bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 14
Isaiah 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 15 →
1
უფალი შეიწყნარებს იაკობს, კვლავ აირჩევს ისრაელს და დააბრუნებს ისრაელიანთ თავიანთ მიწაზე; უცხოტომელნი შეუერთდებიან მათ და იაკობის ძეთ მიეტმასნებიან.
2
ხალხები იაკობის ძეთ დააბრუნებენ თავიანთ სამშობლოში, და იქ, უფლის მიწაზე, ისრაელის მოდგმა ამ ხალხს თავის მონებად და მხევლებად აქცევს. დაატყვევებენ ისინი მათ, ვისი ტყვეებიც თავად იყვნენ და იხელმწიფებენ მათზე, ვინც მათ ჩაგრავდნენ.
3
და იქნება იმ დღეს, როცა დაგასვენებს უფალი ტანჯვა-წამებისა და შიშისაგან, და მძიმე ჯაფისაგან, რომლითაც დამონებული იყავი,
4
მაშინ წარმოსთქვამ შენ ამ დამცინავ სიმღერას ბაბილონის მეფეზე და იტყვი: აღარ არის მჩაგვრელი! და, აჰა, ბოლო მისი მრისხანებისა!
5
გადატეხა უფალმა არგანი ბოროტეულთა, კვერთხი მბრძანებელთა,
6
რისხვით რომ აყენებდა ხალხებს დარტყმას დარტყმაზე, ერებს რომ სჯიდა განრისხებული, უწყალოდ რომ ავიწროვებდა.
7
ისვენებს მთელი დედამიწა, მშვიდადაა, მხიარული სიმღერები გაისმის.
8
კვიპაროსებიც შეგხარიან, ლიბანის კედრები ამბობენ: რაც შენ დაზიანდი, ხის მჭრელი არ გამოჩენილაო აქ.
9
ქვემოთ შეიძრა შავეთი შენს გამო, რომ შეგეგებოს შენი მისვლისას; შენთვის გამოაღვიძა მიძინებულნი, ქვეყნის ყველა წინამძღოლი; თავიანთი ტახტებიდან წამოაყენა ხალხთა ყველა მეფე.
10
ყველანი მოგიგებენ და გეტყვიან: „ახლა შენც ჩვენსავით უძლური ხარ, ჩვენ დაგვემსგავსე.“
11
შავეთში ჩაეშვა შენი დიდება და ჟღერა შენი ებნებისა, შენი საწოლი ჭია-მატლისაა, ჭია-მატლისაა შენი საბანიც.
12
როგორ ჩამოვარდი ციდან, მთიებო, განთიადის ძევ, მიწას დაენარცხე, ხალხთა მძლეველო!
13
შენ კი ფიქრობდი: „ზეცაში ავალ, ღმერთის ვარსკვლავებს ზემოთ, მაღლა ავწევ ჩემს ტახტს, და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილოეთის კიდეებზე.
14
მაღალ ღრუბლებზე ავალ, უზენაესს დავემსგავსები!“
15
მაგრამ შავეთში ხარ ჩაგდებული, იქ, გათხრილ სამარეში.
16
ყველა, ვინც შენ დაგინახავს, დაგაკვირდება და იტყვის: „ნუთუ ეს ისაა, ძრწოლას რომ ჰგვრიდა ქვეყანას, სამეფოებს რომ ანგრევდა?
17
ქვეყნიერება რომ უდაბნოდ აქცია, ქალაქები – ნანგრევებად, ტყვეებს რომ უკან არ აბრუნებდა?“
18
ხალხების ყველა მეფე პატივით განისვენებს, თითოეული თავის სამარხში.
19
შენ კი უსამაროდ ხარ დატოვებული, დაგდებული, როგორც დამპალი ტოტი. შენ წევხარ მკვდრებში, მახვილით აჩეხილთა შორის, რომლებსაც ქვის ორმოებში ყრიან. შენს გვამს ფეხით თელავენ.
20
სხვებს დამარხავენ, შენ კი არა, რადგან შენ ააოხრე შენი ქვეყანა, გაწყვიტე შენი ხალხი. ბოროტმოქმედთა თესლი ნუმც მოიხსენება საუკუნოდ.
21
სასაკლაო გაუმზადეთ მის ძეთ მათი მამების ურჯულოების გამო, თორემ მთელ დედამიწას დაიპყრობენ ისინი და ქვეყანა აივსება მათი ქალაქებით.
22
მე აღვდგები მათ წინააღმდეგ! – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და აღარ დარჩება ბაბილონს აღარც სახელი და აღარც კვალი, აღარც ბავშვები და აღარც მისი მოდგმა! – ამბობს ცაბაოთ უფალი.
23
და ვაქცევ ბაბილონს ზღარბთა სოროებად და ჭაობებად, და განადგურების ცოცხით გამოვხვეტავ! – ამბობს ცაბაოთ უფალი.
24
და დაიფიცა ცაბაოთ უფალმა: როგორც მე ჩავიფიქრე, ყველაფერი ისე იქნება, და როგორც მე განვიზრახე, ისე აღსრულდება.
25
შევმუსრავ აშურს ჩემს მიწაზე და გავთელავ ჩემს მთებზე! ჩემი ხალხი გადაიგდებს მის უღელს და მისი ტვირთი მათ მხრებს ჩამოეხსნება.
26
ესაა განაჩენი, გადაწყვეტილი მთელი ქვეყნის მიმართ და ესაა ხელი, დაღერებული ყველა ხალხებზე.
27
ცაბაოთ უფალმა გადაწყვიტა – ვინ დაარღვევს მის გადაწყვეტილებას? დაღერებულია მისი ხელი – ვინ შეაჩერებს მას?
28
მეფე ახაზის სიკვდილის წელს იყო ეს წინასწარმეტყველება:
29
ნუ გიხარია, ფილისტიმელთა ქვეყანავ, რომ დაიმსხვრა თქვენი მგვემელი კვერთხი! რადგან გველის ფესვიდან გამოვა ასპიტი და მისი ნაყოფი ფრთოსანი გველია.
30
ღატაკთა შვილები საზრდოს ჰპოვებენ ჩემს ველზე და ღარიბნი სამშვიდობოს დაიმყუდროვებენ; შიმშილით ამოვწყვეტ შენს ფესვს და მოვსპობ შენს ნატამალს.
31
მოთქვამდეთ, კარიბჭენო! გოდებდე, ქალაქო! ძრწოდე, ფილისტიმელთა ქვეყანავ! რადგან ჩრდილოეთიდან კვამლი დაიძრა: მეომრები მოდიან და არავინ დატოვებს რიგებს.
32
რას ეტყვიან წარმართთა მაცნეებს? ეტყვიან, რომ უფალმა სიონი დააფუძნა და მასში ჰპოვებენ თავშესაფარს მისი ხალხის ჩაგრულნი.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66