bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 44
Isaiah 44
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 43
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 45 →
1
და ახლა ისმინე, იაკობ, მონაო ჩემო, და ისრაელ, ჩემო რჩეულო!
2
ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და გამომსახველი, დედის მუცლიდან შენი შემწე: ნუ გეშინია, ჩემო მსახურო, იაკობ; და შენ, იეშურუნ, რომელიც მე აგირჩიე;
3
მე გადმოვადენ წყლებს მწყურვალ მიწაზე და ნაკადებს – გამომხმარ ბელტებზე; ჩემს სულს მოვაფენ შენს თესლ-ტომზე, და ჩემს კურთხევას – შენს მოდგმაზე.
4
და აღმოცენდებიან ისინი ბალახებს შორის, როგორც ძეწნები წყლის პირებზე.
5
ერთი იტყვის: „მე უფლისა ვარ!“ მეორე იაკობის სახელით ივლის, სხვა ხელზე დაიწერს: „მე უფლისა ვარ“ და სახელად ისრაელი დაერქმევა.
6
ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი გამომხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის სხვა ღმერთი.
7
ვინ არის ჩემი მსგავსი? დაე წარმოთქვას, გამოაცხადოს და მიამბოს დალაგებულად ყოველივე იმ დღიდან, რაც შევქმენი ძველი ხალხი; ანდა მომავალი გითხრან მოსვლამდე.
8
ნუ გეშინიათ და ნუ ფრთხით! მე ხომ ძველთაგან გაუწყეთ ყოველივე, მოგიყევით, და თქვენ ხართ ჩემი მოწმენი. განა არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა? არა, არავითარი სხვა კლდე მე არ ვიცი.
9
კერპების ყოველი მკეთებელი არარაობაა და თვით კერპები და მათი მოყვარულნიც უსარგებლონი არიან; მათი მოწმენი ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს ხვდებიან – ამიტომაც შერცხვენილნი იქნებიან.
10
ვინ გამოსახავს ღმერთებს, და ვინ ჩამოასხავს კერპებს, რომელნიც სრულიად უსარგებლონი არიან?
11
კერპების ყველა თანამდგომი შერცხვება; მათი გამკეთებლები ხომ ადამიანები არიან და სხვა არაფერი; შეიკრიბოს ყველა და ერთად დადგნენ – შეშინდებიან და ყველა შერცხვება.
12
მჭედელი რკინის ნაკეთობას ნაკვერჩხლებზე ახურებს, კვერით ჭედავს. შრომობს ოსტატის ძლიერი მაჯა; ჭამის დროც არა აქვს, იქანცება, წყალი ვერ დაულევია – ბოლოს ძალაც ეცლება.
13
ხურო ლარს გაჭიმავს, მონიშნავს ხეს, ხელეჩოთი თლის, საჭვრეთლით ამუშავებს, აგლუვებს, კაცის სახეს აძლევს, აკოხტავებს, რათა დადგას სახლში.
14
გაჩეხავს კედრებს, ირჩევს ძელქვას ან მუხას; ინიშნავს ხეებს ტყეში, დრომდე უცდის მათ დაზრდას; ან რგავს ფიჭვს, რომელსაც წვიმები ზრდიან.
15
სწვავს კაცი ხეს, ეზიდება, რათა გათბეს. აჩაღებს კერიას, აცხობს პურს; კერპებსაც აკეთებს და თაყვანს სცემს, გამოჩორკნის ხის კერპს და ქედს უხრის მას.
16
ნახევარ ხეს ცეცხლში წვავს, ნახევრით ხარშავს ხორცს და მიირთმევს. თბება და ამბობს: „ოჰ, გავთბი, ცეცხლმა გააკაშკაშა აქაურობა!“
17
მორის ნარჩენისგან ღმერთი გამოჩორკნა, თავის კერპად, ქედს უხრის მას, თაყვანს სცემს და ევედრება მას და ამბობს: „დამიფარე, რადგან ჩემი ღმერთი ხარ შენ!“
18
ამ ხალხს არაფერი ესმის, ვერაფერს ხვდება; მან დაუხშო მას ხედვა, რომ ვერაფერი დაინახოს, და – გული, რომ ვერაფერს მიხვდეს.
19
არავინ დაფიქრებულა, გონება არავის ჰყოფნის, რომ თქვას: „იმ ხის ნახევარი ცეცხლში დავწვი მის ნაკვერჩხალზე პური გამოვიცხვე, ხორცი შევიწვი და შევჭამე. მისი მონარჩენით ნუთუ სისაძაგლე უნდა გამოვჩორკნო, ხის ნაგლეჯს უნდა ვეთაყვანო?“
20
ფერფლსა მწყემსავს ის, მოტყუებულმა გულმა გზა-კვალი აურია. სულს ვერ გადაირჩენს და ვერ იტყვის: „ჩემს მარჯვენაში მხოლოდ სიცრუეა!“
21
გახსოვდეს, იაკობ, და გახსოვდეს, ისრაელ, რადგან ჩემი მონა ხარ; მე გამოგსახე: ჩემი მონა ხარ ისრაელ! ვერ დაგივიწყებ, ისრაელ!
22
წარვხოცე მე, როგორც ნისლი, შენი დანაშაულებანი და როგორც ჯანღი – შენი ცოდვები! მობრუნდი ჩემსკენ, რადგან მე გამოგისყიდე შენ!
23
გიხაროდეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს! შემოსძახეთ, მიწის უფსკრულნო! დასჭექეთ მხიარულად, მთებო! შენც, ტყეო და შენმა ყველა ხემ! რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და ისრაელში განდიდდა.
24
ასე ამბობს უფალი, შენი გამომხსნელი და დედის მუცელში შენი გამომსახველი: „მე ვარ უფალი, ყოვლისშემოქმედი, ცის გარდამრთხმელი, დედამიწის დამგები,
25
რომელიც არარაობად აქცევს ცრუწინასწარმეტყველთა ნიშნებს და ააშკარავებს მისანთა შეშლილობას, უკან ახევინებს ბრძენთ და მათ ცოდნას სისულელედ აქცევს,
26
თავისი მსახურის სიტყვას აღასრულებს, და თავის მოციქულთა რჩევას განასრულებს, ვინც ამბობს იერუსალიმზე: ‘დასახლდება’ და იუდას ქალაქებზე – ‘აშენდება, და მის ნანგრევებს მე აღვადგენ!’“
27
ის ეუბნება უფსკრულს: „ამოხმი! და შენს ნაკადებს მე ამოვაშრობ!“
28
ვინც ამბობს კიროსზე: „მწყემსია ჩემი! და ჩემს ყველა სურვილს ის აღასრულებს!“ და ეუბნება იერუსალიმს: „აშენდები!“ და ტაძარს – „კვლავ აღიმართები!“
← Chapter 43
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 45 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66