bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 51
Isaiah 51
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 50
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 52 →
1
მისმინეთ მე, სიმართლის მწყურვალნო, უფლის მაძიებელნო! შეხედეთ კლდეს, რომლისგანაც ხართ გამოკვეთილნი, და ნაპრალის სიღრმეს, რომლისგანაც ხართ ამოყვანილნი.
2
შეხედეთ აბრაამს, თქვენს მამას, და სარას, თქვენს გამჩენს; რადგან იმ ერთს მოვუხმე, ის ვაკურთხე და ის გავამრავლე.
3
რადგან უფალი ანუგეშებს სიონს, ანუგეშებს მის ყველა ნანგრევს; ედემივით აქცევს მის უდაბნოს და მის ტრამალს – უფლის წალკოტივით, სიხარული და მხიარულება იქნება მასში, სამადლობელი და გალობის ხმები.
4
მისმინე, ჩემო ერო, და ჩემო ტომო, ყური მიგდე! რადგან ჩემგან გამოვა რჯული და ჩემს სამართალს ხალხებს სინათლედ დავუდგენ.
5
ახლოვდება ჩემი სიმართლე; მოაწია ჩემმა ხსნამ და ჩემი მარჯვენა განსჯის ხალხებს. მე დამენდობიან კუნძულები და ჩემი მკლავის იმედი ექნებათ.
6
მაღლა ზეცას მიაპყარით თვალი და დაბლა დედამიწას დახედეთ, რადგან ზეცა კვამლივით გაიფანტება და დედამიწა სამოსელივით დაიძენძება, და მისი მცხოვრებნიც მკბენარივით გაწყდებიან, ჩემი ხსნა კი საუკუნოდ იქნება, და ჩემი სიმართლე არ შეწყდება.
7
მისმინეთ მე, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, რომელთაც ჩემი რჯული გულში გაქვთ. ნუ გეშინიათ კაცთაგან შეურაცხებისა და მათი ლანძღვა-გინება ნუ დაგაფრთხობთ.
8
რადგან, როგორც ტანსაცმელს, ჩრჩილი შეჭამს მათ, და როგორც მატყლს – მატლი, ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ იქნება, და ჩემი ხსნა – თაობიდან თაობაში გადავა.
9
გაიღვიძე, გაიღვიძე, ძალი შეიმოსე, უფლის მარჯვენავ! გაიღვიძე, როგორც ძველ დროში, შორეულ თაობებში! განა შენ არ შემუსრე რაჰაბი, შენ არ განგმირე ურჩხული?
10
განა შენ არ ამოაშრე ზღვა, წყლები დიდი უფსკრულისა? ზღვის სიღრმენი გზად არ აქციე გამოხსნილთა გასავლელად?
11
და დაბრუნდებიან უფლის მიერ გამოსყიდულნი და მოვლენ სიონში სიმღერით, და საუკუნო სიხარული იქნება მათ თავს. შვებას და სიხარულს ეწევიან ისინი: ოხვრა და ვარამი განქარდება.
12
მე ვარ, მე თავად თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ გეშინია მოკვდავი კაცისა? და ადამის ძისა, რომლის სიცოცხლეც ბალახივითაა?
13
დაგვიწყებია უფალი, შენი შემქმნელი, ცათა გარდამრთხმელი და დედამიწის დამფუძნებელი. და დღენიადაგ გეშინია შემაჭირვებლის რისხვისა, რომელიც შენს მოსასპობად ემზადებოდა. მაგრამ სადღაა შენი შემაჭირვებლის რისხვა?
14
მალე გათავისუფლდება დატყვევებული, არ მოკვდება დილეგში, არ მოაკლდება პური.
15
მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ის ვინც ზღვას დაატეხს ქარიშხლებს და აღმუვლებს მის ზვირთებს; ის, ვისი სახელიც ცაბაოთ უფალია.
16
მე ჩავდებ ჩემს სიტყვებს შენს ბაგეებში და ჩემი ხელების ჩრდილით დაგფარავ შენ, რათა მოვაწყო ზეცა და დავაფუძნო დედამიწა, და ვუთხრა სიონს: „ჩემი ერი ხარ შენ!“
17
გამოიღვიძე, გამოიღვიძე, ადექი, იერუსალიმ, შენ, რომელმაც შესვი უფლის ხელიდან მისი რისხვის თასი! თრობის თასი ბოლომდე გამოცალე.
18
არა ჰყავდა მას წინამძღოლი მის ნაშობ ძეთა შორის; არა ჰყავდა ხელის შემშველებელი ძეთა შორის, რომლებიც მან დაზარდა.
19
ეს ორივე შენ გეწია – ვის დაენანები? – ძარცვა და დაქცევა, შიმშილი და მახვილი – ვინ განუგეშოს შენ?
20
შენი ძენი დაუძლურდნენ, ყოველი ქუჩის კუთხე-კუნჭულებში ყრიან, როგორც ბადეში გაბმული არჩვები, სავსენი უფლის რისხვით, შენი ღმერთის მუქარით.
21
ამიტომ ისმინე ეს, წამებულო და უღვინოდ მთვრალო!
22
ასე ამბობს შენი მეუფე, უფალი და ღმერთი შენი, მოსარჩლე თავისი ხალხისა: „აჰა, ხელიდან გართმევ თრობის თასს, ჩემი რისხვის ფიალას, რომ მეტჯერ აღარ შესვა იგი.
23
და ხელთ მივცემ მას შენს მტანჯველთ, რომლებიც გეუბნებოდნენ: პირქვე დაემხე, რათა შენს ზურგზე გადავიაროთო! და შენ შენი ზურგი მიწასავით დააგე, და ქუჩასავით – გამვლელ-გამომვლელთათვის.“
← Chapter 50
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 52 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
Recommended Reading
Commentary
Isaiah Commentaries
→
Devotional
Isaiah Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→