bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 17
Isaiah 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 18 →
1
წინასწარმეტყველება დამასკოზე. ქალაქი დამასკო გაქრება, ნანგრევებად იქცევა.
2
ყაროყერის ქალაქებს მიატოვებენ სამუდამოდ, ცხვრის ფარების საძოვრებად იქცევა, დაეყრებიან და არავინ იქნება მათი წამომშლელი.
3
აღარ ექნება ეფრემს ციხესიმაგრეები, აღარ დასხდებიან მეფეები დამასკოში. არამის ნატამალსაც იგივე დაემართება, რაც ისრაელიანთა დიდებას, – ამბობს ცაბაოთ უფალი.
4
და იქნება იმ დღეს: დაკნინდება იაკობის დიდება, გამოიფიტება მისი გაფუებული ტანი.
5
ყანის მკას დაემსგავსება ეს ყოველივე: მომკელის მარჯვენა რომ გადამკის ყანას, რეფაიმის ველზე რომ მოიმცვრევენ ჩაბნეულ თავთავს.
6
გადარჩებიან მხოლოდ ცოტანი. ზეთისხილის ხის ბერტყასავით იქნება, როცა ბერტყის შემდეგ აქა-იქ თითო-ოროლა ნაყოფი რჩება კენწეროზე, ოთხი-ხუთი ცალი ტოტებზე, – ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა.
7
იმ დღეს მიმართავს ადამიანი თავის შემოქმედს, თვალს მიაპყრობს ისრაელის წმიდა ღმერთს.
8
და აღარ შეხედავს თავისი ხელით ნაგებ სამსხვერპლოებს, თვალს მოარიდებს იმას, რაც მისმა ხელმა გააკეთა: აშერას სვეტებს და სასაკმევლეებს.
9
იმ დღეს დაიცლება მათი გამაგრებული ქალაქები – როგორც მიატოვეს ისრაელიანთა წინაშე ხიველებმა და ამორეველებმა ყველაფერი, და დაიწყება დიდი გავერანება.
10
დაგავიწყდა ღმერთი, ის ვინც შენი მხსნელია. აღარ გახსოვს შენი სიმტკიცის კლდე. ნეტარების ბაღებს აშენებ და უცხოური ვაზი ჩაგიყრია.
11
რა დღესაც დარგავ, იმავე დღეს იზრდებიან – ნარგავები დილიდანვე ყვავიან, მაგრამ შენი მოსავალი გაქრება, როდესაც დადგება ტანჯვის დღე, უკურნებელი ტკივილების დღე.
12
ვაი, ხმაურს უზღვავი ხალხისა! – ხმაურობენ ზღვის ხმაურით. ვაი, ხალხების ღრიალს! – ღრიალებენ ადიდებული მდინარის ღრიალით.
13
ტომები ღრიალებენ, როგორც დიდი წყლები ღრიალებენ; მაგრამ როცა ის მათ დაემუქრება, გაიქცევიან შორს, და გაიხვეტებიან, როგორც ქარი მიანიავებს ბზეს გორდაგორ, და როგორც მტვერს – ქარბორბალა.
14
დადგება მწუხრი და, აჰა, დაეცემა შიშისზარი და განთიადამდე ვეღარ გაძლებს. ასეთია ჩვენს მძარცველთა წილი და ჩვენს მაოხრებელთა ხვედრი.
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66