“
10
აჰა, მოვა უფალი ღმერთი, ძლიერია იგი, და იხელმწიფებს მისი მარჯვენა! აჰა, მასთანაა მისი ჯილდო და მისი გარჯის ნაყოფი მის წინაშეა.
11
ის დამწყემსავს თავის ფარას, როგორც მწყემსი; თავისი მარჯვენით შეკრებს კრავებს და უბით ატარებს, წინ წაუძღვება ბატკნის დედებს.
12
ვის ამოურწყავს ზღვა მუჭით და გადაუზომია ცა მტკავლით, ვის ჩაუტევია საწყაოში ქვეყნიერების ქვიშა და სასწორის პინებით ვის აუწონია მთები და ბორცვები?
13
ვის წარუმართავს უფლის სული? და ვის დაუმოძღვრავს იგი თავისი რჩევით?
14
ვისთვის უთხოვია მას რჩევა და ვინ განაბრძნო იგი? ვინ დააყენა ის სიმართლის გზაზე? ვინ აღჭურვა ის ცოდნით, და ვინ მიუთითებს გონიერების გზისაკენ?
15
აჰა, მთელი ხალხები, ისე არიან უფალთან, როგორც ერთი წვეთი სავსე კოკასთან, როგორც სასწორის პინაზე დარჩენილი მტვერი; აჰა, კუნძულებს მტვერივით ახვეტავს უფალი.
16
ლიბანის ტყეები არ ეყოფა სამსხვერპლო ცეცხლად და მისი პირუტყვი – სრულადდასაწველად.
17
მთელი ხალხები არარაობაა მის წინაშე, ფუჭად და ამაოდ შეირაცხებიან მის თვალში.
18
მაშ ვის მიამგვანებდით ღმერთს? რა მსგავსებას მოუძებნიდით მას?
19
კერპი ხომ ხელოსნის ჩამოსხმულია, ოქრომჭედელი ოქროთი ჭედავს მას და ვერცხლის შიბებით ამკობს.
20
ვინც ვერ გასწვდება ასეთ შესაწირავს, ულპობელ ხეს ირჩევს, გამოცდილ ხელოსანს ეძებს, რათა გამოახარატებინოს ისეთი კერპი, ურყევად რომ იდგება.
21
ნუთუ არ იცით? ნუთუ არ გსმენიათ? ნუთუ არ გეუწყათ დასაბამიდან? ნუთუ ვერა სცანით დედამიწის საფუძვლები?
22
უფალი ზის დედამიწის კამარაზე, ხოლო დედამიწის მკვიდრნი კალიებს ჰგვანან მის წინაშე. მან გაფინა ცა მსუბუქი ქსოვილივით და საცხოვრებელი კარავივით გაშალა.
23
ის მეუფეებს არაფრად აქცევს და ქვეყნის მსაჯულთ – არარაობად.
24
ის იყო დაინერგნენ, ის იყო დაითესნენ, ის იყო მიწაში გაიდგეს ფესვი, და როგორც კი დაჰქროლა უფალმა მათ, გახმნენ და ქარიშხალმა ბზესავით წაიღო ისინი.
25
„ვის მიმამსგავსებთ მე, ვინ შემედრება მე?“ – ამბობს წმიდა.
26
აღაპყრეთ თვალი ზეცაში და იხილეთ – ვინ შექმნა ისინი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს ეს ციური მხედრობა, ყველას მათი სახელით მოუხმობს. ყველა გამოდის – ერთიც არ დააკლდება – ასეთია მისი ძალა და ძლევამოსილება.
27
რატომ ამბობ, იაკობ, და ლაპარაკობ, ისრაელ: დაფარულიაო ჩემი გზა უფლისაგან, და ჩემი სამართალი განუკითხავიაო ღვთისაგან?
28
განა არ იცი? განა არ გსმენია, რომ მარადიული უფალი ღმერთი, შემქმნელი ქვეყნიერების კიდეებისა, არ იღლება და არ იქანცება? მიუწვდომელია მისი გონება.
29
ის აძლევს ძალას დაღლილს და დაქანცულს სიმტკიცეს მატებს.
30
იღლებიან ჭაბუკნი და იქანცებიან, ყმაწვილნი ეცემიან,
31
ხოლო უფლის მოსავნი ძალას განიახლებენ; ფრთებს გაშლიან ორბებივით, მორბენალნი არ დაიქანცებიან, მავალნი არ დაიღლებიან.
← Chapter 39
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 41 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66