bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 2
Isaiah 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 3 →
1
ხილვა ესაიასი, ამოცის ძისა, იუდასა და იერუსალიმზე.
2
და იქნება, რომ უკანასკნელ დღეებში განმტკიცდება მთა უფლის ტაძრისა, ყველა მთების სათავეში დადგება ის და ამაღლდება და დინებას დაიწყებს მისკენ ყველა წარმართი.
3
და დაიძვრებიან მრავალი ხალხები მისკენ და იტყვიან: „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში, ის გვასწავლის თავის გზებს, და ვივლით მისი ბილიკებით.“ რადგან სიონიდან გამოვა რჯული, და უფლის სიტყვა – იერუსალიმიდან.
4
და განიკითხავს ის ერებს, და ამხილებს მრავალ ხალხებს; ისინი თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბისწვერებს – ნამგლებად. ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან.
5
სახლო იაკობისა, მოდით და ვიაროთ უფლის ნათელში!
6
მაგრამ შენ მიატოვე შენი ხალხი, სახლი იაკობისა, რადგან მისნობენ აღმოსავლეთის მსგავსად და ჯადოსნობენ ფილისტიმელთა და უცხოტომელთა მსგავსად; და მიეწებნენ უცხოტომელთა შვილებს.
7
და გაივსო მისი ქვეყანა ვერცხლითა და ოქროთი, და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურს; აივსო მათი ქვეყანა ცხენებით, ბოლო არა აქვს მის ეტლებს.
8
და გაივსო მისი ქვეყანა კერპებით, თავიანთი ხელით გაკეთებულს სცემენ თაყვანს, იმას, რაც მათმა ხელებმა გააკეთეს.
9
და დამდაბლდა ადამიანი და დამცირდა კაცი; და შენ ნუ შეუნდობ მათ.
10
კლდეთა მღვიმეებში შეასწარ და მიწაში დაემალე უფლის შიშსა და მისი დიდებულების ბრწყინვალებას.
11
ადამიანის ზვიადი მზერა დამდაბლდება, და კაცთა ამპარტავანება დამცირდება, მხოლოდ უფალი განდიდდება იმ დღეს.
12
რადგან ცაბაოთ უფლის დღე დაუდგება ყოველ ქედმაღალსა და ამპარტავანს და ყოველ აღზევებულს, და დამცირდება ის;
13
ლიბანის ყველა მაღალ და აზიდულ კედარს, ბაშანის ყველა მუხას;
14
ყველა მაღალ მთას, ყველა შემაღლებულ ბორცვს;
15
ყველა მაღალ გოდოლს, და ყველა გამაგრებულ გალავანს;
16
და თარშიშის ყველა ხომალდს, და ყველა მათ სასურველ ნივთს.
17
დამდაბლდება ადამიანის ქედმაღლობა, და დამცირდება კაცთა ამპარტავანება, მხოლოდ უფალი განდიდდება იმ დღეს.
18
ერთიანად გაქრებიან კერპები.
19
ადამიანები კლდეთა მღვიმეებსა და მიწის ნაპრალებში შეიხიზნებიან უფლის შიშით, და მისი დიდების ბრწყინვალებისაგან, როდესაც ის წამოიმართება ქვეყნიერების შესაზარად.
20
იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, სათაყვანოდ რომ გაიკეთა.
21
და შეიხიზნებიან კლდეთა მღვიმეებსა და მიწის ნაპრალებში, შეიხიზნებიან უფლის შიშისაგან და მისი დიდების ელვარებისაგან, როდესაც ის წამოიმართება ქვეყნიერების შესაზარად.
22
ნუ მიენდობით ადამიანს, სული რომ ნესტოებში უდგას, რადგან რაღა ღირსება აქვს მას?
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66