bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 43
Genesis 43
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 42
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 44 →
1
შიმშილობა გაძლიერდა ქვეყანაზე.
2
და როცა გაუთავდათ ეგვიპტიდან ჩამოტანილი პური, უთხრა მათ მამამ: „გაბრუნდით, კიდევ გვიყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო.“
3
და უთხრა მას იუდამ: „მკაცრად გაგვაფრთხილა ჩვენ იმ კაცმა და გვითხრა: თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო.
4
თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს.
5
თუ არ გაგვაყოლებ, ვერ ჩავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო.“
6
თქვა ისრაელმა: „მიბოროტეთ, რად გაუმხილეთ იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?“
7
უთხრეს: „ჩაძიებით გვეკითხებოდა ის კაცი ჩვენზე და ჩვენს მოდგმაზე: ჯერ კიდევ ცოცხალია მამათქვენიო, კიდევ გყავთო ძმა? ჩვენც ვუამბეთ ყველაფერი. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოიყვანეთო?“
8
და უთხრა იუდამ ისრაელს, თავის მამას: „გამატანე ყმაწვილი. ავდგებით და წავალთ, და შიმშილით არ დავიხოცებით, – არც ჩვენ, არც შენ და არც ჩვენი წვრილშვილი!
9
მე ვარ თავდები მისი, ჩემი ხელიდან მოითხოვე იგი. თუ არ მოგიყვანო და წინ არ დაგიყენო, მთელი სიცოცხლე შემცოდე ვიყო შენს წინაშე!
10
რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ ვიქნებოდით უკან დაბრუნებული.“
11
და უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: „თუ ასეა, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ჭურჭლები ამ ქვეყნის დოვლათით, ჩაუტანეთ იმ კაცს ძღვნად მცირეოდენი ბალზამი და თაფლი, საკმეველი და შტახსი, ფუსტუღი და ნუში.
12
და ორმაგი ვერცხლი წაიღეთ თან. და თქვენს ტომრებში ნაპოვნი ვერცხლიც დაუბრუნეთ. ეგებ შეცდომა იყო.
13
და თქვენი ძმაც წაიყვანეთ. ადექით და წადით იმ კაცთან.
14
და ყოვლადძლიერმა ღმერთმა მოგცეთ თქვენ შებრალება იმ კაცის წინაშე, და გამოუშვას თქვენი სხვა ძმაც და ბენიამინიც. მე კი, როგორც ვიყავი შვილმკვდარი მამა, ისე შვილმკვდრად დავრჩები.“
15
და აიღეს კაცებმა ეს საჩუქარი და ორმაგი ვერცხლი, და თან წაიყვანეს ბენიამინი. და ჩავიდნენ ეგვიპტეში, და წარდგნენ იოსების წინაშე.
16
და დაინახა იოსებმა მათთან ბენიამინი და უთხრა თავისი სახლის მოურავს: „მიიყვანე ეს ხალხი სახლში, და დაკალი საკლავი და მოამზადე, რადგან ჩემთან უნდა ჭამოს პური ამ ხალხმა შუადღისას.“
17
და გააკეთა იმ კაცმა ისე, როგორც იოსებმა უბრძანა, და მიიყვანა ისინი იოსების სახლში.
18
და შეეშინდათ ძმებს იოსების სახლში რომ მიიყვანეს, თქვეს: „ვერცხლის გამო ვართ მოყვანილი, მაშინ რომ ტომრებში ჩაგვიდეს. და ცილს დაგვწამებენ და თავს დაგვესხმიან, რომ მონებად გაგვიხადონ და ჩვენს სახედრებსაც დაეპატრონონ.“
19
და მივიდნენ ისინი იოსების სახლის მოურავთან, და ელაპარაკნენ მას სახლის შესასვლელთან.
20
და უთხრეს მას: „მოგვისმინე, ბატონო! ჩვენ უწინაც ჩამოვსულვართ აქ საზრდოს საყიდლად,
21
და როცა მივედით ჩვენ ღამისსათევში და გავხსენით ჩვენი ტომრები, ვნახეთ ჩვენი ვერცხლი ჩვენსავე ტომრებში. და გიბრუნებთ მას ჩვენივე ხელით.
22
და სხვა ვერცხლი ჩამოვიტანეთ ჩვენი ხელით საზრდოს საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ჩვენი ვერცხლი ჩვენს ტომრებში!“
23
და უთხრა მან: „მშვიდად იყავით, ნუ გეშინიათ! თქვენმა ღმერთმა, თქვენი მამების ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ტომრებში. რადგან მაშინ თქვენი ვერცხლი უკანვე დამიბრუნდა.“ და გამოიყვანა მათთან სიმეონი.
24
და შეიყვანა იმ კაცმა ეს ხალხი იოსების სახლში, და მისცა წყალი და დაიბანეს ფეხები. და მისცა საკვები მათ სახედრებს.
25
და მოამზადეს ძღვენი შუადღისას იოსების მოსვლისათვის, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური.
26
და მოვიდა იოსები სახლში და მიართვეს მას ძღვენი, ხელთ რომ ჰქონდათ, და თაყვანი სცეს მდაბლად.
27
და მოიკითხა იოსებმა ისინი და უთხრა: „ხომ მშვიდობითაა თქვენი მოხუცი მამა, რომელზეც თქვენ მელაპარაკეთ? ხომ ჯერაც ცოცხალია?“
28
მათ უთხრეს: „მშვიდობით არის მამაჩვენი, შენი მსახური, ჯერაც ცოცხალია. და ქედი მოიხარეს ძმებმა და თაყვანი სცეს.“
29
და აღაპყრო იოსებმა თვალი, და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, თავისი დედის ძე. და იკითხა: „ეს ხომ არ არის თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მეუბნებოდით?“ და თქვა: „ღმერთი გწყალობდეს შენ, ჩემო შვილო!“
30
და ვეღარ მოითმინა იოსებმა, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი ძმის გამო, და ტირილი მოუნდა და გავიდა თავის ოთახში და იქ ატირდა.
31
დაიბანა პირი, გამოვიდა, და გაიმაგრა თავი. და ბრძანა: „მოგვიტანეთ საჭმელი.“
32
და მოართვეს მას ცალკე და იმათ – ცალკე, და მასთან მეინახე ეგვიპტელებს ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს პურის ჭამა ებრაელებთან. სისაძაგლე იყო ეს ეგვიპტელთათვის.
33
და დასხდნენ მის პირისპირ უფროს-უმცროსობის მიხედვით. და გაოცებით უყურებდნენ ერთმანეთს კაცები.
34
და უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს. და ბენიამინის კერძი ხუთჯერ მეტი იყო სხვების კერძზე. და სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად.
← Chapter 42
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 44 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50