bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 65
Isaiah 65
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 64
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 66 →
1
გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა; მიპოვნეს მათ, ვინც არ მეძებდა. აქა ვარ, აქა ვარ-მეთქი! – ვეუბნებოდი ხალხს, რომელიც ჩემი სახელით არ იწოდებოდა.
2
დღენიადაგ ხელს ვიშვერდი ურჩი ხალხისკენ, უკეთური გზით რომ დადიან თავიანთი ზრახვების კვალზე,
3
ხალხისკენ, რომელიც გამუდმებით შეურაცხმყოფს თვალდათვალ! ჭალებში მსხვერპლს რომ სწირავენ და საკმეველს აკმევენ აგურებზე;
4
აკლდამებში სხედან და მღვიმეებში ათევენ ღამეებს; ღორის ხორცს ჭამენ და საძაგელი ნახარში უდგათ ქოთნებში;
5
და ამბობენ: „შეჩერდი, ნუ მომეკარები, რადგან მე წმიდა ვარ შენთვის.“ ეს კვამლია ჩემს საყნოსელად, ცეცხლი, რომელიც დღენიადაგ გიზგიზებს.
6
აჰა, დაწერილია ეს ჩემს წინაშე. არ დავდუმდები, მივუზღავ, მთლიანად მივუზღავ მე მათ წიაღს.
7
თქვენი ურჯულოების და თქვენი მამების ურჯულოების გამო, რომლებიც გუნდრუკს უკმევდნენ მთებზე, და ბორცვებზე შეურაცხმყოფდნენ მე, – ამბობს უფალი, – და გავზომავ წინდაწინ მათ ნამოქმედარს მათ წიაღში!
8
ასე ამბობს უფალი: „როცა ყურძნის მტევანში თვალი შევა, იტყვიან: ‘ნუ დააზიანებ მას, რადგან კურთხევა არის მასში!’ მეც ასევე მოვექცევი ჩემს მონებს, რათა არ დავღუპო ყველანი.
9
აღმოვაცენებ იაკობისგან თესლს და იუდასაგან – ჩემი მთების მემკვიდრეს, და დაიმკვიდრებენ მას ჩემი რჩეულნი და ჩემი მონები დასახლდებიან იქ.
10
გახდება შარონი ცხვრის საძოვრებად და ყაქორის ველი – ნახირის დასაყრელად ჩემი ერისა, რომელმაც მომძებნა მე.
11
თქვენ კი, რომელთაც მიატოვეთ უფალი და დაივიწყეთ ჩემი წმიდა მთა, თქვენ, რომლებიც გადს უმზადებთ სუფრას და მენს სასმისებს უვსებთ,
12
მე გადაგცემთ მახვილს და ყველანი დასაკლავად იქნებით მუხლმოყრილნი, რადგან მე გიხმობდით და არ გამომეპასუხეთ, ვლაპარაკობდი და არ ისმინეთ; და ბოროტს აკეთებდით ჩემს თვალში და, რაც არ მსურდა, იმას ირჩევდით.“
13
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აი, ჩემი მონები შეჭამენ და თქვენ დაიმშევით; ჩემი მონები შესვამენ და თქვენ წყურვილი შეგიპყრობთ, ჩემი მსახურნი გაიხარებენ და თქვენ სირცხვილს ჭამთ;
14
ჩემი მონები იმღერებენ გულის სიამით და თქვენ იყვირებთ გულისტკივილით, და სულშემუსვრილნი აქვითინდებით.
15
დაუტოვებთ თქვენს სახელს საწყევრად ჩემს რჩეულთ, და დაგხოცავთ თქვენ უფალი ღმერთი. და თავის მონებს სხვა სახელს შეარქმევს.
16
ვინც კურთხევას მოუხმობს თავის თავზე ქვეყნად, ჭეშმარიტების ღმერთის სახელით იკურთხება; და ვინც ქვეყნად დაიფიცებს, ჭეშმარიტების ღმერთის სახელით დაიფიცებს, რადგან დავიწყებული იქნება უწინდელი მწუხარებანი და დაფარული ჩემს თვალთაგან.
17
რადგან, აჰა, მე ვქმნი ახალ ცასა და ახალ მიწას, აღარ გაიხსენებენ უწინდელს, ფიქრადაც არავის მოუვა.
18
მაგრამ გაიხარებთ და ილხენთ უკუნისამდე იმით, რასაც მე შევქმნი: რადგან, აჰა, მე ვქმნი იერუსალიმს სალხენად და მის ერს სასიხარულოდ.
19
და მეც მოვილხენ იერუსალიმზე და გავიხარებ ჩემი ხალხის გამო; მეტად აღარ გაისმება იქ ხმა მოთქმისა და გოდებისა.
20
იქ არ იქნება არც ბავშვი და არც მოხუცი, რომლის დღენიც არ იქნებიან აღვსილნი; და ასი წლის კაცი რომ მოკვდება, იტყვიან, რომ ჯერ დრო არა ჰქონდაო; ხოლო ვინც ას წელს ვერ მიაღწევს, წყეულად ჩაითვლება.
21
აიგებენ სახლებს და შიგ თავად იცხოვრებენ; ვაზს ჩაყრიან და თავად მოისთვლიან ნაყოფს.
22
არ ააგებენ სხვის საცხოვრებლად, და ვაზს არ ჩაყრიან სხვის მოსასთვლელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულნი.
23
ამაოდ არ დაშვრებიან და ბავშვებს სამსხვერპლოდ არ შობენ, რადგან უფლის კურთხეული თესლი არის ის და მთელი მათი მოდგმა.
24
და სანამ მომიხმობენ, მე ვუპასუხებ; ვიდრე ლაპარაკში იქნებიან, მე უკვე მოსმენილი მექნება.
25
მგელი და კრავი ერთად დაიმწყესება და ლომი ხარივით თივას მოძოვს, გველის საკვები კი მიწა იქნება: ისინი არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ ჩემს წმიდა მთაზე, – ამბობს უფალი.
← Chapter 64
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 66 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66