bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 66
Isaiah 66
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 65
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
1
ასე ამბობს უფალი: „ცა ჩემი ტახტია, დედამიწა კვარცხლბეკია ჩემი. სად უნდა ამიგოთ სახლი? და სად არის ჩემი დასავანებელი ადგილი?
2
ყველაფერი ეს ჩემმა ხელმა შექმნა და გაჩნდა ყოველივე ეს, – ამბობს უფალი. – აი, ვის მოვხედავ: გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს.
3
უკეთური რომ ზვარაკსა მწირავს, თუნდაც კაცი დაეკლას; კრავს რომ მწირავს, თუნდაც ძაღლი დაეხრჩოს; ძღვენს რომ აღმივლენს, თუნდაც ღორის სისხლი შემოეწიროს; გუნდრუკს რომ მიკმევს, თუნდაც კერპი ეკურთხებინოს; და როგორც მათ თავად აირჩიეს თავიანთი გზები, და სისაძაგლენი სურდა მათ სულს,
4
მეც აბუჩად ავიგდებ მათ და საშინელებას მოვაწევ მათ, რადგან ვუხმობდი და არ იყო პასუხის გამცემი, ვლაპარაკობდი და არ ისმინეს, ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში და, რაც მე არ მსურდა, ის ამოირჩიეს!“
5
ისმინეთ უფლის სიტყვა, მისი სიტყვის მოშიშნო: „ასე ამბობენ თქვენი თანამოძმენი, რომელთაც მოგიძულეს თქვენ ჩემი სახელის გულისთვის: დაე, გამოჩნდესო უფალი დიდებით, ჩვენ ვნახავთო თქვენს სიხარულს! მაგრამ ისინი შერცხვებიან.“
6
ხმაურის ხმაა ქალაქიდან, ხმაა ტაძრიდან, ხმაა უფლისა, თავის მტრებს რომ მიაგებს საზღაურს.
7
ჯერ მშობიარობა არ დაწყებოდა და უკვე შვა, ჯერ არ დაწყებოდა მშობიარობის ტკივილები და უკვე დაბადა ვაჟი.
8
ვის გაუგონია ასეთი რამ? ვის უნახავს ამის მსგავსი? თუ შობილა რომელიმე ქვეყანა ერთ დღეს? შობილა კი ერი უეცრივ? როგორც სიონმა შვა, როგორც დაეწყო მშობიარობის ტკივილები, უმალ შვა თავისი ძენი.
9
განა მშობიარობამდე მივაღწევინებ და არ ვამშობიარებ? – ამბობს უფალი. – როგორ დავუხშობ საშოს, როცა მე ვარ მამშობიერებელი? – ამბობს შენი ღმერთი.
10
გაიხარეთ იერუსალიმთან ერთად, და ილხინეთ მისით, ვინც მისი მოყვარულნი ხართ! გაიხარეთ მასთან სიხარულით ყველამ, ვინც მას იგლოვთ!
11
რათა მოწოვოთ და გაძღეთ მისი მანუგეშებელი ძუძუთი, რათა წოვოთ და დატკბეთ მისი დიდების სიუხვით.
12
რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვაფენ მასზე მშვიდობას მდინარესავით და მოვარდნილი ნიაღვარივით ხალხთა დოვლათს; და გამოიზრდებით, ჩვილებივით იქნებით ხელში ატატებულნი და მუხლებზე ნალოლიავები.
13
როგორც დედა ანუგეშებს შვილს, ისე განუგეშებთ მე თქვენ და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი.
14
და დაინახავთ ამას და გაიხარებს თქვენი გული, თქვენი ძვლები ჯეჯილივით აბიბინდება და გამოეცხადება უფლის ხელი მის მონებს, და თავის მტრებს განურისხდება უფალი.
15
რადგან, აჰა, უფალი ცეცხლში მოვა და გრიგალივითაა მისი ეტლები, რათა გაამძვინვაროს თავისი რისხვა და თავისი წყრომა ცეცხლის ენებად აღატყინოს.
16
რადგან უფალი განსჯის ცეცხლითა და მახვილით ყოველ ხორციელს, და ბევრნი იქნებიან უფლის მიერ დახოცილნი.
17
ისინი, ვინც განიწმიდებიან და სუფთავდებიან თავიანთ ჭალებში, ღორის ხორცსა ჭამენ, ჭამენ ყოველგვარ სისაძაგლეს და თაგვებს, ერთიანად მოისპობიან, – ამბობს უფალი.
18
რამეთუ მე ვიცი მათი საქმენი და ფიქრები. მოდის დრო ყველა ხალხებისა და ყველა ენების შეკრებისა, და მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას.
19
და მე მივცემ მათ ნიშანს და გავგზავნი მათგან გადარჩენილებს ხალხებთან თარშიშში, ფულში და ლუდში; გავგზავნი მშვილდის მომჭიმელთ თუბალში და იავანში; გავგზავნი შორეულ ნაპირებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი და არ უნახავთ ჩემი დიდება. და აუწყებენ ჩემს დიდებას ხალხებს.
20
ისინი წამოიყვანენ თქვენს ყოველ მოძმეს ყველა ხალხებიდან უფლისადმი ძღვნად, ცხენებითა და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებითა და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში, – ამბობს უფალი, – როგორც ისრაელიანებს მოაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლით უფლის სახლში.
21
და მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად, – ამბობს უფალი. –
22
რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე, – ამბობს უფალი, – ასევე იქნება თქვენი თესლი და თქვენი სახელი.
23
და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემად ჩემს წინაშე, – ამბობს უფალი. –
24
და გავლენ და დაინახავენ ჩემგან განდგომილ ადამიანთა გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და იქნებიან ისინი სისაძაგლედ ყოველი ხორციელისათვის.
← Chapter 65
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
Recommended Reading
Commentary
Isaiah Commentaries
→
Devotional
Isaiah Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→