bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 61
Isaiah 61
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 60
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 62 →
1
უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთა სახარებლად; წარმომავლინა, რათა წყლული გავუმრთელო გულშემუსვრილთ, ტყვეებს ვახარო გათავისუფლება და პატიმართ – დილეგის კარის გაღება;
2
რათა გამოვაცხადო უფლის სასურველი წელი და ჩვენი ღმერთის შურისგების დღე, და რათა ვანუგეშო ყოველი მგლოვიარე,
3
ვაუწყო სიონზე მყოფ მგლოვიარეთ, რომ მიიღებენ ნაცრის წილ დიადემას, გლოვის წილ – სიხარულის საცხებელს, მჭმუნვარე სულის წილ მშვენიერ სამოსელს, და უწოდებენ მათ სიმართლის მუხებს, უფლისგან დანერგილს მის სადიდებლად.
4
და გააშენებენ საუკუნოვან ნაოხარებს, აღადგენენ წარსულის დღეთა ნანგრევებს და განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, თაობიდან თაობამდე გაუდაბურებულთ.
5
მოვლენ უცხოთა ნაშობნი და დამწყემსავენ თქვენს ფარებს; და უცხოთესლნი იქნებიან თქვენი მიწისმუშები და თქვენი მევენახეები.
6
უფლის მღვდლებს გიწოდებენ, და თქვენზე იტყვიან: ჩვენი ღვთის მსახურნი არიანო; ხალხების დოვლათს შეჭამთ და მათი დიდება გადმოვა თქვენზე.
7
თქვენი სირცხვილის ნაცვლად ორმაგი სიხარული მოგეზღვებათ, და შეურაცხების ნაცვლად – მხიარულება, ამიტომ თავიანთ ქვეყანაში ორმაგ წილს დაიმკვიდრებენ, და საუკუნო სიხარული ექნებათ.
8
რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი, მძაგს ყაჩაღობა, მე მივაგებ მათ საზღაურს ჭეშმარიტებით და საუკუნო აღთქმას დავუდებ;
9
და ცნობილი გახდება მათი მოდგმა წარმართთა შორის, და მათი შთამომავალნი – ერებს შორის; ყველა მათი მხილველი მიხვდება, რომ უფლის მიერ ნაკურთხი თესლია ის.
10
სიხარულით ვიხარებ უფალში და მოილხენს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან მან შემმოსა მე ხსნის სამოსლით, სიმართლის ტანსაცმელი ჩამაცვა მე, როგორც ნეფეს დამადგა გვირგვინი და როგორც სასძლო, მომრთო სამკაულებით.
11
რადგან, როგორც მიწა აღმოაცენებს მცენარეს და, როგორც ბაღი ზრდის ჭირნახულს, ისე უფალი ღმერთი გამოავლენს სამართალს და დიდებას ყოველი მოდგმის წინაშე.
← Chapter 60
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 62 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
Recommended Reading
Commentary
Isaiah Commentaries
→
Devotional
Isaiah Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→