bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 42
Isaiah 42
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 41
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 43 →
1
აი ჩემი მონა, რომელიც ხელით მიჭირავს, ჩემი რჩეული, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა. დავდებ მე მასზე ჩემს სულს და სამართალს გაუჩენს იგი ხალხებს.
2
არ იყვირებს და არ აღიმაღლებს ხმას, ქუჩაში ვერავინ მოისმენს მის ხმას.
3
დაბზარულ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს; სწორ სამართალს გააჩენს.
4
არ დაცხრება და არ გატყდება, ვიდრე არ დაამყარებს ქვეყნად სამართალს. მის განგებულებას მოელიან კუნძულები.
5
ასე ამბობს უფალი ღმერთი, რომელმაც შექმნა ზეცა და განფინა იგი; შექმნა დედამიწა მისი აღმონაცენითურთ; მისცა სუნთქვა ხალხს და სული – ქვეყნად მოარულთ.
6
მე, უფალმა, მოგიწოდე სიმართლით, ხელში გწვდები და დაგიცავ, დაგადგენ აღთქმად ხალხისთვის და წარმართთა სინათლედ,
7
რათა აუხილო ბრმებს თვალები, რათა პატიმარნი ამოიყვანო საპყრობილიდან, და წყვდიადიდან – ბნელში მსხდომნი.
8
მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი. არ მივცემ ჩემს დიდებას სხვას და ჩემს ქებას – კერპებს.
9
აჰა, ახდა უწინ ნაუწყები, ახალსაც გაუწყებთ; ვიდრე ის მოხდებოდეს, მე გაუწყებთ.
10
უგალობეთ უფალს ახალი გალობა, ქება შეასხით მას ქვეყნის კიდეებიდან, თქვენ, ზღვაზე მავალთ და მთელმა მისმა სისავსემ, კუნძულებმა და მათმა მობინადრეებმა.
11
დაე, აღავლინონ ხმა უდაბნომა და მისმა ქალაქებმა, დაბა-სოფლებმა, სადაც კედარელნი მკვიდრობენ; იგალობონ კლდეებში მცხოვრებთ, და მთათა მწვერვალებიდან დასჭექონ!
12
დიდება მიაგებონ უფალს და მისი ქება კუნძულებზე აუწყონ.
13
უფალი მამაცი მეომარივით გამოვა; მებრძოლივით შურით აღივსება; შემოსძახებს და დასცემს საბრძოლო ყიჟინას, და ძალას გამოიჩენს თავისი მტრების წინააღმდეგ.
14
დიდხანს ვდუმდი, ჩუმად ვიყავი, ვითმენდი; ახლა მშობიარესავით ავკივლდები, დავამსხვრევ და ვშთანთქავ ყოველივეს.
15
გავაუდაბურებ მთებსა და ბორცვებს და გადავახმობ მთელ მათ სიმწვანეს, მდინარეებს კუნძულებად ვაქცევ, ტბებს ამოვაშრობ.
16
ვატარებ ბრმებს იმ გზით, რომელიც მათ არ იცოდნენ, მათთვის უცნობი ბილიკებით წავიყვან, მათ წინაშე სიბნელეს სინათლედ ვაქცევ და ოღრო-ჩოღროებს – ვაკეებად. ეს არის საქმეები, რომელთაც გავაკეთებ და არ მივატოვებ.
17
უკან დაიხევენ და დიდი სირცხვილით შერცხვებიან კერპებით მოიმედენი, რომლებიც ეუბნებიან კერპებს: „თქვენა ხართ ჩვენი ღმერთები.“
18
ყრუებო, ისმინეთ! ბრმებო, უყურეთ, რომ დაინახოთ.
19
ვინ არის ისე ბრმა, როგორც ჩემი მონა? და ყრუ, როგორც ჩემი გაგზავნილი მაცნე? ვინ არის ისე ბრმა, როგორც მახლობელი ჩემი, ისე ბრმა, როგორც უფლის მონა?
20
იყურები, მაგრამ ვერ ამჩნევ, აყურადებ, მაგრამ ვერ ისმენ.
21
უფალმა ინება თავისი სიმართლისათვის განედიდებინა და დიდებულ-ეყო რჯული;
22
მაგრამ ეს გაძარცული და დარბეული ხალხია, გამოქვაბულებში არიან შეყრილნი და საპყრობილეებში ჩაკეტილნი; აყაჩაღებდნენ და არ იყო მშველელი, ძარცვავდნენ და არავინ იყო მთქმელი: დაუბრუნეთო!
23
რომელმა თქვენგანმა გაიგონა ეს? ყური ვინ მიაპყრო და ვინ მოისმინა მომავალი?
24
ვინ მისცა იაკობი დასარბევად, და ისრაელი – გასაძარცვად? განა უფალმა არა, რომელსაც შევცოდეთ? მათ არ ისურვეს მისი გზით სიარული, და მისი რჯული არ ისმინეს.
25
და გადმოღვარა უფალმა მათზე თავისი რისხვა – ომის მრისხანება! ცეცხლი შემოუნთო მათ ირგვლივ, მაგრამ მათ ვერაფერი გაიგეს, იწვოდნენ, მაგრამ გონთ ვერ მოეგნენ.
← Chapter 41
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 43 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
Recommended Reading
Commentary
Isaiah Commentaries
→
Devotional
Isaiah Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→