bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 8
Isaiah 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 9 →
1
და მითხრა უფალმა: „აიღე დიდი დაფა და დაწერე ზედ გარკვევით: ‘მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზ.’“
2
და ავიყვანე სარწმუნო მოწმენი: ურია მღვდელი და ზაქარია იებერექიას ძე.
3
და მივუწექი ქადაგ ქალს; დაორსულდა ის და ძე გამიჩინა. და მითხრა უფალმა: „სახელად დაარქვი მას მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზ,
4
რადგან, სანამ ყმაწვილი შეძლებს თქვას: ‘მამა’ ან ‘დედა’, დამასკოს სიმდიდრესა და სამარიის ნადავლს წაიღებენ აშურის მეფის წინაშე.“
5
და კვლავ მითხრა მე უფალმა:
6
„იმის გამო, რომ ხალხმა მოიძულა შილოახის მდორე წყალი და შეხარიან რეცინსა და რემალიას ძეს,
7
უფალი მიუგდებს მათ დიდი მდინარის უზღვავ და მქუხარე წყლებს – აშურის მეფეს და მთელ მის ძალას – და აიწევს მისი კალაპოტი, გადმოხეთქავს და წალეკავს მთელ სანაპიროებს.
8
წარღვნასავით მოვა, იუდას წალეკავს, ყელამდე იქნება, ფრთებით დაფარავს მთელს შენს ქვეყანას, ემანუელ!“
9
აბობოქრდით, ხალხებო, და თრთოდეთ! ყურად იღე, ქვეყნის კიდით-კიდევ! ბრძოლისთვის განემზადეთ და თრთოდეთ! ბრძოლისთვის განემზადეთ და თრთოდეთ!
10
ბჭობდეთ, მაგრამ დაირღვევა თქვენი თათბირი, სიტყვა თქვით, მაგრამ არ შესრულდება, რადგან ჩვენთანაა ღმერთი!
11
აი რა მითხრა მე უფალმა, როცა ხელით შემეხო და მარიგებდა, რომ არ მევლო ამ ხალხის გზებით. მან მითხრა:
12
„შეთქმულებას ნუ დაარქმევთ ყოველივე იმას, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას უწოდებს. და ნურც იმისი შეგეშინდებათ, რისიც მათ ეშინიათ, და ნურც შეძრწუნდებით.
13
წმიდად შერაცხეთ ცაბაოთ უფალი, მისი შიშის ზარი გცემდეთ.
14
ის იქნება სიწმიდე და დაბრკოლების ქვა, ქვა, რომელსაც ფეხს წამოჰკრავს ისრაელიანთა ორივე სამეფო; მახე და ბადე იქნება ის იერუსალიმის მკვიდრთათვის.
15
მრავალნი წაიბორძიკებენ მასზე, დაეცემიან, ჩაცვივიან და შეპყრობილ იქნებიან.
16
შეკარი ეს მოწმობა, ბეჭედი დაასვი ამ დარიგებას, იყოს ეს ჩემს მოწაფეთათვის.“
17
უფლის იმედით ვიქნები, თუმცა მან გარემიიქცია სახე იაკობის სახლისგან. და მე ვესავ უფალს.
18
აჰა, მე და ბავშვები, რომლებიც მომცა მე უფალმა, როგორც ნიშნები და სასწაულები ისრაელიანთათვის ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული.
19
თუ გეტყვიან: რჩევისთვის მიმართეთო მკვდრის გამომძახებელთ და გრძნეულთ, მოჩურჩულეთ და მობუტბუტეთ – განა ყოველი ხალხი თავის ღმერთს არ გამოჰკითხავს მკვდართა მეშვეობით ცოცხალთათვის?
20
რჯულსა და მოწმობას ვფიცავ, უეჭველად ასე გეტყვიან, მაგრამ ასეთ სიტყვას ძალა არა აქვს.
21
და ჩაივლის იქ სასოწარკვეთილი და მშიერი და განრისხებული დასწყევლის თავის მეფესა და თავის ღმერთს, და აიხედავს ზემოთ,
22
ან მიწას დახედავს და, აჰა, ყველგან ვაება და წყვდიადი. უკუნეთში არიან განდევნილი. მაგრამ აღარ იქნება წყვდიადი ჩაგრულთათვის.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66