bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 48
Genesis 48
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 47
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 49 →
1
ამ ამბების შემდეგ იყო, რომ უთხრეს იოსებს: „აჰა, ავად არის მამაშენი.“ და მან თან წაიყვანა თავისი ორი ძე, მანაშე და ეფრემი.
2
და აუწყეს იაკობს: „აჰა, შენი ძე იოსები მოდის შენთან.“ და ძალა მოიკრიბა ისრაელმა და წამოჯდა საწოლზე.
3
და უთხრა იაკობმა იოსებს: „ყოვლადძლიერი ღმერთი გამომეცხადა მე ლუზში, ქანაანის ქვეყანაში და მაკურთხა.
4
და მითხრა: ‘ნაყოფიერად გაქცევ და მოგამრავლებ, და გაქცევ ხალხების კრებულად. და მივცემ ამ ქვეყანას შენს თესლს შენს შემდეგ სამარადისო სამფლობელოდ.’
5
და ახლა შენი ორი ძე, რომლებიც შეგეძინა შენ ეგვიპტის ქვეყანაში ჩემს მოსვლამდე, ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მანაშე, ისევე როგორც რეუბენი და სიმეონი არიან ჩემები.
6
და ნაშიერნი, მათ შემდეგ რომ შეგეძინება, შენი იქნებიან. თავიანთი ძმების სახელზე ჩაიწერებიან ისინი მათ სამკვიდროში.
7
მე ფადან-არამიდან წამოსულს მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყანაში, გზაზე, მცირე მანძილზე ეფრათამდე, და იქ დავმარხე იგი, ეფრათის გზაზე, რომელსაც ახლა ბეთლემი ჰქვია.“
8
და იხილა ისრაელმა იოსების ძენი, და თქვა: „ესენი ვინ არიან?“
9
და უთხრა იოსებმა: „ჩემი ძენი არიან ესენი, რომელნიც მომცა აქ ღმერთმა.“ და უთხრა მან: „მომიყვანე და ვაკურთხებ მათ!“
10
ისრაელს თვალები დამძიმებოდა სიბერისაგან და ვერ ხედავდა. და ახლოს მიუყვანა ისინი იოსებმა. და აკოცა მათ და გულში ჩაიკრა.
11
და უთხრა ისრაელმა იოსებს: „აღარ მეგონა, შენს სახეს თუ კიდევ ვიხილავდი, და, აჰა, ღმერთმა შენი მონაგარიც მახილვინა.“
12
და გადმოსვა იოსებმა ისინი მამის მუხლებიდან და თაყვანი სცა მას მდაბლად.
13
და მოიყვანა ორივენი იოსებმა, ეფრემი ხელმარჯვნივ ჰყავდა, ისრაელის მარცხენა მხარეს, და მანაშე – ხელმარცხნივ, ისრაელის მარჯვენა მხარეს, და მიიყვანა მასთან.
14
და გაიწოდა ისრაელმა მარჯვენა, და თავზე დაადო ეფრემს, რომელიც უმცროსი იყო, და მარცხენა ხელი – მანაშეს. განზრახ გადაანაცვლა ხელები, თუმცა პირმშო მანაშე იყო.
15
და აკურთხა იოსები, და თქვა: „ღმერთმა, რომლის წინაშეც დადიოდნენ ჩემი მამები აბრაამი და ისააკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს მე ჩემი გაჩენიდან დღემდე,
16
ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისაგან, აკურთხოს ეს ყრმანი და იწოდებოდნენ ისინი ჩემი სახელით და ჩემი მამების აბრაამისა და ისააკის სახელით, და დიდად გამრავლდნენ ისინი ქვეყნის გულში.“
17
და დაინახა იოსებმა, რომ ეფრემს დაადო თავზე მამამისმა მარჯვენა ხელი, და შეწუხდა. და აიღო მამის ხელი, რათა გადაენაცვლებინა ის ეფრემის თავიდან მანაშეს თავზე.
18
და უთხრა იოსებმა თავის მამას: „ასე არა, მამაჩემო! პირმშო ეს არის, დაადე მას თავზე შენი მარჯვენა.“
19
მაგრამ იუარა მამამისმა და თქვა: „ვიცი, შვილო, ვიცი. ესეც იქცევა ხალხად და ესეც განდიდდება. მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება, და მისი თესლი იქცევა მრავალრიცხოვან ხალხად.“
20
და აკურთხა ისინი იმ დღეს, და უთხრა: „შენით აკურთხებს ისრაელი, ამ სიტყვებით: ‘ღმერთმა გაგხადოს როგორც ეფრემი და როგორც მანაშე!’“ და დააყენა ეფრემი მანაშეზე წინ.
21
და უთხრა ისრაელმა იოსებს: „აჰა, მე ვკვდები, ღმერთი იქნება თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენი მამა-პაპის მიწაზე.
22
შენს ძმებში უპირატესად შენთვის მომიცია ერთი ქედი რომელიც ამორეველებს წავართვი ჩემი მახვილითა და მშვილდით.“
← Chapter 47
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 49 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50