bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 30
Isaiah 30
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 31 →
1
ვაი, გაურჩებულ შვილებს, – ამბობს უფალი, – რჩევებს მიჰყვებიან, მაგრამ არა ჩემსას, კავშირებს კრავენ, მაგრამ არა ჩემი სულით, რათა ცოდვას ცოდვა მიუმატონ.
2
მე არ მეკითხებიან და ისე მიდიან ეგვიპტეში, რათა განმტკიცდნენ ფარაონის ძალით, და ეგვიპტის ჩრდილს შეაფარონ თავი.
3
მაგრამ ფარაონის მფარველობა სირცხვილად გექცევათ, ეგვიპტის ჩრდილში თავშეფარება – დამცირებად.
4
რადგან მისი მთავარნი უკვე ცოყანში არიან, მისმა მოციქულებმა ხანესამდე მიაღწიეს.
5
მაგრამ ყველა ისინი შერცხვენილი არიან იმ ხალხის გამო, რომელიც ვერ შეეწევა მათ; რადგან ის ხალხი ვერც დაეხმარება მათ და ვერც გვერდში დაუდგება; მხოლოდ სირცხვილს აჭმევს და სამასხროდ გახდის.
6
წინასწარმეტყველება სამხრეთის პირუტყვებზე. ტანჯვისა და წვალების ქვეყნის გავლით, საიდანაც გამოდიან ძუ და ხვადი ლომები, ასპიტები და მფრინავი ურჩხულები, სახედრებზე აკიდებული მიაქვთ მათ თავიანთი დოვლათი, და აქლემთა კუზით – თავიანთი საუნჯე გამოუსადეგარ ხალხთან.
7
ეგვიპტის შემწეობა კი ამაო და ფუჭია; ამიტომაც შევარქვი მას: „უქმად მოქადული.“
8
ახლა მიდი და დაუწერე მათ ეს დაფაზე, და წიგნში ამოკვეთე, რომ დარჩეს უკუნითი უკუნისამდე.
9
რადგან ურჩი ხალხია ის, ცრუ ძენი; ძენი, რომელთაც არ სურთ უფლის რჯულის მოსმენა,
10
რომლებიც მისნებს ეუბნებიან: ნუ მისნობთო! და წინასწარმეტყველთ: ნუ გვიწინასწარმეტყველებთო სიმართლეს, გვითხარით რამ საამებელი, გვიწინასწარმეტყველეთ რამ სამხიარულო.
11
გადადექით გზიდან, გადაუხვიეთ ბილიკიდან; თვალიდან მოგვაშორეთ ისრაელის წმიდა.
12
ამიტომ ასე ამბობს ისრაელის წმიდა ღმერთი: რაკი თქვენ შეიძულეთ ეს სიტყვა და მიენდეთ ტყუილსა და სიცრუეს,
13
ამიტომ ეს ურჯულოება თქვენთვის იქნება მუქარა, როგორც მაღალ კედელზე გაჩენილი ბზარი, რომელიც დაარღვევს მას ერთ წამში, ანაზდეულად ჩამოაქცევს. რომლის ჩამოქცევა მეყსეულად მოვა.
14
და უფალი დაამსხვრევს მას, როგორც ლეწავენ თიხის ჭურჭელს, ნამსხვრევებად, რომ აქცევენ შეუბრალებლად ისე, რომ არ მოინახება იმ ნამსხვრევებში ნატეხი, კერიდან ცეცხლის ასაღებად, ან საგუბრიდან წყლის ამოსახაპად.
15
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი, ისრაელის წმიდა: თქვენი გადარჩენა ის იქნება, რომ დაბრუნდეთ და მშვიდად იყოთ. თქვენი ძალა სიმყუდროვესა და იმედით ყოფნაშია. მაგრამ თქვენ ეს არ ისურვეთ.
16
და ამბობდით: არა, ცხენებით გავქუსლავთო, – ამიტომაც გაქუსლავთ; ჩვენ სწრაფი ცხენებით გავჭენდებითო, – ამიტომაც სწრაფნი იქნებიან თქვენი მდევარნი.
