bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 23
Isaiah 23
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 24 →
1
წინასწარმეტყველება ცორზე. ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან ცორი გაპარტახდა, აღარც სახლია, აღარც სახლში შესასვლელი. ქითიმის ქვეყნიდან დაბრუნებულებმა შეიტყვეს ეს ამბავი.
2
იგლოვეთ, ზღვისპირეთის მკვიდრნო, ციდონის ზღვაოსანი ვაჭრები გამდიდრებდნენ შენ.
3
დიდი წყლებით მოდიოდა შიხორის მარცვლეული, ნილოსის სანაპიროების სამკალი იყო მისი მოსავალი, სხვადასხვა ხალხებიდან ნაყიდი.
4
გრცხვენოდეს, ციდონო! ასე ამბობს ზღვა, ზღვისპირეთის სიმაგრე: „არ განმიცდია მშობიარობის ტკივილები, არ მიშვია და არ გამიზრდია ჭაბუკნი, არ აღმიზრდია ქალწულები.“
5
როდესაც ცორის ამბავს შეიტყობენ ეგვიპტელნი, ძრწოლა შეიპყრობთ.
6
გადადით თარშიშში! იქვითინე, ზღვისპირეთის ტომო.
7
ნუთუ ესაა თქვენი მხიარული ქალაქი, რომლის დასაბამი ძველისძველია? მისი ფეხები შორეთში დაატარებენ მას.
8
ვინ გადაუწყვიტა ეს ცორს, ქალაქს, რომელიც გვირგვინებით ამკობდა მეფეებს, რომლის სოვდაგარნიც მბრძანებლობდნენ, რომლის ვაჭრებსაც პატივით ეპყრობოდა მთელი ქვეყანა?
9
ცაბაოთ უფალმა გადაწყვიტა, შეებღალა ქედმაღლობა ყოველგვარი დიდებისა, დაემცირებინა ქვეყნის ყველა ღირსებანი.
10
გაეშურე შენი ქვეყნისკენ, თარშიშის ასულო! რადგან აღარაა ნავსაყუდელი.
11
უფალმა ხელი დაუღერა ზღვას და შეძრა სამეფოები; უფალმა ბრძანა ქანაანზე, დაექციათ მისი ციხესიმაგრენი.
12
მან თქვა: ვეღარ გაიხარებ ამიერიდან, შერცხვენილო ქალწულო, ციდონის ასულო! ადექი, გადადი ქითიმში, მაგრამ არც იქ გექნება მოსვენება.
13
აჰა, ქალდეველთა ქვეყანა – ეს ხალხი უწინ არ იყო. აშურმა მისცა ის უდაბნოს ველურ არსებებს. აშურელებმა მიაყენეს მას საბრძოლო კოშკები, დაანგრიეს, გააცამტვერეს მისი ციხესიმაგრეები.
14
ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან თქვენი სიმაგრე შემუსრულია.
15
და მოხდება იმ დღეს, დავიწყებული იქნება ცორი 70 წელიწადს – ერთი მეფის ცხოვრების დღეების კვალობაზე; 70 წლის ბოლოს დაემართება ცორს ის, რაც მეძავის სიმღერაშია:
16
აიღე ქნარი, შემოიარე ქალაქი, დავიწყებულო მეძაო! ტკბილად დაუკარი, ბევრი იმღერე, იქნებ გაგიხსენონ შენ!
17
70 წლის შემდეგ მოხედავს უფალი ცორს. და ისევ დაუბრუნდება ცორი თავის სიძვის გასამრჯელოს და იმეძავებს ქვეყნის ყველა სამეფოსთან დედამიწის ზურგზე.
18
მაგრამ მისი ნავაჭრი და მისი მოგება მიძღვნილი იქნება უფლისადმი; არ დაგროვდება საგანძურებსა და საწყობებში, რადგან უფლის წინაშე მცხოვრებთათვის იქნება, რომ მაძღრისად ჭამონ და დიდებულად შეიმოსნენ.
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66