bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Isaiah 43
Isaiah 43
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 42
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 44 →
1
მაგრამ ახლა, ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: „ნუ გეშინია, რადგან მე გამოგისყიდე, მოგიწოდე შენი სახელით; ჩემი ხარ შენ.
2
როდესაც გაივლი წყლებში, მე შენთანა ვარ, მდინარეებში გატოპავ და ვერ წაგლეკავენ ისინი. ცეცხლში გაივლი და არ დაიწვები, მისი ალი არ მოგედება.
3
რადგან მე ვარ უფალი შენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, შენი მხსნელი; შენს გამოსასყიდში ეგვიპტე მივეცი, ქუში და სება – შენს სანაცვლოდ.
4
ძვირფასი ხარ შენ ჩემს თვალში, შეუფასებელი და მე შეგიყვარე შენ, სხვა ადამიანებს გავიღებ შენს სანაცვლოდ და სხვა ხალხებს შენი სიცოცხლის ფასად.
5
ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს თესლ-ტომს და დასავლეთიდან შემოგიკრებ შენ.
6
ჩრდილოეთს ვეტყვი: ‘მომეცი ისინი!’ და სამხრეთს: ‘ნუ დამიკავებ მათ!’ მოიყვანეთ ჩემი ძენი შორეთიდან და ჩემი ასულნი – ქვეყნის კიდეებიდან,
7
ყოველი, ჩემი სახელით წოდებული, ვინც ჩემი დიდებისათვის გავაჩინე; ვინც გამოვსახე და შევქმენი!“
8
გამოიყვანეთ ხალხი, რომელთაც არც თვალი აკლიათ და არც ყური, მაგრამ ბრმანი და ყრუნი არიან.
9
ყველა ხალხები ერთად უნდა შეიკრიბნენ და უნდა შეერთდნენ ტომები; მათგან წინასწარ ვინ გვითხრა, ვინ გვაუწყა ის, რაც აღსრულდა? წარმოადგინონ მოწმენი, რომ თავი იმართლონ, რათა მათმა მსმენელმა თქვას: „მართალია!“
10
„თქვენ ჩემი მოწმენი ხართ! – ამბობს უფალი, – და ჩემი მორჩილი, რომელიც მე ამოვარჩიე, რათა იცოდეთ და მერწმუნოთ მე, და გაიგოთ, რომ ეს მე ვარ: ჩემამდე არ ყოფილა სხვა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება.
11
მე ვარ უფალი და არ არის ჩემს გარდა სხვა მხსნელი.
12
მე ვთქვი და გიხსენი, და გამოგიცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი! – ამბობს უფალი, – რომ მე ვარ ღმერთი;
13
და ძველთაგან – ეს მე ვარ! და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. რაც მე მოვიმოქმედე, ვინ შეცვლის მას?“
14
ასე ამბობს უფალი, თქვენი გამომხსნელი, ისრაელის წმიდა: „თქვენი გულისათვის გავგზავნი მე ბაბილონში და დავუმტვრევ საკეტურებს და დავამხობ ქალდეველებს, თავიანთი ხომალდებით რომ მედიდურობდნენ.
15
მე, ვარ უფალი, თქვენი წმიდა, ისრაელის გამჩენი, თქვენი მეფე.“
16
ასე ამბობს უფალი, ზღვაზე გზის გამხსნელი და ძლიერ წყლებზე – ბილიკისა,
17
რომელმაც გამოიტყუა ეტლები და ცხენები, ძლიერ მეომართა ურდოები; ერთიანად ჩაწვნენ ისინი, ვეღარ ადგნენ, დაიშრიტნენ, პატრუქივით ჩაქრნენ.
18
ნუ გაიხსენებთ წარსულს და მომავალზე ნუ იფიქრებთ!
19
რადგან მე შევქმნი ახალს, ახლა გამობრწყინდება იგი, ნუთუ ვერ შეამჩნევთ? უდაბნოში გავიყვან გზას, ტრამალებზე წყლის ნაკადებს ვადენ.
20
თვით ველის მხეცნიც კი განმადიდებენ – ტურები და სირაქლემები, როცა მივუშვებ უდაბნოში წყალს და ტრამალებზე წყლის ნაკადებს ამოვახეთქინებ, რათა წყალი ვასვა ჩემს რჩეულ ხალხს.
21
ეს ხალხი მე ჩემთვის შევქმენი, რათა თქვას ჩემი სადიდებელი.
22
მაგრამ შენ არ მოგიხმივარ, იაკობ, ჩემთვის არ დაქანცულხარ, ისრაელ!
23
არ მოგიყვანია ჩემთვის კრავები სრულადდასაწველად და მსხვერპლებით არ გიცია პატივი; ძღვნით არ მიმსახურებიხარ და არც გუნდრუკის კმევით მომიღლიხარ.
24
ოქროზე არ გიყიდია ჩემთვის სურნელოვანი ლერწამი, და შენი სამსხვერპლოს ლურთებით არ გაგიძღვივარ, შენ კი მამსახურებდი შენი ცოდვებით, მქანცავდი შენი დანაშაულებებით.
25
მე ვარ, მე ის ვარ, ვინც ჩემი გულისათვის წარვხოცავ შენს დანაშაულებებს, და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ.
26
მომაგონე, განვიკითხოთ ერთმანეთი! ილაპარაკე, რათა გამართლდე!
27
შენმა მამამთავარმა შესცოდა და შენი შუამავლები გადამიდგნენ.
28
შენმა მთავრებმა შეაგინეს ჩემი საწმიდარი და მივეცი იაკობი წარსაწყმედელად, და ისრაელი – საგინებლად.
← Chapter 42
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 44 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66