bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 57
Isaiah 57
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 56
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 58 →
1
კვდება მართალი და არ არის კაცი, გულთან რომ მიიტანოს ეს; მადლის კაცები წარიტაცებიან და არავის ესმის, რომ ბოროტების მიზეზით წარიტაცება მართალი.
2
ის გადის სამშვიდობოს; სწორი გზით მავალნი საკუთარ სარეცლებზე დაისვენებენ.
3
მოახლოვდით აქ, გრძნეული ქალის ძენო, მრუშისა და მეძავის თესლნო.
4
ვის დასცინით? ვისზე მოგირღვევიათ პირი, წაგიგრძელებიათ ენა? თქვენ ხომ ცოდვის ძენი ხართ, სიცრუის თესლი!
5
მუხათა შორის აღგეძვრებათ თქვენი გულისთქმა, ყოველი მწვანე ხის ქვეშ, თქვენს ბავშვებს კი მსხვერპლად სწირავთ კლდეთა ნაპრალებში!
6
ხევის სიპ ქვებშია შენი წილი, ისინია შენი ხვედრი. სწორედ მათ უღვრიდი შენ საღვრელს, მიართმევდი ძღვენს. როგორ მოვითმინო ეს დამშვიდებით?
7
მაღალ და აღმართულ მთაზე მოაწყვე შენი საწოლი, იქაც ადიხარ მსხვერპლის შესაწირად.
8
კარსა და წირთხლებს უკან დასდე შენი სამახსოვრო ნიშნები; რადგან ჩემგან გაიშიშვლე თავი და მაღლა ახვედი, გააფართოვე შენი საწოლი და კავშირი შეჰკარი მათთან, მათი საწოლიც შეიყვარე და იხილე მათი კაცობა.
9
ეცხადებოდი მეფეს ნელსაცხებლებით პოხილი, და აუხვებდი შენს ნელსაცხებლებს, და გზავნიდი შენს მაცნეებს შორეთამდე და ქვესკნელამდე იმდაბლებდი თავს.
10
შენი გრძელი გზა გქანცავდა, მაგრამ არ გითქვამს: იმედი დავკარგეო; შენს სხეულში სიცოცხლეს გრძნობდი, ამიტომაც არ დაძაბუნდი.
11
ვის უფრთხოდი და ვისი შეგეშინდა, როცა მღალატობდი და აღარ გახსოვდი? გულთან რომ არ მიმიტანე? რაკი დიდხანს ვდუმდი, ალბათ ამიტომ არ გეშინოდა ჩემი.
12
მე გამოვაცხადებ შენს სიმართლეს და შენს საქმეებს, და სიკეთეს არ მოგიტანენ ისინი.
13
როცა აყვირდები, მაშინ გიშველოს შენი კერპების კრებულმა! მაგრამ მათ ყველას ქარი წაიღებს, მსუბუქი ქროლვაც კი, ჩემი მოიმედე კი დაიმკვიდრებს მიწას, და ჩემს წმიდა მთას დაეპატრონება.
14
და თქვა: „მოასწორეთ, მოასწორეთ, გაამზადეთ გზა, მოაშორეთ დაბრკოლება ჩემი ხალხის გზიდან!“
15
რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდა სახელიანი: „მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთანაც, რათა გავაცოცხლო გლახაკთა სული და გავაცოცხლო ტანჯულთა გული.
16
რადგან საუკუნოდ არ ვიდავებ და არც უკუნისამდე ვიმრისხანებ მე, რადგან დაუძლურდება ჩემს წინაშე სული და სამშვინელნი, მე რომ შევქმენი.
17
მათი ანგარების ცოდვის გამო განვრისხდი და ვგვემე ისინი, დავმალე სახე და ვმრისხანებდი; ის კი, განდგომილი, მიდიოდა თვისი გულის გზით.
18
მისი გზები ვიხილე მე, განვკურნავ მას და წავიყვან, ვანუგეშებ და გავამართლებ მგლოვიარეს.
19
და გავაჩენ მათ ბაგეებში ქების სიტყვას. მშვიდობა, მშვიდობა – შორებელსა და ახლობელს! – ამბობს უფალი. – მე განვკურნავ მათ!“
20
ბოროტეულნი კი აღელვებულ ზღვას ჰგვანან, რომელიც ვერ ცხრება, და ანთხევს მისი წყალი შლამსა და ტალახს.
21
„არაა მშვიდობა ბოროტეულთათვის,“ – ამბობს ჩემი ღმერთი.
← Chapter 56
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 58 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66