bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 1
Genesis 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 2 →
1
თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცა და მიწა.
2
მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იწვა უფსკრულებზე, და სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე.
3
და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი.
4
და დაინახა ღმერთმა, რომ კარგია ნათელი და გაჰყარა ღმერთმა ნათელი ბნელისაგან.
5
და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს – ღამე. და იყო საღამო, და იყო დილა – დღე პირველი.
6
და თქვა ღმერთმა: „იქმნას წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.“
7
და შექმნა ღმერთმა მყარი და გაჰყარა მყარს ქვემოთა წყლები მყარს ზემოთა წყლებისგან. ეს ასე იყო.
8
და უწოდა ღმერთმა მყარს ცა. და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეორე.
9
და თქვა ღმერთმა: „შეგროვდეს წყლები ცისქვეშეთში ერთგან და გამოჩნდეს ხმელეთი.“ და იქმნა ასე.
10
და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და წყალთა შესაკრებელს უწოდა ზღვა. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო.
11
და თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მომცემი, და ხენი ნაყოფიერნი მიწაზე, ყოველი მათგანი თავისი მსგავსი თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე.“ და იქმნა ასე.
12
და აღმოაცენა მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მომცემი თავისი სახის მიხედვით, და ხენი ნაყოფიერნი, თავისი მსგავსი თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო.
13
და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მესამე.
14
და თქვა ღმერთმა: „იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დრო-ჟამის ნიშნებად – დღეებისა და წელიწადებისა,
15
და იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რომ გაანათონ მიწა.“ და იქმნა ასე.
16
და გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი მნათობი – დღის განმგებლად, და მცირე მნათობი – ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები.
17
და დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ ენათებინათ მიწა,
18
განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო.
19
და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეოთხე.
20
და თქვა ღმერთმა: „აფუთფუთდეს წყალში სულდგმული, მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს.“ და იქმნა ასე.
21
და შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულები და ყოველი სულდგმული, მცურავი, თავ-თავისი სახისდა მიხედვით, რაც კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი სახისდა მიხედვით. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო.
22
აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: „მოშენდით და იმრავლეთ, და გაავსეთ ზღვის წყლები, და ფრინველმა იმრავლოს მიწაზე.“
23
და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეხუთე.
24
და თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ სულდგმულნი თავ-თავისი სახისდა მიხედვით, პირუტყვი, ქვეწარმავალნი და მიწის მხეცები მათი სახისდა მიხედვით.“ და იქმნა ასე.
25
და შექმნა ღმერთმა მხეცნი მიწისა თავ-თავისი სახისდა მიხედვით და პირუტყვი თავ-თავისი სახისდა მიხედვით, და ქვემძრომი თავ-თავისი სახისდა მიხედვით. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო.
26
და თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელ დედამიწას და ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრის.“
27
და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, კაცად და ქალად შექმნა ისინი.
28
და აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: „მოშენდით და იმრავლეთ, და აავსეთ მიწა, და დაეუფლეთ მას, და ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრის.“
29
და თქვა ღმერთმა: „აჰა, გაძლევთ თქვენ ყოველ ბალახს, თესლის მქონეს, რაც კი მიწის ზურგზეა, და ყოველ ნაყოფიერ ხეს, თესლის მქონეს. ეს იყოს თქვენი საზრდო!
30
ხოლო ყოველ მხეცს მიწისას, და ცის ყოველ ფრინველს და ყოველ არსებას მიწაზე, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად!“ და იქმნა ასე.
31
და მიხედა ღმერთმა ყოველივეს, რაც შექმნა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეექვსე.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50