17
თუ ერთი დაგემუქრებათ, ათასნი გაიქცევით, ხუთნი დაგემუქრებიან და ყველანი გაიქცევით; ხოლო ვინც თქვენგან გადარჩება, როგორც ჭოკი ისე დარჩება მთის თხემზე, როგორც ბაირაღი ბორცვზე.
18
მაგრამ უფალი დროს უცდის და შეგიწყალებთ, აღდგება და გიხსნით, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყველა მისი მოიმედე.
19
სიონის ხალხო, და იერუსალიმში მცხოვრებნო, გაშრება თქვენი ცრემლები. როცა ხსნისთვის შეღაღადებთ, უფალი გიშველით. უმალ გიპასუხებთ, როგორც კი თქვენი ხმა მისწვდება.
20
და მოგცემთ უფალი გაჭირვებაში პურს და სიმძიმილში წყალს. და თქვენი მოძღვრები აღარ დაიმალებიან, და თქვენი თვალით იხილავთ თქვენს მოძღვარს.
21
როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ გზიდან, ხმას გაიგონებთ ზურგიდან: „აი გზა, მას გაჰყევით!“
22
სიბილწედ შერაცხავთ თქვენი ძეგლების ვერცხლის პერანგებს და თქვენი კერპების ოქროს სამოსელს; მიმოფანტავთ მათ, როგორც სიბინძურეს; და ეტყვით მათ: აქედან მოშორდითო!
23
და მისცემს უფალი წვიმას შენს თესლს, რომელსაც მიწაზე დათესავ. და შენ მოგცემს პურს – მიწის მოსავალს – უხვსა და ყუათიანს; შენი სამწყსო იმ დღეს გაშლილ ველებზე იბალახებს.
24
შენი გუთნის ხარი და ვირი მარილიან ბზეს შეჭამს, ნიჩბითა და ფიწლით განიავებულს.
25
და ყოველი მაღალი მთიდან და ყოველი მაღალი ბორცვიდან ნაკადულები გადმოხეთქენ, დიდი შემუსვრის დღეს, როცა გოდლები დაეცემიან.
26
და იქნება მთვარის ნათელი, როგორც მზის ნათელი, და მზის ნათელი შვიდმაგად იბრწყინებს, შვიდი დღის ნათელივით, იმ დღეს, როდესაც უფალი შეუხვევს მოტეხილს თავის ხალხს და ჭრილობებს განუკურნავს.
27
აჰა, უფლის სახელი მოდის შორიდან, გიზგიზებს მისი რისხვა, გაუსაძლისია, მისი ბაგენი სავსეა მრისხანებით და მისი ენა დამბუგავი ცეცხლივითაა.
28
მისი სუნთქვა მოვარდნილი ღვართქაფივითაა, ყელამდე რომ უწვდენს, რათა გაცხრილოს ხალხები სიკვდილის ცხრილში, ლაგამი ამოსდოს ხალხებს რომ წარმართოს ცდუნებათაკენ.
29
იმღერებთ, როგორც წმიდა დღესასწაულის ღამეს, და გულით იხარებთ, როგორც უფლის მთისაკენ მიმავალი ხარობს სალამურის ხმაზე, ისრაელის კლდეზე რომ ადის.
30
იქუხებს უფლის მრისხანე ხმა, და თავის შემართულ მკლავს გამოაჩენს მძვინვარე რისხვაში და შემჭმელი ცეცხლის ალში, მეხისტეხასა და თავსხმაში, და მბუგავი ცეცხლის ალში, ქარიშხალსა და ქვის სეტყვაში.
31
უფლის ხმა შეარყევს აშურს, უფალი კვერთხით ჰგვემს მას.
32
ყოველი დარტყმა სასჯელის კვერთხისა, რომელსაც უფალი დასცემს მას, დაფდაფთა და ქნართა ხმის თანხლებით იქნება; და ის ბრძოლით წავა მის წინააღმდეგ.
33
დიდი ხანია მზადაა დაკრძალვის კოცონი, გამზადებულია მეფის მისაღებად: დიდი კოცონია გაწყობილი ღრმა ორმოში – ცეცხლი მზადაა, მოგროვებულია ბევრი შეშა. უფლის სუნთქვა გააჩაღებს მას, მსგავსი გავარვარებული გოგირდის ნაკადივით.
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 31 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66