bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 36
Isaiah 36
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 37 →
1
ხიზკიას მეფობის მეთოთხმეტე წელს აშურის მეფე სენახერიბი მიადგა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქს და დაიპყრო.
2
და გაგზავნა აშურის მეფემ რაბშაკე ლაქიშიდან იერუსალიმში მეფე ხიზკიასთან დიდი ლაშქრით; და დაიბანაკა მან ზემო ტბორის წყალსატევთან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე.
3
და გამოვიდნენ მასთან ეზოსმოძღვარი ელიაკიმ ხილკიას ძე, შებნა მწიგნობარი და იოახი, ასაფის ძე – მემატიანე.
4
და უთხრა მათ რაბშაკემ: „უთხარით ხიზკიას: ასე ამბობს-თქო დიდი მეფე, მეფე აშურისა: რისი იმედითა ხარ?
5
მე ვფიქრობ, რომ ეგ შენი იმედი მხოლოდ ფუჭი სიტყვებია, ომისთვის კი გონება და ძალაა საჭირო, ახლა ვისი იმედი გაქვს, რომ გადამიდექი?
6
აჰა, შენ ფიქრობ ეგვიპტეს დავეყრდნობიო, ამ გადატეხილ ლერწმის ჯოხს, რომელსაც, თუ ვინმე დაეყრდნობა, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს; ასეა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველა მისი მოიმედისათვის.
7
და თუ მეტყვი, ჩვენი უფალი ღმერთის იმედი გვაქვსო, ეს ის ღმერთი ხომ არ არის, რომლის მაღლობები და სამსხვერპლოები გაანადგურა ხიზკიამ და ამცნო იუდასა და იერუსალიმს: მხოლოდ ამ სამსხვერპლოს წინაშე ეცითო თაყვანი?
8
ახლა, აბა, დაენიძლავე ჩემს ბატონს, აშურის მეფეს და მე შენ მოგცემ 2 ათას ცხენს, თუ მოაგროვებ იმდენ მხედარს, რომ მათზე შეაჯინო?
9
მაშ, როგორ გინდა მოიგერიო ჩემი ბატონის ერთი, თუნდაც ყველაზე სუსტი, მეთაური მის მსახურთაგან, როცა თავად ეგვიპტის ეტლებისა და ცხენების იმედითა ხარ?
10
და ახლა განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ქვეყანას ასაოხრებლად? უფალმა მითხრა მე: გაილაშქრე ამ ქვეყანაზე და ააოხრეო იგი.“
11
და უთხრეს ელიაკიმმა, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: „გველაპარაკე შენს მონებს არამეულად, რადგან გვესმის, და ნუ დაგველაპარაკები იუდეურად, იმ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ სხედან.“
12
და უთხრა მათ რაბშაკემ: „განა მხოლოდ შენს ბატონთან და შენთან გამომაგზავნა ჩემმა ბატონმა ამ სიტყვების სათქმელად? არამედ გალავანზე მყოფ ხალხთანაც, მათაც ხომ თქვენთან ერთად უნდა ჭამონ თავიასი განავალი და სვან თავიასი შარდი?“
13
და ადგა რაბშაკე და ხმამაღლა გაჰყვირა იუდეურად და თქვა: „ისმინეთ სიტყვები დიდი მეფისა, აშურის მეფისა!
14
ასე ბრძანებს მეფე: ნუ გაცდუნებთ თქვენ ხიზკია, რადგან ვერ დაგიხსნით ის თქვენ.
15
ნუ გაიმედებთ უფლით ხიზკია, რომ გეუბნებათ: ‘უფალი გვიხსნის ჩვენ; ხელში არ ჩაუგდებს ამ ქალაქს აშურის მეფეს.’
16
ნუ მოუსმენთ ხიზკიას, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: დამნებდით მე და გამოდით ჩემთან, დაე ჭამოს თითოეულმა ნაყოფი თავისი ვაზისა და თავისი ლეღვისა, და სვას თითოეულმა წყალი თავისი ჭისა,
17
სანამ არ მოვსულვარ და არ წამიყვანიხართ თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ხილისა და ვენახების ქვეყანაში.
18
ნუ გაცდუნებთ ხიზკია, რომ ამბობს: უფალი გვიხსნისო ჩვენ! რომელი ხალხების ღმერთებმა იხსნეს თავისი ქვეყანა აშურის მეფის ხელიდან?
19
სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის ღმერთები? თუ იხსნეს მათ სამარია ჩემი ხელიდან?
20
ამ ქვეყნების ღმერთებიდან რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან? რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?“
21
მაგრამ ისინი დუმდნენ და კრინტი არ დაუძრავთ, რადგან ასეთი იყო მეფის ბრძანება: არ უპასუხოთო მას!
22
მივიდნენ ეზოსმოძღვარი ელიაკიმი, ხილკიას ძე, მწიგნობარი შებნა და მემატიანე იოახ ასაფის ძე, ხიზკიასთან შემოხეული ტანსაცმლით და გადასცეს რაბშაკეს სიტყვები.
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 37 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66