bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 46
Genesis 46
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 45
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 47 →
1
და აიყარა ისრაელი, და თან წაიღო ყველაფერი, რაც ებადა, და მივიდა ბეერ-შებაყში, და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისააკის, ღმერთს.
2
და უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამის ხილვაში: „იაკობ! იაკობ!“ და თქვა: „აქა ვარ!“
3
და უთხრა მან: „მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა; ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.
4
მე წამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში, და მევე გამოგიყვან უკან. და იოსები დაგიხუჭავს თვალებს თავისი ხელით.“
5
და აიყარა იაკობი ბეერ-შებაყიდან. და წაიყვანეს მისმა ძეებმა იაკობი, თავისი მამა, და თავიანთი წვრილშვილი და ცოლები ეტლებით, ფარაონმა რომ გამოგზავნა.
6
და წამოასხეს თავიანთი საქონელი, წამოიღეს თავიანთი ქონება, რომელიც მოიხვეჭეს ქანაანის ქვეყანაში, და ჩავიდნენ ეგვიპტის ქვეყანაში იაკობი და მთელი მისი შთამომავლობა მასთან ერთად.
7
თავისი ძენი და თავის ძეთა ძენი, თავისი ასულნი და თავის ძეთა ასულნი, და მთელი თავისი მოდგმა თან ჩაიყვანა ეგვიპტეში.
8
ეს არის ეგვიპტეში ჩასულ ისრაელის ძეთა სახელები: იაკობი და მისი ძენი. პირმშო იაკობისა რეუბენი,
9
და ძენი რეუბენისა: ენოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
10
ძენი სიმეონისა: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და შაული, ძე ქანაანელი ქალისა.
11
ძენი ლევისა: გერშონი, კოჰათი და მერარი.
12
იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელახი, ფერეცი და ზერახი; ყერი და ონანი დაიხოცნენ ქანაანის ქვეყანაში. და ფარეცის ძენი იყვნენ ხეცრონი და ხამული.
13
ძენი ისაქარისა: თოლაყი, ფუვა, იაშუბი იობი და შიმრონი;
14
ძენი ზებულუნისა: სერედი, ელონი და იახლეელი.
15
ესენი იყვნენ ძენი ლეასი, რომელმაც უშვა იაკობს ფადან-არამში, და დინა, მისი ასული. მისი ძენი და ასულნი სულ იყვნენ 33 სული.
16
ძენი გადისა: ციფიონი, ხაგი, შუნი, ეცბონი, ყერი, აროდი და არელი.
17
ძენი აშერისა: იმნა, იშვა, იშვი და ბერიყა, და სერახი – მათი და; და ძენი ბერიყასა: ხებერი და მალქიელი.
18
ესენი იყვნენ ძენი ზილფასი, რომელიც ლაბანმა მისცა ლეას, თავის ასულს. და უშვა მან იაკობს 16 სული.
19
და რახელის ძენი, იაკობის ცოლისა: იოსები და ბენიამინი.
20
და შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში მანაშე და ეფრემი, რომელნიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა.
21
ძენი ბენიამინისა: ბელაყი, ბექერი, აშბელი, გერა, ნაყამანი, ეხი, როში, მუფიმი, ხუფიმი და არდი
22
ესენი არიან რახელის ძენი, რომელნიც შეეძინნენ იაკობს, სულ 14 სული.
23
ძე დანისა – ხუშიმი.
24
ძენი ნაფთალისა: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი
25
ესენი არიან ძენი ბილჰასი, რომელიც ლაბანმა გაატანა რახელს, თავის ასულს. და უშვა ისინი იაკობს – სულ შვიდი სული.
26
ეგვიპტეში იაკობთან ერთად ჩასული ყოველი სული, მისი პირდაპირი შთამომავალნი, გარდა იაკობის ძეთა ცოლებისა, სულ იყო 66 სული.
27
იოსების ძენი, რომელნიც მას შეეძინა ეგვიპტეში, ორნი იყვნენ. და ყველა სული იაკობის სახლისა, მასთან ერთად ეგვიპტეში რომ ჩავიდნენ, 70 იყო.
28
და წინასწარ გაგზავნა იაკობმა იუდა იოსებთან, რომ დახვედროდა მათ გოშენში, და მივიდნენ გოშენის მხარეში.
29
აღკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და წავიდა გოშენში ისრაელთან, თავის მამასთან შესახვედრად. და როცა იხილა იგი, ყელზე მოეჭდო, და დიდხანს ტიროდა მასზე ყელგადაჭდობილი.
30
და უთხრა ისრაელმა იოსებს: „ახლა თუნდაც მოვკვდე, რაკი შენ ცოცხალი გიხილე!“
31
და უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლს: „წავალ და ვამცნობ ფარაონს, და ვეტყვი: ჩემი ძმები და მამის სახლი, ქანაანის ქვეყანაში რომ იყვნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ;
32
ეს კაცები მეცხვარეები არიან-მეთქი, მესაქონლეები, ცხვარი და ძროხა და ყველაფერი, რაც კი აქვთ, წამოასხეს-მეთქი.
33
და როცა მოგიხმობთ ფარაონი და გკითხავთ, რა საქმიანობას ეწევითო,
34
უთხარით: მესაქონლე ხალხი ვართ-თქო შენი მსახურნი სიყრმიდან დღემდე, ჩვენცა და ჩვენი მამა-პაპაც. რათა დამკვიდრდეთ გოშენის მიწაზე, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ყოველი ცხვრის მწყემსი.“
← Chapter 45
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 47 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50