bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 19
Isaiah 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 20 →
1
წინასწარმეტყველება ეგვიპტეზე. აჰა, უფალი დაბრძანებულა სწრაფ ღრუბლებზე და მიჰქრის ეგვიპტეში, და შეიძვრებიან ეგვიპტის კერპები მის წინაშე, და ეგვიპტის გული გაირინდება.
2
მე ავამხედრებ ეგვიპტელს ეგვიპტელზე; და შეებრძოლება ძმა ძმას და მოყვასი მოყვასს, ქალაქი ქალაქს, სამეფო სამეფოს.
3
დაიშრიტება ეგვიპტის სული მის წიაღში; ჩავშლი მის განზრახვას. კერპებს, მჩხიბავებს და გარდაცვლილთა სულებს დაუწყებს ძებნას სამკითხაოდ.
4
მრისხანე მბრძანებლის ხელში ჩავყრი ეგვიპტელთ, სასტიკი მეფე იქნება მათი მბრძანებელი! – ამბობს ცაბაოთ უფალი.
5
და ამოშრება წყალი ზღვაში, მდინარე დაიწრიტება და დაშრება.
6
ამყრალდებიან მდინარეები, დაიწრიტებიან და დაშრებიან ეგვიპტის მდინარეები, ლერწამი და ჭილი დაჭკნება.
7
გაშიშვლდება მინდვრები, მდინარის მთელი სანაპირო და მთელი ნათესები გადახმება, განიავდება და გაქრება.
8
დაღონდებიან მებადურები: ცრემლად დაიღვრება მდინარეში ანკესის ყველა ჩამშვები, ქანცი გაუწყდება წყალზე ბადეების გამშლელს.
9
დანაღვლიანდებიან სელის მრთველნი და თეთრი ტილოს მქსოველნი.
10
დაიმსხვრევა მათი დაზგები, ქირის მუშები დამწუხრდებიან.
11
შეიშალნენ ცოყანის მთავრები: ფარაონის ბრძენ მრჩეველთა თათბირი გაცუდდა! როგორ ეტყვით ფარაონს: „მე ბრძენთა ძე ვარ, ძე უწინდელ მეფეთა?“
12
სად არიან ისინი? სად არიან შენი ბრძენნი? ახლა გითხრან მათ და შეიტყონ, რა გადაუწყვიტა ცაბაოთ უფალმა ეგვიპტეს!
13
გაბრიყვდნენ ცოყანის მთავარნი, მოტყუვდნენ ნოფის მთავარნი, გზა-კვალი აურიეს ეგვიპტეს მისი ტომების მთავრებმა.
14
უფალმა დაუბნელა მათ გონება, და მათ მთლად გადარიეს ეგვიპტე: ახლა ეგვიპტე მთვრალსა ჰგავს, თავის ნარწყევში რომ დააბიჯებს.
15
და არ იქნება ეგვიპტეში საქმე, რის გაკეთებასაც შეძლებს თავი და კუდი, ფინიკის ფოთოლი და ლერწამი.
16
იმ დღეს ეგვიპტელები ქალებს დაემსგავსებიან, დაფრთხებიან და შეეშინდებათ ცაბაოთ უფლის მოღერებული ხელისა.
17
და იქნება იუდას მიწა შიშის ზარი ეგვიპტისათვის; ყოველი, ვინც მას გაიხსენებს, აკანკალდება ცაბაოთ უფლის განაჩენით, რაც მან განაჩინა მასზე.
18
იმ დღეს ეგვიპტის ქვეყანაში ხუთი ქალაქი ილაპარაკებს ქანაანის ენაზე და დაიფიცებს ცაბაოთ უფალს, ერთ მათგანს ყირ-ჰერესს უწოდებენ.
19
იმ დღეს უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში იქნება და უფლის სვეტი – მის საზღვრებთან.
20
და იქნება ის ნიშნად და მოწმობად ცაბაოთ უფალზე ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან შეჰღაღადებენ ისინი უფალს შემჭირვებელთა გამო, და ის გამოუგზავნის მათ მხსნელსა და ქომაგს და უშველის მათ.
21
და გამოეცხადება უფალი ეგვიპტეს; და ეგვიპტელნი შეიცნობენ უფალს იმ დღეს, და მოიტანენ მსხვერპლსა და ძღვენს, და აღთქმას აღუთქვამენ უფალს და კიდეც აღასრულებენ.
22
და დაჰკრავს უფალი ეგვიპტეს; დაჰკრავს და განკურნავს; და მოიქცევიან ისინი უფლისაკენ, და ის შეისმენს მათ ვედრებას, და განკურნავს მათ.
23
იმ დღეს ეგვიპტიდან აშურისაკენ იქნება დიდი გზა, და ივლიან აშურელნი ეგვიპტეში და ეგვიპტელნი – აშურში; და ეგვიპტელნი აშურელებთან ერთად თაყვანს სცემენ უფალს.
24
იმ დღეს ისრაელი მესამე სახელმწიფო იქნება – გაუთანასწორდება ეგვიპტესა და აშურს. კურთხევა იქნება დედამიწის შუაგულში.
25
ცაბაოთ უფალი ასე აკურთხებს მათ: „კურთხეულ იყოს ჩემი ხალხი – ეგვიპტელნი და ჩემი ხელის ნაკეთები – აშური და ჩემი სამკვიდრებელი – ისრაელი.“
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66