bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 38
Isaiah 38
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 39 →
1
იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკია. და მივიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია, ამოცის ძე, და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩებიო.“
2
მაშინ ხიზკიამ პირი კედლისაკენ ქნა და შეევედრა უფალს;
3
„გაიხსენე, უფალო, რომ შენს წინაშე ჭეშმარიტებით და ერთგულებით დავდიოდი, და იმას ვაკეთებდი, რაც შენ მოგწონდა.“ და მწარედ ატირდა ხიზკია.
4
და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ:
5
„მიდი და უთხარი ხიზკიას: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: მე ვისმინე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლები, და, აჰა, მე ვუმატებ შენი სიცოცხლის დღეებს კიდევ თხუთმეტ წელიწადს.
6
აშურის მეფის ხელიდან გიხსნით მე – შენცა და ამ ქალაქსაც.
7
და ეს იყოს იმის ნიშნად უფლისაგან, რომ იგი შეასრულებს იმ სიტყვას, რომელიც მან თქვა:
8
აჰა, ათი საფეხურით უკან დავაბრუნებ ჩრდილს, რომელიც ახაზის კიბის საფეხურებზე ჩავიდა.“ და დაბრუნდა მზე უკან: ჩრდილმა ათი საფეხურით აიწია, იმავე საფეხურებით, რომლებზეც ის იყო ჩამოსული.
9
ლოცვა ხიზკიასი, იუდას მეფისა, როდესაც განიკურნა ავადმყოფობისაგან:
10
ვთქვი: ჩემი დღეების შუაძალზე მივადექი შავეთის კარიბჭეებს, მომაკლდება დანარჩენი წლები.
11
ვთქვი: ვეღარ ვიხილავ უფალს, უფალს ცოცხალთა ქვეყანაზე! ვეღარც ადამიანს ვიხილავ წუთისოფელში.
12
ჩემი სავანე აყრილი და წაღებულია, როგორც მწყემსის კარავი; ჩემი სიცოცხლე ავახვიე, როგორც მქსოველმა მოქსოვილი ტილო; დგიმის ძირშივე მომკვეთს უფალი. დღითა და ღამით მიღებდა ბოლოს.
13
განთიადამდე ვითხოვდი შველას, მაგრამ უფალი ლომივით მილეწავდა ძვლებს, დღითა და ღამით მიღებდა ბოლოს.
14
მერცხალივით ვჟიოდი, წეროსავით ვყიოდი, მტრედივით ვკვნესოდი, დაღლილი თვალებით შევყურებდი ზეცას: უფალო, გამიჭირდა, მომეშველე!
15
რა მეთქმის? – როგორც მითხრა, ისე აღასრულა. სულგამწარებული ვიხეტიალებ მთელი ჩემი სიცოცხლის წლები.
16
უფალო! ასე ცოცხლობენ ადამიანები და ასეთია ჩემი სულის სიცოცხლე. შენ განმკურნავ მე და შენ მაცოცხლებ მე.
17
კეთილდღეობა არა მხვდომია მე წილად, არამედ სიმწარე, დიდი სიმწარე. შენ იხსენი ჩემი სული სიკვდილისა და გახრწნის სამარიდან, შენ მოისროლე ჩემი ცოდვები ზურგს უკან.
18
შავეთი არ გაქებს შენ, სიკვდილი არ შეგასხამს ხოტბას, სამარხებში ჩასულნი არ სასოობენ შენი ჭეშმარიტებით.
19
ცოცხალი! მხოლოდ ცოცხალი გადიდებს შენ, როგორც მე გადიდებ დღეს. მამა მოუყვება შვილებს შენს ჭეშმარიტებას.
20
უფალი მიხსნის მე! და სიმღერებს ვიმღერებთ სიმთა ჟღერით უფლის ტაძარში მთელი ჩვენი სიცოცხლე.
21
და თქვა ესაიამ: „მოუტანონ ლეღვის ტყლაპი, წყლულზე დაადონ და გადარჩება.“
22
თქვა ხიზკიამ: „რა ნიშნით ვინიშნებ, რომ კვლავ ავალ უფლის ტაძარში?“
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 39 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66